ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
1 დღიანი

ღვინის ტური (1 დღიანი)

ტური: ღვინის ტური (1 დღიანი)

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპოტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 1 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით .

სანახავი ობიექტები: ბოდბის დედათამოსატერი, სიღნაღი, სიღნაღის მუზეუმი, საოჯახო მარანი სოფელ ველისციხეში.

ტურის პროგრამა : გასვლა თბილისიდან სიღნაღის მიმართულებით, ბოდბის დედათა მონასტრის დათვალიერება, პიკნიკი, გზის გაგრძელება სიღნაღის მიმართულებით, გასეირნება სიღნაღში, დაათვალიერებთ სიღნაღის მუზეუმს, შემდეგ გზის გაგრძელება ველისციხისკენ და საოჯახო მარნის დათვალიერება, მიიღებთ მონაწილეობას რთველში და ღვინის დაწურვაში (სეზონურია), შემდეგ ჩურჩხლებეის ამოვლება, თონეში პურის ჩაკვრა, სადილი საოჯახო მარანში და თბილისში დაბრუნება.
 
  ბოდბის სამონასტრო კომპლექსი - ქალაქ სიღნაღთან ახლოს მდებარეობს. მონასტრის შესასვლელში დიდი სამრეკლო და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია. სწორედ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი და მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა წმინდანის საფლავზე დიდებული ეკლესია ააგო და გაამშვენა. მონასტრის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია, მონასტრის ეზოში წმინდა ნინოს წყარო მდებარეობს . მორწმუნეები აქ ყოველდღე მოდიან და წყაროში ჩასვლის შემდეგ სულიერად და ფიზიკურად განიკურნებიან. 2010 წელს მონასტერში წმინდა ნინოს სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობა დაიწყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ მონასტერს კიდე ერთი ტაძარი შეემატება.
 
  სიღნაღი განსაკუთრებული ქალაქია თავისი მდებარეობით და არქიქექტურით, ლამაზი სახლებით, მოჩუქურთმებული აივნებით, ძველი ეკლესიის ზარებით, მარნებით და სარდაფებით. ერეკლე II მიერ ორი საუკუნის წინათ ქალაქად გამოცხადებული სიღნაღი მთის კონცხიდან ამაყად გადაჰყურებს ალაზნის ველს, შორს მოჩანს ნისლით შებურვილი დათოვლილი კავკასიონი. ქალაქი საქართველოს ტურისტული მარშუტის მნიშვნელოვანი ნაწილია. ულამაზესი ქალაქი გულგრილს არავის ტოვებს და ყველა მისი მნახველი სამშობლოში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ბრუნდება.
 
 
 

  სიღნაღის მუზეუმი - ქალაქის ცენტრში დგას, სადაც ქართული ცივილიზაციის ნაშთები ინახება. მუზეუმი სიღნაღში ჩამოსულმა სტუმარმა აუცილებლად უნდა ნახოს, მისი მნახველი აუცილებლად გააცნობიერებს თუ როგორი კულტურის ქვეყანას სტუმრობს. მუზეუმში გამოფენილია კახეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი ნივთები, ეთნოგრაფიული ექსპონანტები, მონეტების და ქსოვილების მდიდარი კოლექცია, მეღვინეობის კულტურის უძველესი ნიმუშები. აღსანიშნავია სიღნაღის მუზეუმის სახვითი ხელოვნების გალერეა, რომელსაც უემოციოთ ვერავინ ტოვებს, აქ ფიროსმანის მუდმივ მოქმედი გამოფენაა, სადაც 14 ორიგინალია წარმოდგენილი. მუზეუმი 1950 წელს გაიხსნა, 2006 წელს გაარემონტეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აქვე შეიძლება დაცული ექსპონანტების ასლების შეძენა.

  მარანი - ღვინის დასაყენებელი და შესანახი ნაგებობა. მარნის მოწყობა და არქიტექტურა საქართველოს კუთხეების მიხედვით იცვლება, ხალხურმა ტრადიციამ საქართველოში დღემდე შემოინახა სხვადასხვა ტიპის მარნები. დღესაც განსაკუთრებულ პატივისცემად ითვლება სტუმრის მარანში მიღება. საქართველოში მარანი არა მხოლოდ ღვინის დასაყენებელი და შესანახი სათავსო იყო, არამედ წმინდა ადგილიც. მარანში იყო ხატის დასაბრძანებელი ნიში, სადაც ძირითადად წმ. გიორგის ხატი ესვენა. მარნისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები იყო: ბუხარი, დედაბოძი, საწნეხელი და ქვევრი. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ მეთოდს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება