ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
იმერეთი

იმერეთის ტური

 
ტური: იმერეთის ტური
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით. 
სანახავი ობიექტებია: უბისის მონასტერი (IX-X ს), მღვიმევის მონასტერი(XIII ს), კაცხის მონასტერი (X-XI ს) და კაცხის სვეტი (V-VI ს), ბაგრატის ტაძარი (X-XI ს), მოწამეთას ტაძარი (VIII ს), გელათის ტაძარი (XI ს),  სათაფლიის და პრომეთეს მღვიმეები, ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი (ძვ. წ. VI-IV ს).
ტურის პროგრამა: 

I დღე

  გასვლა თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით. პირველი ტაძარი რომელსაც დაათვალიერებთ არის უბისა; პიკნიკი; შემდეგ უკვე გაემართებით ჭიათურისკენ სადაც მოინახულებთ მღვიმევის მონასტერს, კაცხის მონასტერს და უნიკალურ კაცხის სვეტს; შემდეგ გააგრძელებთ გზას ქუთაისისკენ; ვახშამი; ღამისთევა სასტუმროში.
II დღე
  დილით საუზმე; ბაგრატის ტაძრის დათვალერება; დაათვალიერებთ მოწამეთის და გელათის სამონასტრო კომპლექსს; ვახშამი; ღამისთევა სასტუმროში.

III დღე

  დილით საუზმე; შემდეგ დაათვალერებთ სათაფლიის და პრომეთეს მღვიმეებს; უკან დაბრუნებისას შესაძლებელია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალის ნახვა.

 
 უბისა - წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. უბისის ისტორია IX საუკუნიდან იწყება და იგი გრიგოლ ხანძთელის სახელთანაა დაკავშირებული. უბისის ტაძრის მხატვრობამ ქართული ფერწერული სკოლის უნიკალური ნიმუშები შემოგვინახა. ის XIV საუკუნეშია შესრულებული მხატვარ დამიანეს მიერ, რომელიც თავისი დროის დიდი მხატვარი იყო. უბისის მონასტერი კულტურის მნიშვნელოვანი კერა იყო. საუკუნეების განმავლობაში აქ ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.
 
 
 
 მღვიმევის მონასტერი -თავისი მდებარეობით ერთ–ერთი გამორჩეული ძეგლია, მთავარი გამოქვაბული 35 მ-ის სიღრმეზეა შეჭრილი კლდეში. შესავალში მისი სიგანე საშუალოდ 20-22 მ-ს შეადგენს, ხოლო სიღრმეში თანდათან ვიწროვდება. გამოქვაბულის შესავლის აღმოსავლეთ ნაწილში დგას ორნავიანი ბაზილიკა, მაცხოვრის სახელობის ეკლესია. სამონასტრო კომპლექსის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა წმ. ეკატერინეს სახელობის მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა.
 
 
 
 
 კაცხის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი -  ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ტაძარში შემონახულია რელიეფური ქანდაკება-ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რომელიც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში. ტაძარს მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა. აქ ინახებოდა მათეს სახარების „თარგმანი“, ტყავზე დაწერილი სახარება (1059 წ). მათი ნაწილი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. 
 
 
 
  კაცხის სვეტი - რომლის სიმაღლე 40 მეტრია, მის თავზე ორი მცირ ე ეკლესია. მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. არავინ იცის როდის შეწყდა რელიგიური ცხოვრება კაცხის სვეტზე, თუმცა დღეს აღდგენილია სვეტის ძირში და თავზე მდებარე სამლოცველოები. მონასტერზე მიმავალ კიბეს ადგილობრივები ცის კიბეს ეძახიან. კიბე მხოლოდ 2007 წელს იქნა გაკეთებული, მანამდე მონასტერში თოკებით და ალპინისტების დახმარებით ადიოდნენ. დღეისათვის კაცხის სვეტზე ასვლა ყველა მსურეველისთვისა შესაძლებელი.
 
 
 მოწამეთა - „წამებულთა“ მონასტერს ნიშნავს. აქ ძმები კონსტანტინე და დავით მხეიძეები წამებით მოკლეს, რადგან მათ ვარი თქვეს ისლამის მიღებაზე, ძმების წმინდა ნაწილები ტაძარშია დაკრძალული. ამჟამინდელი ეკლესია XI საუკუნეშია აგებულია. მოწამეთის ტაძარს, რამდენიმე წლის უკან რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. განახლდა თაღები, მოპირკეთდა და მოიხატა ფრესკები, ისე, რომ არ შეცვლილა მონასტრის ძველი იერსახე და სტილი. ტაძარი განსაკუთრებით ლამაზია გზაფხულზე, როცა წყალწითელას ხეობა მწვანეშია გახვეული.
 
 
 
  გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი-დაარსებულია 1106 წელს ყველაზე წარმატებული ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის მიერ, სადაც ანდერძის თანახმად თავადაა ტაძარის შესასვლელში დაკრძალული. ამავდროულად გელათში დაფუძნდა აკადემია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა იმდროინდელი საქართველოს აღმშენებლობაში. ტაძარი თავისი ეპოქის საუკეთესო ნაწარმოებია. ტაძრის საკურთხეველში შემონახულია ძალიან იშვიათი ძეგლი - ღვთისმშობლის მოზაიკა. სამონასტრო კომპლექსი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
 
   
   
  ბაგრატის ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი – ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, იგი ერთიანი ქართული სახელმწიფოს სიმბოლოა. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა, XVII ს-ის მიწურულს ტაძარი დამპყრობლებმა ააფეთქეს და დაანგრიეს. 2012 წელს ტაძრის ჩაუტარდა აღდგენა-რესტავრაცია და იგი კვლავ ამაყად გადმოყურებს ქალაქს უქიმერიონის გორიდან.
 
  
 
 
 
  სათაფლია - კარსტული მღვიმეების ჯგუფია, განლაგებულია სათაფლიის  სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიაზეა დინოზავრის ნაკვალევი, რომელიც ათეულობით მილიონი წლისაა, დამთვალიერებელს აქ დახვდება მინის გამჭვირვალე პანორამული გადასახედი შესანიშნავი ხედით.
 
 
 
  პრომეთეს მღვიმე (ყუმისთავის მღვიმე) - 1984 წლის ივნისში  აღმოაჩინეს მთლიანად მღვიმე 20 კმ-ია, თუმცა დღეს ათვისებულია 1 კმ და 400 მეტრი.  აღმოჩენილია 16 დარბაზი, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მასშტაბით და გაქვავებული ჩამონაღვენთების ფორმით. მღვიმეში წარმოდგენილია აბსოლუტურად ყველა სახის მიწისქვეშა კარსტული ფორმა: სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტინები, გურები, გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა. იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო დონის ტურისტულ მღვიმეს.
 
 
  ვანის ნაქალაქარის არსებობის პერიოდში 2 უმთავრესი ეტაპი გამოიყოფა: ძვ. წ. VI-IV სს და ძვ. წ. III- I სს. ვანის სამარხში ნაპოვნი ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები-სკულპტურული სახეებით დაგვირგვინებული სამაჯურები, ნაირსახოვანი ყელსაბამები, ჭედური გამოსახულებიანი დიადემები მოწმობენ, რომ ვანი საიუველირო ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი კერა იყო. იგი სამართლიანად ითვლება ლითონის დამუშავების ერთ-ერთ უძველეს სამშობლოდ მსოფლიოში. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიურ მუზეუმსა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება