ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ბათუმი

ბათუმი

 
  ბათუმში ჰავა ნოტიო - სუბტროპიკულია, იცის თბილი ზაფხული. ზღვის ტემპერატურა ზაფხულში 23-24°C. ზღვის ნაკლები სიმლაშე (1,8%), მთისა და ზღვის ჰაერის ეფექტური შერწყმა ჰქმნის კარგ საკურორტო პირობებს. სანაპირო ზოლში კარგად არის გამოხატული ზღვის ბრიზები, რის გამოც სიცხე ნაკლებად შეიგრძნობა. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მეტრზე, თბილისიდან 350 კმ-ში. ავტომანქანით ბათუმამდე 4-5 საათია საჭირო, ასევე შეიძლება გაემგზავროთ ჩქაროსნული ან ღამის მატარებლით. ბათუმში არის საერთაშორისო აეროპორტი რომელის ქალაქის სამხრეთით 2 კმ-ში მდებარეობს. ქალაქს, ისევე როგორ მთელ რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო ნავსადგური, ის წარმოადგენს სატრანსპორტო ხაზს, რომელიც აერთებს ევროპას აზიასთან და პირიქით. საზღვაო სეზონის დასაწყისად შეიძლება მაისის თვე მივიჩნიოთ, რომელიც სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. მზიანი, ცხელი ამინდები შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟბით უამრავ დამსვენებელს იზიდავს. ზაფხულში აქ ტურიზმის თითქმის ყველა სახეობით შეიძლება დაკავდეთ. ბათუმის ზღვისპირა ბულვარში ფეხით ან ველოსიპედით გასეირნება საუკეთესო აქტივობად შეიძლება ჩაითვალოს. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბულვარია, რომლის საერთო სიგრძე 7 კილომეტრს აღემატება. ბულვარის ულამაზესი ღირსშესანიშნაობა ფრანგული შადრევანი, ფერადი კაშკაშა განათება, სასიამოვნო მუსიკა, ლაზერული ცეკვის სამგანზომილებიანი წარმოდგენა და შადრევნის უნიკალური დიზაინი, მაყურებელს "მოცეკვავე წყლის" ილუზიას უქმნის. ბულვარში მრავალი ორიგინალური ქანდაკებაა, მათ შორის აღსანიშნავია სიყვარულის ძეგლი - ალი და ნინოს ქანდაკება, რომელიც ყოველ 10 წუთში ერწყმის ერთმანეთს. არ შეიძლება ბათუმში იყოთ და არ ესტუმროთ დელფინარიუმს, რომელიც დღეში სამჯერ ფანტასტიკურ შოუს წარმოგიდგენთ. განუმეორებელი შოუ 30-მდე ნომერს გთავაზობთ დელფინების შესრულებით, ყველაზე აქტიურ მაყურებელს შეუძლია საკუთარი ძალები დელფინარიუმის მწრთვნელის ამპლუაში მოსინჯოს. მსურველებს ცალკე აუზში დელფინებთან ცურვის (15 წთ.) ანუ ინტერაქტივის შესაძლებლობაც ეძლევათ. ზღვასთან ერთად ქალაქის სტუმრებს შეუძლიათ გაერთონ ეკო ტურიზმის ნაირსახეობებით. შესაძლებელია დაცული ტერიტორიების მონახულება, ფრინველებზე დაკვირვება, ჰაიკინგის, კემპინგის, კლდეზე ცოცვის, ღვინის დაყენების და არყის გამოხდის შესწავლა, სამკურნალო და მინერალური წყლების დაგემოვნება. ბათუმში არის ბოტანიკურ ბაღი, სადაც განსაკუთრებული სიმყუდროვითა და ბუნებით გამორჩეული პლაჟი მდებარეობს. იმ ადგილს, სადაც ბოტანიკური ბაღია გაშენებული ”მწვანე კონცხი” ქვია. შთამბეჭდავია ზღვის ხედი, რომელიც ბოტანიკური ბაღიდან იშლება მოგზაურის წინაშე, თუმცა არანაკლებ ემოციას იწვევს ნავში მჯდომ მნახველში ბოტანიკური ბაღის ხედი ზღვიდან. არ არსებობს წელიწადის დრო, როცა ბოტანიკური ხელოვნების ამ შედევრში რაიმე არ ჰყვავის. განსკუთრებით მომხიბლავია იგი გვიან გაზაფხულზე, ზაფხულში და ადრე შემოდგომაზე, როცა ეგზოტიკური მცენარეები მორიგეობით იფეთქებენ ხოლმე ფერადი ყვავილებით და თავიანთ სურნელში გაახვევენ მთელს კონცხს. აქ მსოფლიოს ეგზოტიკური მცენარეთა 5,000 სახეობას შეხვდებით. მისი ფართობი 111 ჰექტარია. ამ ჯადოსნურ ბაღში ერთნაირად კარგად ხარობს როგორც კანარის ფინიკის პალმა, ასევე იაპონური საკურაც. დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს აქ გაზრდილი 1200 ჯიშის ვარდი. ზაფხულის განმავლობაში ბათუმი ქვეყნის კულტურული ცენტრი ხდება. ევროპული ტიპის ღია მოედნებზე უამრავი საერთაშორისო დონის კონცერტი და ფესტივალი ტარდება. ბოლო წლებში ბათუმში ინტენსიურად მიმდინარეობს თანამედრო სასტუმროებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ქალაქს ტურისტებისთვის.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება