ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
თუშეთი

თუშეთის ტური

ტური: თუშეთი

სახეობა: ჯიპ ტური, სათავგადასავლო.

სატრანსპორტო საშუალება: ჯიპი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: სამჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტები: თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სოფლები და ნასოფლარები: ომალო, შენაქო, დიკლო, კესელოს კოშკები, დართლო, კავალო, ფარსმა, გირევი, დოჭუ, ილიურთა.

ტურის პროგრამა:

I დღე:

დილით ადრე გასვლა კახეთის მიმართულებით, აბანოს უღელტეხილზე საუზმე, ჩახვალთ ომალოში, დაბინავდებით საოჯახო სასტუმროში, ისადილებთ, შემდეგ ინახულებთ გაღმა ხევსურეთს: შენაქოს და დიკლოს, დაბრუნდებით ომალოში. საღამოს თუშური ვახშამი.

II დღე:

დილით საუზმე, მოივლით ძველი ომალოს, კესელოს კოშკებს და მუზეუმს, შემდეგ გადახვალთ პირიქითა თუშეთში, ნახავთ სოფელ დართლოს, ისადილებთ, ნახავთ კვავალოს, ფარსმას და გირევს (ხშირად სამანქანო გზა მიუვალია), დაბრუნება ომალოში, ვახშამი.

III დღე:

დილით ადრე საუზმე, შემდეგ გასვლა გომეწრის ალაზნის ხეობაში. ნახვთ სოფლებს: დოჭუს და ილიურთას (ხშირად სამანქანო გზა მიუვალია). გზად ისადილებთ და ომალოს გავლით დაბრუნდებით თბილისში. გზაზე ივახშმებთ.
 
  ომალო თუშეთის ცენტრად ითვლება, სოფელი ზღვის დონიდან 1880 მეტრზე მდებარეობს, არსებობს ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალოდან, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში, ხალხმა დაიწყო დაბლა ჩამოსვლა და ვაკე ადგილას დასახელება, რის შედეგდაც, ამ დასახლებას ახალი ომალო ეწოდა. ეს კუთხე ნამდვილი სამოთხეა ფოტომოყვარულებისა და უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელთათვის. გარდა ბუნებისა და სტუმართმოყვარე ხალხისა, თუშეთი ცნობილია თავისი ფოლკლორით, სპეციფიკური სამზარეულოთ, ლუდით, ტრადიციული ცხოვრების წესით, ისტორიით, ლეგენდად ქცეული გმირებით, არქიტექტურით და მრავალი სხვა ღირშესანიშნაობით.
 
 
shenaqo  შენაქო მდებარეობს პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2080 მეტრზე. სოფლის გარშემო სათიბები და უნიკალური ფიჭვის ტყეებია, საიდანაც საოცარი სივრცული ხედების ნახვა შეიძლება. სოფლის ცენტრში XIX საუკუნის მოქმედი ტაძარი – შენაქოს სამების ეკლესია დგას. ტაძარი კარგადაა შეხამებული ადგილობრივ გარემოსთან. შენაქოში, როგორც ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნის ციხე-კოშკები, რომლებმაც მოგვიანებით დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და ახალი ტიპის აივნიანმა სახლებმა შეცვალეს.
 
 
 
diklo  დიკლო ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურით, ორნამენტებიანი სახლებით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი. სოფელ დიკლოსთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე, რომელსაც თუშეთის ისტორიაში თავისი ადგილი უჭირავს. ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ დიკლოს გმირულ ამბავს 16 გმირ მებრძოლზე, რომლებმაც დიდი ხნით დაიცვეს სოფელი. დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. სოფელთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებია, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. აქვე ახლოსაა სასაზღვრო გამშვები პუნქტიც, სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალუირ ტერიტორია.
 
keselo  კესელო ციხე-სოფელს წარმოადგენს. სახლების რაოდენობა ადრე აქ ორ ათეულამდე ყოფილა. დღესდღეობით შემორჩენილია 7 კოშკი, რომლებიც ვულკანური წარმოშობის ფიქალი ქვითაა ნაგები. სოფელში ორი სალოცავი ნიშაა და ლუდის სახარში შენობა, რაც იმაზეე მიუთითებს რომ ეს სოფელი მნიშვნელოვანი დასახლება ყოფილა თუშებისათვის. კესელოს ერთ-ერთ კოშკში მოთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია თუშური სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, საბრძოლო იარაღები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
 
 
 
  dartlo
  დართლო თუშეთის ულამაზესი სოფელია. საცხოვრებელის განვითარების ევოლუცია თვალსაჩინოდაა ასახული დართლოს არქიტექტურაში. სოფელში შემორჩენილია პირამიდული სახურავიანი ორი კოშკი, ერთ მათგანზე მიდგმულია ციხე-სახლი, ხოლო მეორეზე - აივნიანი სახლი. დართლოს ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობათაგანია დართლოს საბჭეო – ტრადიციული სასამართლო, რომელიც აღდგენილი იქნა 2010 წელს. ის სოფლის განაპირას მდებარეობს და შედგება თორმეტი ქვის სკამისაგან (თორმეტი მსაჯულისათვის), რომელიც განლაგებულია ნახევარმთვარისებურად. აქვე არის ორი ქვა - მოსარჩლისა და მოპასუხისათვის. ისინი ამ ქვებთან იჩოქებდნენ და ასე იცავდნენ თავიანთ სიმართლეს. ასევე დაჩოქილები ისმენდნენ მოსამართლეთა განაჩენს, რომლის დაუმორჩილებლობა ღვთის ნების წინაშე წასვლას უტოლდებო და ამიტომ აქ გადაწყვეტილი განაჩენის მორჩილება აუცილებელი იყო ყველასათვის. თუშები მას არასოდეს არ არღვევდნენ. დართლოში მაღლა - მაკრატელას გადასასვლელზე „თუშთა პარლამენტია’’. ესაა ადგილი, სადაც ოთხივე თემის 3-3 უხუცესი იკრიბებოდა სამსჯელოდ და გადაწყვეტილების მისაღებად. სწორედ აქ სწვევიათ თუშებს მეფე ერეკლე დამხმარე ჯარის სათხოვნელად.
 
  კვავლო მდებარეობს დართლოდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ის მთის თხემზე შეფენილი, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, კვავალი მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.. სოფელი განთქმულია განსხვავებული არქიტექტურით- პირამიდული სახურავიანი კოშკებით. უბნები ერთმანეთთან დაკავშირებულია ქვის ბილიკებით. კვავალოდან თუ ზემოთ აჰყვებით დიდხევის ხეობას თქვენ კავკასიონის ქედის ულამაზესი ხედს ნახავთ.
 
 
 
 
parsma  ფარსმაში ძირითადად ნასახლარებია. იგი პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, გზის პირას ბორცვებზეა განლაგებული. XVIII საუკუნის საარქივო ჩანაწერების მიხედვით, ფარსმა პირიქითას თემის ცენტრალური სოფელია. ფარსმაში წმინდა თევდორეს ხატია - საკულტო ძეგლი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აგებულია გვიან შუასაუკუნეებში. სოფელს თანდათან უბრუნდება მოსახლეობა (აქ პატარა საოჯახო სატუმროცაა), გადმოცემის თანახმად, ნასახლარი, რომელსაც საფუძველი შიგნიდან ენგრევა, დაწყევლილია და იქაურებიც ასეთ ნასახლარზე არ აშენებენ თავიდან, რადგამ მათი რწმენით, ფუძემ, რომელმაც ოჯახი არ გაახარა, არც მათ გაახარებთ და ამიტომ სხვა ადგილზე იგივე ტრადიციულ ახალ სახლს აშენებენ.
 
  გირევის ციხე-სიმაგრე მდებარეობს ისტორიულ თუშეთში. თუშეთის ეს ადგილი ცნობილია ხელუხლებელი ბუნებით და ძველი კოშკებით. გირევიდან დასავლეთით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს ხუთსართულიანი კოშკი (4.2X3.9 მ, სიმაღლე 18.3მ), ზემოთ შევიწროებულია, ნაგებია ფიქალით, წყობა მშრალია. მეორე კოშკი კი სამხრეთით მდებარეობს. ორივე კოშკი რესტარვაცია-აღდგენას მოითხოვს. სოფელი ხშირად მასპინძლობს უცხოელ ტურისტებს, რომლებიც ფეხით ხევსურეთში გადადიან ან პირიქით იქედან გადმოდიან ომალოს მიმართულებით.
 
 
 
dochu  დოჭუს უნიკალური ციხე კოშკები და ნასახლარები, მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. სოფელი ცოტა ხნის წინ, ნასოფლარად ითვლებოდა დღეისთვის იქ რამდენიმე ოჯახია ჩასული და ნასახლარების აღდგენა აქვთ დაწყებული. ეს სოფელი გომეწრის ხეობაში ყველაზე კარგადაა შემონახული, აქ ზოგან სამსართულიანი სახლებიც დგას. დოჭუში სახლები ფიქალითაა დახურული, ველურ ბუნებასთან შერწყმული ვულკანური წარმოშობის ქვებისგან აგებული კოშკებისა და სახლების თავდაპირველი სახით აღდგენა განსაკუთრებულ ხიბლს მატებს სოფელს. სოფლის შუაგულში ტურისტებისთვის პატარა ოჯახური სასტუმრცაა.
 
 
iliurta  ილიურთა პირაქეთა თუშეთში მდებარეობს, სოფლის შუაგულში მე-19 საუკუნის ეკლესია. ეკლესიაში უნიკალური წიგნები და ნივთებია იყო შენახული, რომლებსაც ადგილობრივები თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. ხშირად ილურთა ცუდი გზის გამო მანქანისთვის მიუვალი ხდება, აქ მხოლოდ ცხენით და ფეხით შეიძლება გადაადგილება. სოფელი მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და სამუდამოდ რჩება მათ ულამაზეს მოგონებებში...
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება