ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ბაკურიანი

ბაკურიანი

 
  ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო ცენტრია. იგი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს, თბილისიდან 180 კმ-ის დაშორებით. ბაკურიანისათვის დამახასიათებელია გრძელი თოვლიანი ზამთარი – დეკემბრიდან მარტამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7°. თოვლის საფარი საშუალოდ 64 სმ. სისქისაა. მზის ნათების ხანგრძლივობა საშუალოდ – 2052 საათია წელიწადში. მისი კლიმატი და რელიეფი იდეალურია სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისათვის. აქ პირველი მოთხილამურეები 1932 წელს გამოჩნდნენ. 1970-1980 წლებში ბაკურიანი იყო საბჭოთა კავშირის სამთო-სათხილამურო ოლიმპიური ნაკრების საწვრთნელი ბაზა. 2005 წელს ბაკურიანი წარდგენილი იყო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად. ბაკურიანში შესანიშნავი პირობებია სამთო სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის. აქ რთული, ადვილი და საშუალო სირთულის 16 სათხილამურო ტრასაა, როგორც დამწყებთათვის, ისე მოყვარული და პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის. ბაკურიანის მშვენება – კოხტაგორას მთა ზღვის დონიდან 2155,4 მეტრზე მდებარეობს. კარგ ამინდში, როცა ცა მოწმენდილია, კოხტაგორას მწვერვალიდან მთელი კავკასიონი მოჩანს. აქ რთული და საშუალო სირთულის ტრასებია (2 შავი და 1 წითელი), რომლებიც მწვერვალიდან მარჯვენა და მარცხენა მხარეს ეშვებიან; სამივე გზა საბაგირო გზის შუა ბაქანზე (1895,2 მ.) ერთდება და იწყება მარტივი (ლურჯი) მონაკვეთი, სადაც დამწყები და მოყვარული მოთხილამურეები სრიალებენ. დიდველზე მარტივი და საშუალო სირთულის ტრასებია, რომელთა სიგრძე 3800 მეტრია. ქვედა ტრასა 20-100 მეტრში სამად - 1 მარტივ და 2 საშუალო სირთულის ტრასებად იყოფა. კოხტა 2 (ტატრა) სათხილამურო ტრასა საშუალო სირთულისაა (წითელი), მაგრამ ბორცვებიანია, მისი სიგრძე 1800 მეტრია. ამავე მთაზე მარტივი (ლურჯი) ტრასაა. უკანასკნელი გრძელი და საშუალო სირთულის ტრასის ბოლო მონაკვეთია. 25-იანის სახელით ცნობილი მარტივი სათხილამურო ტრასები ძველ, 25 მეტრიან ტრამპლინთან ახლოს მდებარეობს და დამწყები მოთხილამურეებისა და ბავშვების საყვარელი სასრიალო და საციგაო ადგილია. პარკი ბაკურიანის ცენტრშია და დამსვენებელთათვის მოხერხებული მისადგომია. აქ ორი მოკლე ტრასაა 1 მარტივი (ლურჯი) და 1 რთული (შავი). ზამთრის სეზონზე ბაკურიანში თანაბრად ერთობიან ბავშვიანი ოჯახები და პროფესიონალი მოთხილამურეებიც, რომელთათვისაც ბაკურიანში ერთ-ერთი საუკეთესო რთული სათხილამურო ტრასებია.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1


 უკან დაბრუნება