ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ფშავ-ხევსურეთი

ფშავ-ხევსურეთის ტური

ტური: ფშავ-ხევსურეთი

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: ჯიპი, მიკრო-ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 2 დღე.

კვება: ორჯერადი.

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტები: ჟინვალის წყალსაცავი, ვაჟა ფშაველას სახლ-მუზეუმი, შატილი, მუცო, ანატორის აკლდამები, არდოტი.

ტურის პროგრამა:

I დღე

  თბილისიდან გასვლა შატილის მიმართუოლებით, შეჩერება ჟინვალის წყალსაცავთან, ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დათვალიერება, დათვისჯვრის უღელტეხილზე პიკნიკი, შატილში ჩასვლა დაბინავება და დათვალიერება. საღამოს ვახშამი.

II დღე

  საუზმე საოჯახო სასტუმროში და გამგზავრება მუცოსკენ, გზად ანატორის აკლდამების დათვალიერება, მუცოზე ასვლა, არდოტის დათვალიერება, დაბრუნებისას შატილში პიკნიკი და თბილისში დაბრუნება.
 

  ჟინვალის წყალსაცავი მდებარეობს მდინარე არაგვის შუა წელში. ის 102 მ. სიმაღლის მიწის კაშხალით ხელოვნურადაა შეგუბებული. მასში ჩამდინარე მდინარეებია ფშავის და მთიულეთის არაგვი, გამომდინარე მდინარეა არაგვი, რომელიც მცხეთასთან ერთვის მტკვარს. ჟინვალი კომპლექსური წყალსაცავია - გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ამავე დროს ამარაგებს თბილისს სასმელი წყლით, რაც ხორციელდება 42კმ-იანი 5,5მ დიამეტრისმქონე გვირაბით. წყალსაცავი ქსპლუატაციაში 1985 წელს შევიდა. წყლით დაფარვის დროს წყლისქვეშ მოექცა უძველესი ნაქალაქარი, მრავალი ისტორიული ძეგლი, რომელთა გამოკვლევა არქეოლოგებმა ბოლომდე ვერ მოსწრეს. როდესაც ზამთარში წყლის დონე დაიწევს წყლით დაფარული ეკლესის გუმბათი ჩნდება, არის პერიოდი, როცა ეკლესია მთლიანად გამოჩნდება. ამ დროს იქ პარაკლისს იხდიან და წირვას ატარებენ. დიდი ხნის წინათ წყლით დაფარული ეკლესია ჯერაც არ დანგრეულა, რაც ადამიანებს ღვთის რწმენას უძლიერებს.

  ჩარგალში მდებარეობს დიდი ქართველი კლასიკოსის, პოეტის და მწერალის ვაჟა-ფშაველას (1861-1915) სახლ-მუზეუმი. იგი 1961 წელს დაარსდა. სახლ-მუზეუმში დაცულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები. მუზეუმის ფონდში 2000-ზე მეტი ექსპონანტია დაცული. 1987 წელს, მწერლის დაბადების 125 წლისთავზე, მოხდა მუზეუმის რეკონსტრუქცია და აშენდა მუზეუმის საგამოფენო შენობა, ოთხი საგამოფენო დარბაზით და ერთი ფონდსაცავით. მიუხედავად ხალხის დიდი სიყვარულისა და დაფასებისა მწერალი ყოველთვის ცდილობდა რომ ჭეშმარიტ ფშაველად დარჩენილიყო და ფშაველებისგან არ გამორჩეულიყო. სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, თესავდა, მკიდა, უვლიდა საქონელს... ვაჟა-ფშაველა და მისი შემოქმედება ქართველი ერის სიამაყეა, მისი შემოქმედება გამორჩეულად უყვარს ხალხს. ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

  შატილამდე გზას ხუთი-ექვსი საათი მაინც სჭირდება, აქ ამოსულს გრძელი გზაც გავიწყდება და დაღლაც. შატილში სულ სხვა საქართველო გხვდებათ: ზურმუხტისფერი მთებით, კამკამა ლურჯი ცით, რძისფერი ღრუბლებით, მთებსა და კლდეებს შორის მოქცეული ხევსურული კოშკებითა და სოფლებით, უფრო სწორად, ნასოფლარებით. ციხე-ქალაქი შატილი შუა საუკუნეებში (X-XI სს) აუშენებიათ. მის გასაშენებლად სტრატეგიული ადგილია შერჩეული. ციხე-ქალაქის კოშკები და ბრტყელ სახურავიანი სახლები ერთდროულად პირუტყვის სადგომიც იყო, საცხოვრებელიც და თავდაცვითი ნაგებობაც. შატილი ერთი მთლიანი ქვა-ციხეა: ციხე-ქალაქის პირველ სახლში შესულ ადამიანს შეეძლო ოჯახ-ოჯახ სოფლის თავში ისე ასულიყო, რომ გარედან ის ვერავინ დაინახა. შატილი, ძველი ქართული სამშენებლო ხელოვნების არქიტექტურული ძეგლია.
mutso  მუცო - უძველესი და ულამაზესი ნასახლარია არაჩვეულებრივი არქიტექტურით, გარდა ციხე-კოშკებისა მუცო თავისი მკაცრი და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა, გარშემო ულამაზესი მთის პეიზაჟით და ქვემოთ მდინარე არღუნით. მუცო საუკუნეთა განმავლობაში დაუმარცხებელი ციხესიმაგრე იყო. ის ისეთ მიუდგომელ, კლდოვან მთაზეა განლაგებული, შორიდან კლდეზე შეზრდილი ჰგონია მნახველს. მუცოს კომპლექსი მეორეა სიდიდით შატილის შემდეგ. გასული საუკუნის 30-იან წლებამდე ჯერ კიდევ დუღდა სიცოცხლე, აქ დაახლოებით 40-მდე ციხე-კოშკი იყო, რომელთაგან რამოდენიმეა შემორჩენილი და ისინიც საფუძვლიანადაა შესაკეთებელი. მუცო ”კლდესა და კლდეს შორის გამომწყვდეული ქვეყანაა” სადაც ხევსურეთის წარსული იმალება, ის დღესაც გმირულად ებრძვის დროს. იგი საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია შეტანილი. მისი რესტავრაცია-აღდგენისთვის მრავალი პროექტი დაიწერა, თუმცა დღემდე არცერთი არ განხორციელდა.
anatori  ანატორი - იდუმალების ბურუსით მოცული სოფელი-აკლდამა, შატილიდან სამ კილომეტრში. უწინ აქ სიცოცხლე დუღდა. ახლა აკლდამები ჰყვებიან გარდასულ ამბებს. სოფელს ჭირი მოსდებია, ერთბაშად ბევრი ხალხი დაუხოცავს. შეშინებული მოსახლეობა თურმე გამოსავალს ეძებდა. მოუძებნიათ კიდეც - როგორც კი დაავადების სიმპტომები გამოაჩნდებოდათ, უსიტყვოდ მიდიოდნენ აკლდამაში (განურჩევლად სქესისა და ასაკისა), კარს ქოლავდნენ, თაროზე წვებოდნენ და ასე ელოდნენ სიკვდილს. მოტივაცია სხვისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იყო. არც ერთ აკლდამას არ აქვს კარი, მხოლოდ სარკმლიდან შეგიძლიათ თვალი შეავლოთ აკლდამების შიგთავსს. ეს აკლდამები გვიამბობს ადამიანების ისტორიას, რომლებმაც სხვისი კეთილდღეობის მიზნით თავის ცოცხლად დამარხვა გადაწყვიტეს. ანატორი ის ადგილია სადაც დრო გაჩერდა. აქ მოსულები სხვა სამყაროში ხვდებინ, თავი ზღაპარში ჰგონიათ, ოღონდ ზღაპარი უნდა ნახოთ, რომ შეიგრძნოთ.
ardoti  არდოტი პირიქითა ხევსურეთში, მდინარე ანდაქსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს და კლდეზე ნაგებ სოფელს წარმოადგენს. არდოტი ქვემოდან თითქმის არ ჩანს. მაღლა უნდა აუყვე და ზემოდან დახედო. სოფელი ზღვის დონიდან 1820 მეტრზე. სოფელში მდებარეობს XIX საუკუნის ეკლესია, ზვიადაურების კოშკი და ღვთისმშობლის ჯვარი. სოფელში უკვე რამდენიმე წელია აღარავინ ცხოვრობს. მხოლოდ მახლობელი სოფლებიდან ქრისტიანული რიტუალების შესასრულებლად იკრიბებიან ზაფხულობით, ძველი ეკლესიის ნანგრევებთან.
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება