ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ჯომარდობა

ჯომარდობა

 
ტური: მდინარე მტკვარი-არმაზის ხეობა მცხეთაში.
დაშვების დაწყების ადგილი: ქალაქი მცხეთა (შიომღვიმის მხრიდან). დაშვების დასრულების ადგილი: ქალაქი მცხეთა (მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავი). მდინარის სირთულე: I-II კატეგორია. დისტანცია: 10 კმ. დაშვების ხანგრძლივობა: 1 სთ. და 30 წთ.
ტური: მდინარე არაგვი-მთიულეთი.
დაშვების დაწყების ადგილი: ფასანაური. მდინარის სირთულე: 15 მაისიდან 15 ივნისამდე III კატეგორია. 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე II-III კატეგორია. დისტანცია სტარტიდან ფინიშამდე: 15 კმ. დაშვების ხანგრძლივობა: 1 სთ. 50 წთ.
ტური: მდინარე არაგვი-ფშავი.
დაშვების დაწყების ადგილი: სოფელი მაღაროსკარი. მდინარის სირთულე: 15 მაისიდან 15 ივნისამდე III კატეგორია. 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე II კატეგორია. კატეგორია. დისტანცია: 17 კმ. დაშვების ხანგრძლივობა: 1 სთ. და 50 წთ.
ტური: მდინარე მტკვარი-ბორჯომის ხეობა.
დაშვების დაწყების ადგილი: სოფელი ჭითახევი. მდინარის სირთულე: 15 მაისიდან 15 ივნისამდე III-IV კატეგორია. 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე II-III კატეგორია. დისტანცია: 10 კმ. დაშვების ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წთ.
 
ჯომარდობა ანუ რაფტინგი არის აქტიური დასვენების სახე, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. ნავის სიგრძე იცვლება 3.5 მ-დან 6 მ-მდე, და სიგანე 1.8 მ-დამ 2.5 მ-მდე. ნავში ჯდება 4 დან 20 ადამიანამდე. ყველაზე პოპულარული 6-8 ადგილიანი ნავებია. არსებობს ერთადგილიანი ნავები, რომლებიც შეიძლება იყოს 1.5 მ. სიგრძის. ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ პროფესიონალი ინსტრუქტორის 15 წუთიანი ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მინაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ. ყველა მონაწილეს ურიგდება (აუცილებელია) სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. ნავში აუცილებლად იმყოფება ერთი პროფესიონალი კაიაკერ-გამყოლი, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე. საჯომარდო ტურების განხორციელება შესაძლებელია მდინარეებზე: მტკვარი, არაგვი, რიონი,ცხენისწყალი, თერგი, ენგური, კოდორი. მდინარეები სირთულის მიხედვით კატეგორიებად იყოფა. ეს დამოკიდებულია მდინარის წყალუხვობაზე, დინების სიჩქარეზე, ჩქერებზე, მორევებზე, ლოდების და მორების რაოდენობაზე და მრავალ სხვა ფაქტორზე. I კატეგორია – მარტივი მდინარე ჩქერებისა და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება (მტკვარი მცხეთასთან ახლოს). II კატეგორია – სწრაფი მდინარე სხვადასხვა წინააღმდეგობებით (საშუალო სიდიდის ქვები), საჭიროა მანევრირება (არაგვი ზაფხულში). III კატეგორია – სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები, საჭიროა კარგი მანევრირება (არაგვი გაზაფხულზე, მტკვარი, რიონი). ამ კატეგორიაზე გადასვლისათვის წინა კატეგორიების გამოცდილების მიღების შემდეგაა შესაძლებელი. IV კატეგორია – ძლიერი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). ამ კატეგორიის გავლის შემდეგ ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება. V კატეგორია – დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა შეგვხვდეს ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის, საჭიროა პროფესიული გამოცდილება (ენგურის, თერგის, მტკვრისა და რიონის გარკვეული მონაკვეთები). VI კატეგორია – საქართველოში VI კატეგორიის რამდენიმე მდინარეა (თერგი, ენგური, რიონი), სადაც დაშვება ძალიან სარისკოა და სიცოცხლისთვის საშიშ საფრთხეებს შეიცავს. ამ რთული მარშრუტის გავლის შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ. განსაკუთრებული ექსტრემის მოყვარულთათვის ზაფხულის თვეების სავსე მთვარის პერიოდში შესაძლებელია ღამის ჯომარდი მთვარის შუქზე. 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება