ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
2 დღიანი

ღვინის ტური (2 დღიანი)

ტური: ღვინის ტური (2 დღიანი)

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპოტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 2 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით .

სანახავი ობიექტები: სიღნაღი, ბოდბის დედათა მონასტერი, გრემი, ყვარლის გვირაბი, ალავერდი,იყალთო, ერეკლე II -ის სასახლე, წინანდლის სახლ-მუზეუმი და მარანი.

ტურის პროგრამა :

I დღე

გასვლა თბილისიდან სიღნაღის მიმართულებით, ბოდბის დედათა მონასტრის დათვალიერება, გასეირნება სიღნაღში, სადილი, გააგრძელებთ გზას ყვარლის მიმართულებით, დაათვალიერებთ გრემს, შემდეგ ყვარლის გვირაბს - კახური ღვინის დაგემოვნება, ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის ცხობა, მწვადის შეწვა. საღამოს ტრადიციული კახური სუფრა და დაბინავება ყვარელში სასტუმროში.

II დღე

საუზმის შემდეგ ალავერდის მონასტრის და იყალთოს დათვალიერება, განაგრძობთ გზას თელავის მიმართულებით - დაათვალიერებთ ერეკლე II -ის სასახლეს და თელავს, შემდეგ წინანდლის სახლ-მუზეუმის დათვალიერება, ღვინის დეგუსტაცია და სადილი. საღამოს დაბრუნდებით თბილისში.
 

  სიღნაღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული ქალაქია. აქ შეილება ნახოთ ისტორიული ადგილები, ეკლესიები, ძველი არქიტექტურა, მუზეუმები, ქართული ფერწერის ნიმუშები, ულამაზესი ხედები. აქედან ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, შორიდან ჩანს დათოვლილი კავკასიონი. სიღნაღის ღირსშესანიშნავი ადგილებია ქორწინების სახლი და რამდენიმე მუზეუმი. ქორწინების სახლი XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული. გარდა ქორწინების სახლისა მასში “ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი” და დიდი ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის მუზეუმია. სიღნაღში არის ცნობილი კომპოზიტორის სანდრო მირიანაშვილის სახლ-მუზეუმი და არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც შუა საუკუნეების მასალა არის დაცული. ამ მუზეუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას XIX-XX საუკუნეთა მსოფლიოს უდიდესი თვითნასწავლი მხატვრის ნიკო ფიროსმანიშვილის უნიკალური ფერწერული კოლექცია წარმოადგენს. აქ ხშირად იმართება სხვა გამოჩენილი ქართველი თუ უცხოლი მხატვართა ნამუშევრების გამოფენები.

  ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერი და კახეთის საეპისკოპოსო ცენტრი სიღნაღთან ახლოს მდებარეობს. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში შედის წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი, სამრეკლო და მონაზონთა სენაკები, აგრეთვე წმინდა ნინოს წყარო, რომელსაც მორწმუნეები სამკურნალო თვისებებს ანიჭებენ. მონასტრის ერთ-ერთ სიწმიდეს წარმოადგენს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. მონასტრის ტერიტორიიდან ულამაზესი ხედია კავკასიონზე, მთლიანად ჩანს ალაზნის გაშლილი ველი, რომელზედაც ვაზია გაშენებული. ასევე მოჩანს სხვა მონასტრის კომპლექსები, როგორიცაა ალავერდი და სხვ.
 

  გრემი - XVI საუკუნის კახეთის დედაქალაქია, იმდროინდელი საქართველოს ყველაზე ძლიერი და განვითარებული სვაჭრო ცენტრი იყო. აქ დაწურული ღვინო და აბრეშუმი ვაჭრობის ძირითადი საქონელი იყო. ქალაქში განლაგებული იყო ეკლესიები, ქარვასლა, აბანოები. აქ გადიოდა მთავარი სავაჭრო გზა ირანისკენ. თავის დროზე ძლევამოსილი ქალაქი 1616 წელს შაჰ-აბას I ააოხრა. ძველი გრემისაგან შემორჩენილი იყო მხოლოდ გალავანი, სამრეკლო-კოშკი და მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი. 2011 წელს გრემის ციხე-ქალაქს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, აღდგა მცირე ტაძრები, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე იყო შემორჩენილი, რესტავრირებულია სასახლე კოშკში, მეფეთა დარბაზი, განახლდა გრემის ნაქალაქარის ისტორიული სავაჭრო უბანი, აშენდა მუზეუმი სადაც ნაჩვენებია ქალაქის ისტორია. აქ ჩასულ მნახველს სრული შთაბეჭდილება ეექმნება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.

  ყვარლის გვირაბი უნიკალური ღვინის საცავია, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. აქ მთელი წლის მანძილზე ბუნებრივი ტემპერატურა 12-14 გრადუსია. ეს ტემპერატურა იდეალურია ღვინის შენახვისა და დაძველებისათვის. გვირაბში წარმოდგენილია ორი მთავარი და 13 მათი დამაკავშირებელი 500 მეტრიანი გვირაბი. მათი საერთო სიგრძე 7,7 კმ-ია. აქ შეგიძლიათ ქართული ჯიშის ყურძნიდან დაწურული ევროპული და კახური ქვევრის ღვინოს დააგემოვნა, ჩურჩხლებეის ამოვლება, თონეში პურის ჩაკვრა. ამის გარდა აქვეა, წისქვილი, საკალმახე, არყის სახდელი და გვირაბის თავზე რესტორანი.
 
 

  ალვერდის ტაძარი და სამონსატრო კომპლექსი ალაზნის ველზე მდებარეობს. მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა საქართველოში მოღვაწე ცამეტ ასურელი მამათაგან ერთ-ერთმა იოსებ ალავერდელმა. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული. ის ერთ-ერთი მაღალი ეკლესიაა (50 მ-მდე). ალავერდი უძველესი მონასტრის თანამედროვედ მოწყობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში: ძველში გამართული უახლესი მარნებით, სამკითხველოთი, სიძველეთსაცავით, მეურნეობით. აღსანიშნავია აქ არსებული უძველესი მარანი. ამ მარნის რეაბილიტაციით XI-XII საუკუნე გაახალგაზრდავდა და XXI საუკუნე დაბერდა, წარსული თანამედროვეობას შეუერთდა და მათ შორის არსებული ზღვარი წაიშალა. მარანში ღვინო იწურება, როგორც ტრადიციული ძველი ქართული, ასევე ევროპული მეთოდით.

  იყალთოს მონასტერი და აკადემია იყალთოს მონასტერი დაარსებულია VI ს-ში ასურელი მამის ზენონის მიერ. XI-XII საუკუნეების გამოჩენილი ისტორიული მოღვაწის, დავით აღმაშენებლის მასწავლებლის- არსენ იყალთოელის მიერ დაარსდა იყალთოს აკადემია. აკადემიის სტუდენტები სწავლობდნენ ფილოსოფიას, რიტორიკას, მატემატიკას, აგრონომიას.ა ქ მიიღო განათლება დიდმა ქართველი პოეტმა და მოაზროვნემ შოთა რუსთაველმა. იყალთოს აკადემიამ დიდხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს საგანმანათლებლო საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასმა იყალთოს აკადემია გადაწვა და მან არსებობა შეწყვიტა. ბოლო წლებში მოხდა იყალთოს რესტავრაცია, მას პირვანდელი სახე დაუბრუნდა. გაიწმინდა ტაძრის ფასადი, გადაიხურა სამონასტრო კომპლექსის სამივე ეკლესია. მიწის საფრის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა უძველესი ნაგებობების ნაშთები, მათშორის კიდევ ერთი უძველესი მარანი და მოხდა მათი კონსერვაცია.

  ერეკლე II სასახლე იგივე „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ მეფე ერეკლე II რეზიდენცია იყო მოთავსებული. სასახლე ირანული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს. ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და სამხატვრო გალერიაა განთავსებული. მეფის ერეკლე II-ისა და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის წარმომადგენელთა მემორიალურ ნივთებთან ერთად დაცულია ნუმიზმატიკის, ადრეფეოდალური და გვიანი შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა. სამხატვრო გალერიაში გამოფენილია უცხოელი და ქართველი მხატვრების საინტერსო ნამუშევრები.
 
  წინანდლის მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში. კომპლექსი 4 ნაწილისაგან შედგება: სახლ–მუზეუმი, პარკი, სასტუმრო (საგამოფენო) ცენტრი და ენოთეკა (ღვინის ქარხანა და მარანი). სახლ-მუზეუმში თავმოყრილია პოეტის ცხოვრება-შემოქმედების და იმ დროინდელი ეპოქის მასალები. დეკორატიული პარკში უამრავი ეგზოტიკური მცენარეა გაშენებული. განახლებულ საგამოფენო დარბაზებში ცნობილი ქართველ და უცხოელ მხატვართა გამოფენები იმართაბა, მათ შორის პაბლო პიკასოსა და პიტ მონდრიანის ნამუშევრები იყო გამოფენილი. განსაკუთრებულია აქ არსებული მარანი სადაც იდეალური ბუნებრივი პირობებია სამარკო ღვინოების დაძველებისათვის. აქ ინახება როგორც ქართული, ასევე ევროპული ღვინოების უნიკალური კოლექცია. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ბოთლში პირველად ჩამოსხმული 1839 წლის მოსავლის საფერავი იხილოს; ამას გარდა აქ 16 500 ბოთლი 70 დასახელების ღვინო ინახება. ენოთეკა 11 ოქროს მედლით არის დაჯილდოვებული.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება