ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ლაშქრობა

ომალო-შატილი (დაქუეხის ბილიკი)

 
 

ტური: ომალო-შატილი (დაქუეხის ბილიკი).

სახეობა: საფეხმავლო, საცხენოსნო, სათავგადასავლო.

სატრანსპოტო საშუალება: ჯიპი, შემდეგ საფეხმავლო ან ცხენი.

ხანგრძლივობა: 6 დღე.

კვება: სურვილისამებრ.

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

ტურის პროგრამა: თბილისიდან ომალოში ჩასვლა, დასვენება და ღამისთევა. საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელ ომალოდან და ძირითადად მიუყვება დართლოსაკენ მიმავალ სამანქანო გზას. გზა ადის პირიქით-გომეწრის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე და შემდგომ პირიქითა ხეობაში ეშვება. დართლოდან გზა პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირს მიუყვება. გირევის შემდეგ საფეხმავლო ბილიკი გადის ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე და მდინარის სათავეებამდე ადის. შემდეგ ბილიკი აწუნთის უღელტეხილზე გადადის, რომელიც ხევსურეთისა და თუშეთის გასაყარზე მდებარეობს და მისი გავლით ვიზიტორი ხვდება ხევსურეთში. მარშრუტი მთავრდება პირიქითა ხევსურეთის სოფელ შატილში, საიდანაც შესაძლებელია ავტოტრანსპორტით თბილისში ჩასვლა.

საფეხმავლო მარშრუტის სავარაუდო განრიგი:

დღე 1: სოფელი ომალო - სოფელი დართლო, 18 კმ, ღამის გათევა შესაძლებელია როგორც სოფელ დართლოს საოჯახო სასტუმროებში, ასევე კარავში;

დღე 2: სოფელი დართლო - სოფელი გირევი. 13.5 კმ, ღამის გათევა კარავში;

დღე 3: სოფელი გირევი - ქვახიდი. 16.5 კმ, ღამის გათევა კარავში;

დღე 4: ქვახიდი - ხიდოთანი, ღამის გათევა კარავში;

დღე 5: ხიდოთანი - მუცო, ღამის გათევა კარავში;

დღე 6: სოფელი მუცო - შატილი.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება