ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ურეკი

ურეკი

 
  ურეკი არის უნიკალური კლიმატურ- გამაჯანსაღებელი კურორტი შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტის ბუნებრივი სიმდიდრეებია: თბილი ზღვა, მზე, რბილი სუბტროპიკული ჰავა, მდიდარი სუბტროპიკული ბუნება, სასწაულებრივი მაგნეტიტის ქვიშის პლაჟები. ურეკში საზაფხულო სეზონი ივნისის თვიდან იწყება და სექტემბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ზღვის სიღრმე დიდ მანძილზე მცირეა, ზღვის დონე ნაპირთან დაბალია და 20-40 მეტრის მანძილზე 150 სმ-ს აღწევს, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია პატარა ბავშვებისათვის. ამ კურორტის პლაჟისქვიშა შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტურ რკინას, რაც მიჩნეულია დამატებით სამკურნალო ფაქტორად. მაგნეტიტის პლაჟი სიგრძის 1-1,5 კილომეტრია, სიგანით კი 60-80 მეტრი. სპეციალისტების მტკიცებით, ურეკის ბუნებრივი სამკურნალო თვისებები, შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ, კერძოდ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის და პერიფერიულ სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დაავადებები, სხვადასხვა სახის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები და ა.შ. კურნავს ოსტეოქონდროზს, სახსრებს, ძალიან კარგია ბავშვებისთვის ძვლების გასამაგრებლად, ტრამვის შედეგად დაზაინებული ძვლის აღსადგენად, ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად. სამკურნალო ფაქტორები ერთნაირად წარმატებით გამოიყენება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების სამკურნალოდ. განსაკუთრებული ეფექტიანობით გამოირჩევა ქვიშის აბაზანები, არსებობს ბუნებრივი და ხელოვნური გათბობის ქვიშის აბაზანები. ის მოქმედებს არა მხოლოდ თერმული ეფექტით, არამედ მეტწილად მაგნიტური ველის მოქმედებით. ურეკში დაწყებულია და დიდი მაშტაბით მიმდინარეობს სამკურნალო საკურორტო კომპლექსის დაგეგმარება და მშენებლობა, რომელიც მას კიდევ უფრო პოპულარულ კურორტად აქცევს.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება