ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ფშავ-ხევსურეთი

მღვიმეები და კანიონები

 
ტური: მღვიმეები და კანიონები.
სახეობა: ვიკენდ ტური.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა:  2 დღე.

კვება: სამჯერადი.

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტები : სათაფლიის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე, გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონი, ოკაცეს (გორდი) კანიონი, ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი.

სანახავი ობიექტები : სათაფლიის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე, გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონი, ოკაცეს (გორდი) კანიონი, ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი.
ტურის პროგრამა :
I დღე

დილით ადრე თბილისიდან გამგზავრება, რიკოთის უღელტეხილზე გადასვლისას ისაუზმებთ. დაახლობით 4 საათიანი მგზავრობის შემდეგ მოინახულებთ სათაფლიის მღვიმეს და გავემგზავრებით წყალტუბოს მიმართულებით, მოუნახულებთ პრომეთის მღვიმეს, ისადილებთ და დაბინავდებით სასტუმროში. საღამოს ვახშამი და თავისუფალი დრო.

II დღე

დილით საუზმის შემდეგ გაემგზავრებით მარტვილის მიმართულებით, ნახავთ გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონს, შემდეგ დაბრუნდებით უკან და მოინახულებთ ოკაცეს (გორდი) კანიონს დადიანების ტყე-პარკის გავლით, შემდეგ პიკნიკი ბუნებაში, მოინახულებთ ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერს. სურვილის და დროის ქონის შემთხვევაში შეძლებელია ჩანჩქერის სათავეზე ასვლა (საფეხმავლო). საღამოს დაბრუნდებით თბილისში, გზაზე შეისვენებთ და ივახშმებთ.
 

  სათაფლია-კარსტული მღვიმეების ჯგუფია, განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, უნიკალური კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, ველური ფუტკრის საბინადრო გარემო, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება. მღვიმე რომელსაც ვიზიტორები ათვალიერებენ ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან, რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. მღვიმეში შესულებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ თვალწინ, დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებს ქმნიან. ერთ-ერთ დარბაზში ჭერზე არსებული ნაღვენთები გამჭვირვალე ფერისაა, ამიტომაც მას ”გამჭვირვალე დარბაზი” ეწოდა. შემდეგ დარბაზში სტალაქტიტების ზრდის პროცესი შეწყვეტილია. ამიტომ ამ დარბაზს ”ნაღვენთების გაქვავებული ბაღის” სახელით მოიხსენიებენ. ბოლოსკენ მდებარეობს გუმბათოვანი დარბაზი, რომლის ცენტრში გრანდიოზული ნაღვენთებია. მათგან ერთ-ერთი სტალაგმიტის აგებულებას გულის ფორმას ადარებენ, მისი სიმაღლე 3 მეტრს აღემატება, ხოლო გარშემოწერილობა 12 მეტრია. სტალაგმიტზე ჭერიდან მუდმივად ეწვეთება კალციტებით მდიდარი წყალი. დარბაზს ,,გულის დარბაზი“ ეწოდება, რომლის მარჯვენა მხარეს პატარა ტბაა. სათაფლიას მღვიმეში ზამთრა-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა + 14C°. ბილიკის სიგრძე კი 309 მ-ია.

  პრომეთეს მღვიმე ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს, მიწისქვეშა მდინარეებს, მიწისქვშა ტბებს. ეს მღვიმე სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. საექსკურსიო მონაკვეთი შედგება 6 დარბაზისაგან. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია. მღვიმეს ორი გასასვლელი აქვს: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.
 

  ოკაცეს კანიონამდე მისასვლელად ვიზიტორებმა ჯერ დადიანების მიერ მე-19 საუკუნეში გაშენებული ტყე-პარკში მოწყობილი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიარონ. აღნიშნული ბილიკი მთის კონცხზე მდებარე გამშვებ პუნქტთან სრულდება. ამის შემდეგ დაახლოებით 300 საფეხურიანი ლითონის კიბეებით გზა კიდული ბილიკებისაკენ მიდის, რომელიც კლდეშია მოწყობილი, მისი სიგრძე დაახლობით 800 მეტრია. აქედან 550მ. კანიონზე და ტყეზე გამავალია, 250მ. კი კლდეზე დაკიდული ბილიკია. დაკიდებული ბილიკის ბოლოს პანორამული გადასახედია. ულამაზესია მდინარე ოკაცეს ხეობაც. იგი ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადია. იწყება ასხის კარსტულ მასივზე, თვალწარმტაც 50 მეტრიან ჩანჩქერად ეშვება კინჩხის ტაფობში და ვიწრო კანიონის ფსკერზე გავლით სოფ. გელავერის ახლოს ერთვის მდ. ცხენისწყალს. მისი სიგრძე 14კმ-ია. კანიონის სიგანე ზოგან 3-6 მეტრია, ზოგან 15-20 მეტრი, სიღრმე 20-დან 100მ-მდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე ჩანჩქერი. გორდის სიახლოვეს ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული. ერთ-ერთი მათგანია ,,ბოგა“. კანიონის იშვიათი სილამაზის შეგრძნება კიდე უფრო მძაფრდება, როცა ,,ბოგაზე“ შედგებით. ოკაცეს კანიონი ბუნების ძეგლადაა აღიარებული, თუმცა თმამად შეიძლება მას ბუნების შედევრიც ვუწოდოთ.

  ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერი მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივიდან სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს ქმნის. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.თუ მდინარეს დაბლა დაუყვებით კლდო­ვან მა­სივ­ში-კანიონში აღმოჩნდებით, რომლის ძირში რძისფრად აქაფებული ოკაცე მიედინება. ალაგ-ალაგ ოკა­ცე პა­ტა­რა ტბებს ქმნის. კანიონში ჩამხედავს შიშთან ერთად კანიონის მომაჯადოებელი სილამაზეც იტაცებს. ჩანჩქერი ბუნების მიერ შექმნილი ზღაპრული სანახაობა, რომელს მსგავსაც ადამიანი იშვიათად შეხვდება.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება