ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ჯიპ ტური

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები

 

ტური: ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები (1 დღიანი)

სახეობა: ჯიპ ტური, სათავგადასავლო.

სატრანსპოტო საშუალება: ჯიპი.

ხანგრძლივობა: 1 დღე

კვება: სამჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით .

სანახავი ობიექტები: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია (აუცილებელია რეგისტრაციის გამო), ვიზიტორთა დარბაზი, დაცული ტერიტორიის ულამაზესი ხედები, სამონადირეო მეურნეობა ,,დალის მთა“, დალის მთის წყალსაცავი (ტბა), ტახტი-თეფას ტალახის ვულკანები.

ტურის პროგრამა:

დილით ადრე გასვლა კახეთის მიმართულებით, ჩახვალთ დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გავლით რეგისტრაციას, დაათვალიერებთ ვიზიტორთა ცენტრს, ისაუზმებთ და გაუყვებით ტახტი-თეფას ტალახის ვულკანების ბილიკს, რომელიც 110 კილომეტრია და საშუალო სირთულისაა. გაივლით სამონადირეო მეურნეობას, სადაც უამრავი გარეული ცხოველი და ფრინველი ბინადრობს (შესაძლებელია მათზე დაკვირვება). შემდეგ ინახულებთ დალის მთას და დალის მთის წყალსაცავს, რომელშიც მოშენებულია თევზი (შესაძლებელია თევზაობა), განაგძობთ გზას და მდელოზე უცებ გამოჩნდა რაღაც თეთრი, რომ მივუახლოვდებით უცნაური რამეს ნახავთ: პატარპატარა ბორცვებია და შიგნით ტალახი თუხთუხებს. ეს ტახტი-ტეფას ვულკანებია. ძალიან ლამაზი ადგილია. ისაუზმებთ და დაბრუნდებით დედოფლისწყაროსკენ, შემდეგ განაგრძობთ გზას თბილისისკენ. გზაზე შეისვენებთ და ივახშმებთ.

დალის მთის წყალსაცავი (დალის ტბა) —გაშენებულია მდინარე ივრის ქვემო დინებაში, ქალაქ დედოფლისწყაროდან დაახლოებით 30 კილომეტრში. სანაპირო ხაზი მეტწილად უსწორმასწოროა. მდინარე იორიდან მიყვანილია ჭაჭუნის არხი, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1992 წელს. წყალსაცავში მოშენებულია თევზი. ტბის სიახლოვეს მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე აღმართულია დალის მთა. წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“. ძუძუმწოვრებიდან ბინადრობს ნუტრია, ენოტი, ენოტისებრი ძაღლი, მგელი, კურდღელი, ტურა, მელა, გარეული ღორი. ბევრია ფრინველი, მათ შორის: კაკაბი, ხოხობი, რუხი იხვი, გარეული იხვი, მწყერი, მელოტა, წყლის ქათამი, ტყის ქათამი, ქედანი, გვრიტი და სხვ. თევზებიდან მნიშვნელოვანია: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვ.

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული. აქ ნახავთ პატარ–პატარა ტალახის ვულკანებს, რომლებიც სავარაუდოდ სამკურნალო მინერალებს შეიცავს, თუმცა ჯერ–ჯერობით მეცნიერების მიერ გამოკვლეული და შესწავლილი არაა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება