ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
პარაპლანი

პარაპლანი

 
პარაპლანით ფრენას განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები არ სჭირდება, საჭიროა სურვილი და მონდომება. პარაგლაიდინგი პოპულარულია ძირითადად მაღალ მთიან ქვეყნებში და საქართველოს ამ მხრივ ძალზედ დიდი პოტენციალი გააჩნია. პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის­თვის დამწყებთათვის საუკეთესო ად­გი­ლია თბი­ლი­სის ზღვას­თან და ქალაქ რუსთავის მიდამოებში, პროფესიონალებს საშუალება აქვთ, საქართველოს მთებიდან, კერძოდ სვანეთში (მესტია), ყაზბეგში, თუშეთში, რაჭაში და გუადურში (ზამთარში საუკეთესოა) დაეშვნენ. ფრე­ნა შე­იძ­ლე­ბა ბათუმში, ქო­ბუ­ლეთ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ბოლნისში, ასე­ვე სიღ­ნაღ­ში- ალაზ­ნის ველ­ზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მოყვარულები ფრენას გამოცდილ მფრინავთან ერთად განახორცილებენ. ფრენის წინ უტარდებათ ინსტრუქტაჟი. უმეტესად ფრენის განგრძლივობა დამოკიდებულია საფრენ ამინდზე. თუ ფრენის განსახორციებლად საკმარისი ქარი არ არის, შეიძლება ფრენა არც თუ ისეთი საინტერესოა და მცირე ხნიანი აღმოჩნდეს, მაგრამ თუ ამინდი ხელსაყრელია , მაშინ ფრენა ტანდემში და სოლო შეიძება გაგრძელდეს ერთ საათამდე და მეტიც კი! საუკეთესო დროს კი აპრილი-ივლისი წარმოადგენს. დამწყები და საშუალოდ მცოდნე მფრინავებისთვის, წესებისა და მანევრირების შესასწავლად აუცილებელია ტანდემური ფრენა ინ­სტრუქ­ტორ­თან ერ­თად. პილოტს ფრენის დროს შეუძლია ადვილად ელაპარაკოს მგზავრს და აუხსნას, როგორ მართოს პარაპლანი. თუ მგზავრი გამოთქვამს სურვილს, პილოტს შეუძლია ნება დართოს მას, თვითონ მართოს პარაპლანი. თქვენ შეგიძლიათ წამოიღოთ თქვენი კამერა ვიდეოს გადასაღებად და ეს დღე თქვენთვის დაუვიწყარი გახდება.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება