ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
საცხენოსნო ტური

შავი კლდეების ტბა (3 დღიანი)

 

ტური: შავი კლდეების ტბა (3 დღიანი)

სახეობა: საცხენოსნო, სათავგადასავლო.

სატრანსპოტო საშუალება: ლაგოდეხამდე ავტომანქანა, შემდეგ ცხენი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: სურვილისამებრ.

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტები: ეს ბილიკი (48 კმ, საშუალო სირთულის) საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენოთ კარვებში და იქირაოთ შესაბამისი აღჭურვილობა. დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ტურისტულ თავშესაფარში 16 ადგილია.
 

I დღე :

  დილით ადრე გამგზავრება ლაგოდეხის მიმართულებით, შემდეგ დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან გამგზავრება ტურისტულ თავშესაფრამდე. მანძილი - 11.5 კმ, გამგზავრებიდან 10-15 წთ-ში გზად რცხილნარის უნიკალური კორომი შეგხვდებათ (400-600 მ.), რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა. 30-40 წთ-ში გადავკვეთ მდ. ,,ლაგოდეხის ხევს”. 20-30 წთ.-ში შევდივართ ახალგაზრდა წმინდა რცხილნარში, რომელიც წიფლნარი ტყის ქარქცევის (1933) შედეგად წარმოიშვა. 15-30 წთ-ში შევხვდებით კახეთის ლოკალურ ენდემს - ,,მრგვალი წამალას“ რომელიც ადრე გაზაფხულზე ყვავის და როგორც იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნებში. 30 წთ-ში მივადგებით ქედის დასაწყისს, ხელუხლებელ წმინდა წიფლნარის კორომში. 1 სთ-ში ავდივართ სერზე 1300 მ. სიმაღლეზე და გაუყვებით ,,ქოჩალოს ქედს”, სადაც ჩრდილოეთის მხარეს შეგვიძლია ვიხილოთ წიფლნარის ტყე, ხოლო სამხრეთ აღმოსავლეთით შერეული, ფართო ფოთლოვანი ტყე. 2 სთ-ში აღმოჩნდებით სუბალპურ სარტყელში - მაღალმთის ნეკერჩხლის მეჩხერ კორომში. 1 სთ-ში იხილავთ ტურისტულ თავშესაფარს ,,მეტეოს”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

II დღე :

  გადაადგილება ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და უკან. მანძილი - 25 კმ. გზას ვაგრძელებთ ქოჩალოს ქედზე. 1 სთ-ში ავდივართ ტყის ზედა საზღვარზე ალპურ ზონაში, საიდანაც ვიზიტორს ეძლევა შესაძლებლობა დააფიქსიროს იშვიათი ჩლიქოსანი ცხოველები კერძოდ: ირემი, არჩვი, ჯიხვი. ასევე ფრინველები როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. 1 სთ-ში ავდივართ უღელტეხილზე ე.წ. ,,დემიდოვის ნაშლებზე”, რომელიც ჯიხვების სამფლობელოდ არის ცნობილი. 1 სთ-ში აღმოვჩნდებით ალპურ მდელოებზე შედარებით ვაკე ადგილებზე, რომლებიც ჯიხვების საძოვრებს წარმოადგენენ. მომდევმო 40 წთ-ში შეგვხვდება გამყინვარების დროინდელი პატარ-პატარა ტბები და ჯადოსნური ბუნების მიერ მოქარგული ჭაობები. 30 წთ-ში ჩვენ წინ გადაიშლება შავი კლდეების ტბა. აღნიშნულ ტურზე ვიზიტორის თვალწინ იცვლება ზღაპრული ბუნება 400 - დან 3500 მ. სიმაღლემდე, ხოლო ფრთხილად სიარულის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა შეხვდეს ცხოველთა სამყაროს იშვიათ წარმომადგენლებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს ანუ რუსეთის ფედერაციას შორის.

III დღე :

  გამგზავრება ტურისტული თავშესაფრიდან უკან ადმინისტრაციულ ცენტრში (მანძილი - 11.5 კმ.) და დაბრუნება თბილისში.
 
 
 
 
 
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება