ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
სვანეთი

სვანეთის ტური

ტური: 3 დღიანი ტური სვანეთში

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ჯიპი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: სამჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტებია: ენგურჰესის კაშხალი, მესტია,მიხეილ ხერგიანის სახლ - მუზეუმი, მესტიის მჟავე წყლები, უშგული, ლამარიას ღვთისმშობლის ეკლესია, შხარას მთა, ქორულდის და ჩახის (ანგელოზის) ტბები, უშბის მთა, მესტიის ეთოგრაფიული მუზეუმი.

ტურის პროგრამა:

I დღე

  დილით ადრე გასვლა დასავლეთის მიმართულებით, გზად ისაუზმებთ. განაგრძობთ გზას და შეჩერდებით ენგურჰესის კაშხალთან, მესტიაში ჩასულები დაბინავდებით საოჯახო სასტუმროში, ისადილებთ და დაათვალიერებთ მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს, გაისეირნებთ და დააგემოვნებთ მჟავე წყლებს. დაბრუნდებით სასტუმროში და ივახშმებთ.

II დღე

  დილით საუზმის შემდეგ გსვლა უშგულისკენ, უშგულში ჩასულები დაათვალერებთ უშგულს, ლამარიას ღვთისმშობლის ეკლესიას, შემდეგ პიკნიკი და მიხვალთ შხარას ძირამდე. საღამოს დაბრუნდებით სასტუმროში. ბოლოს ვახშამი.

III დღე

  დილით ისაუზმებთ და გაემართებით ქორულდის და ჩახის ტბებისკენ, მიხვალთ უშბას ძირამდე. პიკნიკი. დაბრუნდებით მეესტიაში და დაათვალიერებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. საღამოს თბილისში დაბრუნება და გზაზე ვახშამი.
 
  ენგურჰესის აშენებაზე ფიქრი დიდმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დაწყისში დაიწყო, მან ამ საქმეს 20 წელი შეალია. მისი მცდელობა იმ დროისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. პროექტის მშენებლობა მოგვიანებით 1961 წელს დაიწყო. მთლიანდ ექპლოატაციაში 1978 წელს შევიდა. მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს რკინაბეტონის თაღვანი კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრია, განივი სიგრძე 728, კაშხლის ძირის სიგანე 90-მეტრია, თავის სიგანე 10-მეტრი. ენგურჰესმა 2008 წლამდე გამოიმუშავა 81.5 მილიარდი კვტ.სთ ენერგია.
 
 
 

  მესტია ქართული ხუროთმოძღვრებისა და ეთნოგრაფიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. აქ შეიძლება მეთორმეტე საუკუნეში მოხვდე და თან ისე, რომ თავი არა ზღაპარში, არამედ სინამდვილეში იგრძნო. უძველესი კოშკები და ბუმბერაზი მთები პირველივე წუთიდან ატყვევებს მნახველს. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, აგრეთვე სვანური სახლ-სიმაგრეები, რომელშიც შედის კოშკი და მასზე მიდგმული სახოვრებელი (მაჩუბი). მესტიაში კარგადაა შერწყმული ისტორია და თანამედოვეობა. შენდება ახალი სასტუმროები, ხიდები, გზები. აშენდა ახალი აეროპორტი, რომელიც თვითმფრინავების მიღებას დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლებს. მესტიის ცენტრიდან 7 კმ–ის დაშორებით გაიხსნა სათხილამურო კურორტი ჰაწვალი, სადაც საშუალო და საშუალოზე რთული რამოდენიმე ტრასაა. სვანეთამდე შორი გზაა, მაგრამ ნამდვილად ღირს მისი გავლა. ნათქვამია თუ სვანეთი არ გინახავს, მაშინ საქართველო არ გინახავსო.

khergiani museum  მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზუემი - 1983 წელს გაიხსნა მისი სახელის უკვდავსამყოფად. მამამისი, ბესარიონ ხერგიანი, საბჭოთა კავშირში ერთ–ერთი პირველი და ცნობილი მთამსვლელი იყო. ალპინისტურ სამყაროში ცნობილმა მთამსვლელებმა მიხეილ ხერგიანს „კლდის ვეფხვის“ სახელი ოფიციალურად მიანიჭეს. ლეგენდად ქცეული ხერგიანი სიცოცხლეშივე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელად აღიარეს. მან უშბის ე.წ. სარკის (90 გრადუსიით გადმოხრილი გლუვი კედელი) დალაშქვრა შეძლო. მას შემდეგ ეს მარშრუტი არც ერთ მთასვლელს არ გაუვლია, მხოლოდ ნახევარი გზის გავლა შეძლეს. დღემდე ამ მარშრუტს მიხეილ ხერგიანის მარშრუტი ჰქვია. დღესაც დაუჯერებელია თანამედროვე მთასვლელებისთის თუ როგორ ახერხებდა ურთულესი მარშრუტების ასე სწრაფად გავლას იმ დროინდელი აღჭურვილობით. მუზეუმში ინახება სპორტის საერთაშორისო ოსტატის პირადი ნივთები, სხადასხვა ქვეყნებში მოგზაურობის ამსახველი ფოტო მასალა, ჯილდოები და საჩუქრები.

  უშგული ადგილობრივ დიალექტზე „უშიშარ გულს“ ნიშნავს. თემი მდებარეობს შხარას ძირში, სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებაა. უშგულის თემის ერთ-ერთი სოფელი, ჩაჟაში, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. უშგულში შემორჩენილია ციხე - სახლი, საცხოვრებელი სახლის ყველაზე ადრინდელი ტიპი, რომელიც ერთ შენობაში აერთიანებდა კოშკისა და საცხოვრებელი სახლის ფუნქციებს. აქვეა სახლი კოშკი, რომლებიც IX – XI საუკუეებით თარიღდება. უშგული გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა. სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ნაგებობაა, უმეტესად 4-5 სართულიანია, იშვიათად 6 სართულიანიცაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ, ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. სართულები შიგნით ერთმანეთთან გადასატანი ხის კიბეებითაა დაკავშირებული. კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია.

  უშგულის ლამარია - IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში. ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. ეს ეკლესია სოფლის გარეთ ამაღლებულ ბორცვზე არის აშენებული, ირგვლივ კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული. ტაძარი დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი. ლამარიას ტაძარში უზარმაზარი სანათლავი დგას, როგორც ჩანს, ტაძარი მასზე დააშენეს. XIII საუკუნეში ეკლესია უკანასკნელად მოუხატავთ. ეკლესიაში შემორჩენილია XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
 
 
 
  შხარას მასივის მწვერვალებიდან უმაღლესი თავად შხარაა, რომელიც 5201 მეტრია და ამ მხრივ იგი მხოლოდ იალბუზს ჩამორჩება კავკასიონზე, თუმცა მასზე წარმოუდგენლად რთული დასაძლევია. ის ევროპის ურთულესი მწვერვალია. ტექნიკური სირთულის გარდა მის დალაშქვრას მეტეოროლოგიური პირობებიც ართულებს, რაც აქ ძალიან სპეციფიკურია. შხარაზე მხოლოდ ყველაზე გაბედული და პროფესიონალი მთამსვლელები ადიან. ეს არც იოლად დასაპყრობი მწვერვალია და არც იოლად დასავიწყებელი. მთასვლელები მას "პატარა ჰიმალაის" უწოდებენ. სულ გაკვალულია 10 მარშრუტი, რომელთა უმრავლესობა 5B და 6A კატეგორიისაა (6B მაქსიმუმია). ტექნიკურად ყველაზე რთულ მონაკვეთად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც შხარის მყინვარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში გადის.
  ქორულდის და ჩახის (ანგელოზის) ტბა - მესტიის თავზე მდებარე ულამაზესი ტბებია. ეს ტბები ზღვის დონიდან 2400-2600 მეტრზე მდებარეობს და მის გარშემო კავკასიონის ცამდე აზიდული მთებია. ჩახის ტბას საქართველოს რუკას ჰგავს, ლეგენდის თანახმად, იქ ბანაობა კი, არა ხელის დასველებაც არ შეიძლება, ადგილობრივები წმინდა ტბად მიიჩნევენ. როგორც ამბობენ, ხატებით დატვირთული ტრანსპორტი ჩავარდნილა. ეს პატარა ტბა მესტიიდან 5 კკილომეტრშია ქორულდის ტბებამდე.
 
 
 
 
  უშბა მთასვლელებისთვის ყველაზე საამაყო ორთავა მწვერვალია ცენტრალური კავკასიონის ღერძულა ქედზე, რომელთაგან სამხრეთის მწვერვალი 4710 მეტრია, ჩრდილოეთის კი ათი მეტრით დაბალია. უშბის მწვერვალები განუმეორებელი სილამაზით და მიუდგომლობით მრავალ მთამსვლელსა და ტურისტს იზიდავს. მიშა ხერგიანის მარშრუტი, უშბის სარკეზე, დღემდე ლეგენდად რჩება. უშბის მარშრუტების სირთულე მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაშია შესული. სულ სამხრეთ უშბაზე გავლილია 19 მარშრუტი (მათ შორის 7 – 6 A კატეგორაა), ჩრდილოეთ უშბაზე – 13 (მათგან 4 – 6 A კატეგორიისა). უშბაზე ნამყოფ ადამიანს განსაკუთრებული მოწიწებით მოიხსენიებენ, როგორც ვაჟკაცობისა და სიძლიერის სიმბოლოს.
 
svaneti museum  სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი —1936 წელს დაარსდა. 2013 წელს მუ ­ზე­უ­მს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა ჩაუტარდა. რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ მუ­ზე­უმ­ში მუდ­მი­ვი ექ­ს­პო­ზი­ცი­ის ექ­ვ­სიდარ­ბა­ზია.მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლია არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ნიმუშები. გა­მო­ფე­ნი­ლია IX-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში შექ­მ­ნი­ლი მსოფ­ლიო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ისე­თი შე­დევ­რე­ბი რო­გო­რი­ცაა: ორ­მო­ცი სე­ბას­ტი­ე­ლი მო­წა­მის ხა­ტი, ბი­ზან­ტი­უ­რი ნა­ქარ­გი ხა­ტი, ვე­ნე­ცი­უ­რი ჯვა­რი, თა­მარ მე­ფის მი­ერ შე­წი­რუ­ლი სუ­რა, მო­ხა­ტუ­ლი ხელ­ნა­წე­რის ჩვე­ნამ­დე მოღ­წე­უ­ლი ყვე­ლა­ზე ად­რე­უ­ლი ნი­მუ­ში - ადი­შის ოთხ­თა­ვი (897 წ.), იშხანში 1033 წელს გადაწერილი მესტიის სახარება და სხვა. აღნიშნული ექსპონატები საუკუნეების განმავლობაში სვანეთის ეკლესიებში ინახებოდა.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება