ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
სვანეთი

სვანეთი

 
  სვანეთი მიმზიდველია ტურისტებისათვის მთელი წლის განმავლობაში, რადგან მსოფლიოში ძნელად მოიძებნება ისეთი კურორტი, სადაც უძველესი კულტურა, უნიკალური არქიტექტურა, ულამაზესი ბუნება და თანამედროვე სათხილამურო ინფრასტრუქტურა ერწყმის ერთმანეთს. აქაურობა შესანიშნავია როგორც ზამთრის გართობისათვის, ისე იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და შთამბეჭდავი ბუნების სანახავად. სვანეთში სამთო-სათხილამურო სპორტის განვითარების პერსპექტივას მისი ბუნებრივი ლანდშაფტი იძლევა. თბილისიდან სვანეთის რაიონულ ცენტრი – მესტია 500 კმ.-ია, შესაძლებელია გადაფრენაც (მაქს. 70 წუთი). მესტიიდან 8 კილომეტრის მოშორებით ტყით შემოსაზღვრულ ზონაში მდებარეობს ჰაწვალის სათხილამურო საშუალო და საშუალოზე რთული რამოდენიმე ტრასა. I-ტრასის სიგრძე 1900 მეტრია, საშუალოზე რთულია (წითელი). II-ტრასის სიგრძე 2565 მეტრია, საშუალო სირთულის (ლურჯი). მოყვარული მოთხილამურეებისთვის კიდევ ორი 400 და 450 მეტრიანი მარტივი ტრასებია. საბაგირო გზის ზედა სადგური ზურულდი 2347 მეტრია ზღვის დონიდან, ხოლო საბაზისო სადგური ჰაწვალი 1865 მეტრი.
დაწყებულია და 2015 წელს დასრულდება თეთნულდის ტრასის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ საქართველოში ყველაზე გრძელ სასრიალო ტრასას და დამსვენებლებს შევთავაზებთ ყველაზე ხანგრძლივ სათხილამურო სეზონს მაისის ბოლომდე. შესაძლებელი იქნება საქართველოში ყველაზე დიდი სიმაღლიდან დაშვება. გაკეთდება 20-ზე მეტისვადასხვა სირთულის სათხილამურო ტრასა და 6 საბაგირო გზა. წინასწარი გათვლებით ერთდროულად 4 000-ზე მეტ ადამიანს შეეძლება სრიალი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება