ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
გურია

გურიის ტური

 
ტური:  გურიის ტური
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპოტო საშუალება:  მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 2 დღე

კვება:  ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით .
სანახავი ობიექტები: ჯიხეთის დედათა მონასტერი (XIX ს.), ჯუმათის მონასტერი(XVI-XVIIს.), ლიხაურის ეკლესია (XII ს.), შემოქმედის მონასტერი (XV-XVI სს.) და უდაბნოს მონასტერი(IV ს.).
ტურის პროგრამა:
I დღე

  დილით ადრე თბილისიდან გამგზავრება, რიკოთის უღელტეხილზე გადასვლისას ისაუზმებთ. დაახლოებით 5 საათიანი მგზავრობის შემდეგ მოინახულებთ ჯიხეთის მონასტერს (XIX.), ჯიხეთის შემდეგ კი ეწვევით ჯუმათის მონასტერს. საღამოს ვახშამი და სასტუმროში დაბინავება.

II დღე

  დილით საუზმის შემდეგ მოინახულებთ ლიხაურის ეკლესიას, შემდეგ შემოქმედის მონასტერს და უდაბნოს მონასტერს. საღამოს თბილისში დაბრუნება, გზაზე შეჩერდებით და ივახშმებთ.

 
  ჯიხეთის დედათა მონასტერი - გურიის ულამაზეს ბუნებაში სამების მთაზეა აშენებული. მონასტრის ისტორიული წყაროებიდან ვგებულობთ, თუ რა მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ გურიის მონასტრის დედებს ათონის სახელგანთქმულ იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ სამება-ჯიხეთის მონასტერს, ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. ამ დროს არის ჩამოტანილი ზეთის ხილის ხე რომელიც დღესაც ძალიან ბევრს ისხამს. ჯიხეთის მონასტერის ეზოში მოწყობილია სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს. აღსანიშნავი, რომ მონასტერს დაარსების დღიდან დღემდე არ შეუწყვეტია ფუნქციონირება.
 

  ჯუმათის მონასტერი - გურიის მთების ერთ-ერთ მაღალ ქედზე მდებარეობს. მონასტერი მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელზეა აგებული. დღეისათვის მონასტრის ტერიტორიაზე სამი მოქმედი ტაძარია. აღსანიშნავია მონასტრის სამრეკლო, რომელიც განთქმული იყო თავისი ჟღერადობით. გადმოცემის თანახმად, მისი ზარების ხმა ზუგდიდში, ოზურგეთსა და ქუთაისშიც კი ისმოდა. მონასტრიდან ულამაზესი ხედი იშლება კოლხეთის დაბლობზე. მზიან ამინდში ჯუმათის მონასტრის ეს ჯადოსნური პანორამა უფრო მკაფიოდ და ნათლად იკვეთება. ჯუმათის ეკლესია სიძველეთაგან გამორჩეული ყოფილა წმ. გიორგის, მიქაელისა და გაბრიელის ხატები. საბჭოთა რეჟიმის დასაწყისში ტაძარი გაუძარცვავთ. აქაური ხატების ნაწილები ნიუ-იორკის მეტროპოლოტენ მუზეუმში, ფინეთის, სანკ-პეტერბურგის, მოსკოვისა და თბილისის მუზეუმებშია დაცული.

  ლიხაურის ეკლესია მდებარეობს სოფ. ლიხაურში, რომელიც საუკეთესოდ ითვლება გურიაში ჰავით, მდებარეობით, ძველი კარგად დაცული ციხით, ეკლესიებითა და მათში შემონახული სიძველით. ასე აღწერდა თავის დაბადების ადგილს ქართველთა განძის მცველი და წმინდანი ექვთიმე თაყაიშვილი. ტაძარი დარბაზული ნაგებობაა, რომელმაც ჩვენს დრომდე ძალზე გადაკეთებული სახით მოაღწია. ლიხაურის ტაძარში ინახებოდა: XI საუკუნეში დამზადებული მაცხოვრის ოქროს ხატი, XVII-XVIII საუკუნეების ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის სასწაულმოქმედი ხატი, ტაძრის ოთხთავის სახარება, რომელიც ხუცურით იყო დაწერილი ტყავზე და სასწაულებრივად გადაურჩა კომუნისტებს. ბოლო წლებში დაიწყო ტაძრის აღდგენა რეკონსტრუქცია.
 
  შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში. იყო დრო, როცა ეკლესია წარმოადგენდა გურია–სამეგრელოს ეპარქიას. შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატკი. დედათა მონასტერს მფარველობს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც მონასტერში ასვენია. აქ ინახებოდა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი, რომელიც ერთ-ერთ უძველესი ხატია საქართველოში. შემოქმედის მონასტერი არამარტო გურიაში, მთელ საქართველოში ერთ-ერთ მდიდარ მონასტრად ითვლებოდა. ის იყო გურიის მთავართა სამარხი ადგილი. 1995 წლიდან მონასტერი აღადგინეს და მოქმედი გახდა.
 
  უდაბნოს მონასტერი ერთ-ერთი ძველია გურიაში. იგი ორ ეკლესიას მოიცავდა. კლდეში გამოკვეთილი იყო ბერების სენაკები და ეკლესია, რის გამოც მას გურიის ვარძიას უწოდებდნენ. ერთი ეკლესია კლდეშია ნაკვეთი, რაც შეეხება მეორე ეკლესიას - ის იყო თლილი ქვისგან ნაგები, უგუმბათო, დარბაზული ტიპის. მონასტერს მდიდარი წიგნსაცავი ჰქონდა, სადაც ძველი ქართული ხელნაწერები ინახებოდა. საბჭოთა პერიოდის დასაწყისში, გურიის სხვა ტაძრების მსგავსად უდაბნოს მონასტერიც გაიძარცვა. გაძარცვის შედეგად განადგურდა ხელნაწერები, წიგნები, ხატები. გადარჩა მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის ვერცხლით მოჭედილი ხატი, რომელიც ამჟამად მონასტერში ინახება.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება