ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
გუდაური

გუდაური

  
  გუდაური  სამთო-სათხილამურო კურორტია კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან  2196 მ სიმაღლეზე. თოვლის საფარი ნოემბრის თვიდან მაისის თვის ჩათვლით აღინიშნება. აქ ამინდი მზიანი და წყნარია. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში -6° -7° არის. დეკემბერ - აპრილში თოვლის სისქე 2 მეტრს აღწევს. მისი ინფრასტრუქტურა 1986 წლიდან არსებობს. პირველი კეთილმოწყობილი სასტუმრო გუდაურში 1988 წელს აშენდა, ამავე პერიოდში შეიქნა პირველი საბაგირო გზა (Dopelmayer), რამაც განაპირობა კურორტის შემდგომი განვითარება. საბაგირო გზის ქვედა სადგური ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა 3307 მეტრ სიმაღლეზეა. სასრიალო ტრასების რაოდენობა 22 - ს შეადგენს, მათი საერთო სიგრძე კი 57 კმ - ია. ტრასები ყოველ ღამით იტკეპნება სპეციალური ტექნიკით. მათი 20% განკუთვნილია პროფესიონალი მოსრიალეებისთვის, ხოლო 80% მოყვარულთათვის. რაც შეეხება საბაგიროს, მას ერთდროულად 11 000 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. თუ სპორტის ისეთი ექსტრემალური სახეობების მოყვარული ხართ, როგორიცაა ჰელისკი და ფრირაიდი, მაშინ თქვენს მოთხოვნებს გუდაური აუცილებლად დააკმაყოფილებს. სტანდარტული თხილამურების, სნოუბორდინგის, ჰელისკისა და ფრირაიდის გარდა, იქ პარაპლანით და დელტაპლანით ფრენაცაა შესაძლებელი. სრიალი ვერტმფრენიდან (Heliskiing) - შესაძლებელია 3800 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. გუდაურის მთავარი ღირსება არასტანდარტული, გაუკვალავი ადგილებია. პროფესიონალი მოთხილამურეები უზრუნველყოფილნი არიან სლამომით, გიგანტური-სლამომით და სუპერ-სლამომით, რომელთაც მინიჭებული აქვთ FIS სერთიფიკატი. სათხილამურო ტრასები მსოფლიო სტანდარტების დონეზე მოწყობილი. დონეთა სხვაობა მერყეობს 1000 მეტრის ფარგლებში. გუდაურში მოქმედებს სამთო-სათხილამურო სკოლა ბავშვებისათვის. შესაძლებელია ადგილზე ინსტრუქტორის და აღჭურვილობის დაქირავება.
  არანაკლებ საინტერესოა გუდაური ზაფხულში. გრილი მთის ჰაერი, ხელუხლებელი ბუნება, საფეხმავლო, საცხენოსნო და ველობილიკები, ექსკურსიები ვერტმფრენით, თევზაობა მთის მდინარეებზე, რაფტინგი და ა.შ. ზაფხულშიც მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1


 უკან დაბრუნება