ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ქობულეთი

ქობულეთი

 
  ქობულეთი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ტურისტებს იზიდავს მისი საყოველთაოდ ცნობილი წვრილქვიშიანი, მრავალკილომეტრიანი პლაჟი, რომელიც მოსახერხებელია მზის აბაზანების მისაღებად. ქობულეთი გამორჩეულია თავისი რბილი სუბტროპიკული ჰავით, იონიზირებული ზღვის ჰაერით, მცხუნვარე მზითა და თბილი ზღვით. წვრილქვიშიანი ფართო პლაჟი დამრეცად ეშვება ზღვისკენ. რბილი, ტენიანი, სუბტროპიკული კლიმატი რეკომენდირებულია არა მარტო დასვენებისთვის, არამედ სამკურნალოდაც, რადგან დადებითად მოქმედებს ქრონიკული და გულსისხლძარღვთა პათოლოგიებით დაავადებულთათვის. კურორტი ცნობილია ზღვისპირა პარკით სადაც მრავლადაა სპორტული მოედნები, საზაფხულო კაფე–ბარები, ბუნგალოები და დისკო–ბარები. ქობულეთში მრავლადაა როგორც მაღალი დონის სასტუმროები, ასევე საოჯახო სასტუმროები სადაც შედარებით იაფად შეიძლება დაისვენოთ. კურორტიდან 12 კმ. -ის მოშორებით, ურეკსა და ქობულეთს შორის, მდებარეობს ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეიძლება გაერთოს. კარგია დიდებისთვისაც რადგან აქ ექსტრემის მოყვარულთათვის საკმაოდ კარგი ატრაქციონებია. ქობულეთთან ახლოსაა კინტრიშის დაცული ტერიტორია და მტირალას ეროვნული პარკი, რომლებიც მდიდარია ადგილობრივი ფლორით და ფაუნით. დაცულ ტერიტორიებზე შესაძლებელია საწყლოსნო, ეკოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. გახსნილია ვიზიტორთა ცენტრები და ტურისტული მარშრუტები.

 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 


 უკან დაბრუნება