ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
სამეგრელო

სამეგრელოს ტური

  
ტური: სამეგრელოს ტური
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპოტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 2 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.
სანახავი ობიექტებია: მარტვილის მონასტერი (VI-VII ს), დადიანების სასახლე სალხინოში (XIX ს), გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონი, ნოქალაქევისარქეოლოგიური მუზეუმი (ძვ. წ. VIII-VII სს), ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმი (XVIII-XIXს).

I დღე

დილით ადრე გასვლა თბილისიდან, დასავლეთის მიმართულებით. რიკოთის უღელტეხილზე საუზმე ან პიკნიკი. მარტვილში ცასულები მოინახულებთ მარტვილის მონასტერს, დადიანების სასახლეს სალხინოში და დღის მეორე ნახევარში გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონს. საღამოს ვახშმი და ღამისთევა გესთჰაუსში ან სასტუმროში.

II დღე

დილით საუზმე და გაუდგებით გზას ზუგდიდისკენ, გზად ნახავთ ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმს და ზუგდიდში ჩასვლისას ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმს (დადიანების სასახლე), საღამოს ვახშამი და თბილისში დაბრუნება.
 
  მარტვილის მონასტერი—სამონასტრო კომპლექსი მაღალ ბორცვზე მოხერხებულ, გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს, საიდანაც თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძარში შემორჩენილია მე-14, მე-16, და მე-17 საუკუნის ფრესკები. აქ მოღვაწეობდა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი, რომლის იდეებით და ზედამხედველობით აღიზარდა დიდი ქართველი მეფე დავით აღმაშენებლი. არსებობს პატარა სენაკი, სადაც გადმოცემის თანახმად, გიორგი ჭყონდიდელი ამეცადინებდა დავით აღმაშენებელს. მარტვილის მონასტერი მე–19 საუკუნეში სამეგრელოს მთავართა საძვალედ იქცა. აქ არიან დაკრძალულნი სამეგრელოს უკანასკნელი მთავარნი და მისი ოჯახის წევრები.
 
  დადიანების სასახლე სალხინოში - აქ სალხინოდ და სააგარაკოდ ამოდიოდნენ დადიანები. სასახლე სოფელ სალხინოშია. უზარმაზარი ეზო, ბზის ულამაზესი ხეივანი, პატარა ეკლესია და ეზოს შუაგულში წამომართული სასახლე–საოცარ გარემოს ქმნის, ხოლო მისი ბაღი, იშვიათი ჯიშის მცენაარეებიგან შედგება და ულამაზეს განაშენიანებას წარმოადგენს. სასახლის პირველ სართულზე განლაგებული იყო მარანი უზარმაზარი ქვევრით, რომელშიც ადგილობრივი იშვიათი ჯიშის ღვინოს ოჯალეშს აღვინებდნენ. მუხის სვეტებით, ლამაზი ორნამენტებით და მდიდრულად გაფორმებული ბუხარით მორთული სასახლე მთლიანად ამართლებდა თავის სახელს - „სალხინოს“. სასახლე რამოდენიმე წლის წინ აღადგინეს და ახლა საქართველოს საპატრიარქოს რეზიდენციას წარმოადგენს.
 

  გოჭკადილის (გაჭედილის) კანიონი - კანიონში შესვლა და მისი დათვალიერაბა ნავითაა შესაძლებლები. თუ კანიონს ღრმად შეუყვებით უამრავ ჩანჩქერს და მღვიმეს იხილავთ. აქ არის ყველაზე მაღალი ჩანჩქერები რაც კი არსებობს საქართველოში, თანაც ადვილი მისადგომია, შეიძლება ამ ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებაც. ყველა ეს ჩანქერი გამოდის უზარმაზარი მღვიმეებიდან, ამ მღვიმეებში ტბებია და შიგნითვეა ჩანჩქერები. კანიონი ერთ-ერთი უიშვიათესი ადგილია მთელს მსოფლიოში, სადაც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ამ რაოდენობთაა წარმოდგენილი, თანაც აქვეა ძალიან საინტერესო ტყეები, მდინარეში წყალი ფირუზისფერია, საკმაოდ სუფთაა და ყველაზე სეზონზე ძალიან ცივია, არის უამრავი თევზი, ანუ სპორტული თევზაობისთვისაც საინტერესო ადგილია. კანიონი და მთლიანად ხეობა სახელმწიფო ნაკრძალადაა გამოცხადებული.

  ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მათ შორისაა: კერამიკული ქანდაკებები, ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები მდიდრული სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთებით. სავარაუდოდ ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. აღსანიშნავია, რომ პირველი უძველესი ქართული მონეტის – „კოლხური თეთრის“ მოჭრა სწორედ აქ დაიწყეს ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან. მოგვიანებით ნოქალაქევი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII ს. ნოქალაქევში სამუშაოები ბრიტანელ არქეოლოგებთან ერთად უკვე 10 წელია ხორციელდება. ნოქალაქარის მუზუმ ნაკრძალის ფონდებში სულ 4 ათასამდე ექსპონატია დაცული.

 ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. აქ კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმ. მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I- ის ბრინჯაოს ნიღაბი. კოლექციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია დადიანის ბიბლიოთეკა, სადაც ათასობით ხელნაწერი, იშვიათი წიგნი და ნაპოლეონ ბონაპარტის პირადი ბიბლიოთეკიდან წამოღებული ტომებიც ინახება. მუზეუმის აბჯარ-იარაღის კოლექცია 200-ზე მეტ ხმალს, პისტოლეტს, თოფსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი (ბოტანიკური პარკი).
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება