ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
რაჭა

რაჭის ტური

 
ტური: რაჭის ტური
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 1 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით. 
სანახავი ობიექტებია: შაორის წყალსაცავი, ნიკორწმინდის ტაძარი (XI ს), ჭელიშის მონასტერი (XI ს), ,,სხვავას საყინულე”, ხოტევის ტაძარი (XVIII ს), ბარაკონის ტაძარი (XVIII), მთისკალთის (მრავალძალის) ტაძარი (XI ს).
ტურის პროგრამა: დილით ადრე გასვლა თბილისიდან დასავლეთის მომართულებით, გზაზე ისაუზმებთ. გაივლით შაორის ტბას, შემდეგ ინახულებთ ნიკორწმინდას, ჭელიშის მონასტერს, სხვავას საყინულეს, ისადილებთ, დაათვალიერებთ, ხოტევის და ბარაკონის ტაძრებს და დაბრუნდებით თბილისში.
 
  შაორის წყალსაცავი მდებარეობს ტყის შუაგულში კავკასიის მთებზე. ის ზღვის დონიდან 1134 მეტრ სიმაღლეზეა. წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია ფლორით და ფაუნით. ჩანჩქერები, მდინარეები, ტყეები, მღვიმეები და სამკურნალო წყლები აქ უხვადაა. შაორის უნიკალური კლიმატი - ზომიერად ცხელი ზაფხული და სუფთა ჰაერი მას შესანიშნავ საზაფხულო კურორტად აქცევს.
 
 
 
 
 
  ნიკორწმინდის დიდებული ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. დღემდე შემორჩენილ ძეგლებს შორის ნიკორწმინდა ერთადერთია, სადაც რელიეფი უცვლელად არის შემონახული. ტაძარი უხვად არის შემკული მდიდრული ჩუქურთმებით, რელიეფური ქანდაკებებით: აქ არის წმინდანთა გამოსახულებები, მრავალფიგურიანი სცენები ("ფერისცვალება", "მეორედ მოსვლა","ჯვრის ამაღლება" და სხვ.). აქ შეიძლება ქართული ჩუქურთმის საიდუმლოს ეზიაროთ. აღსანიშნავია აგრეთვე ტაძრის ფრესკები. რომელიც განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს. 2007 წლიდან ნიკორწმინდის ტაძარი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
 
 
 
  ჭელიშის მონასტერი მდ. შარეულას მშვენიერ და ღრმა ხეობაში, საშევარდნე მთის ძირას პატარა დავაკებაა, სადაც დღესაც დგას ჭელიშის მონასტრის ღვთისმშობლის სახელობის სანახევროდ დანგრეული ეკლესია და ახლად შეკეთებული სამრეკლო, ირგვლივ კი სამონასტრო ანსამბლის მრავალგვარი ნარჩენია. მონასტერი, მოიხსენება როგორცჭელიშის უდაბნოც. ჭელიშის უდაბნო არსებობის ხანგრძლივობით რაჭის ყველა სავანეს აჭარბებს. აქ, სულ მცირე 10 საუკუნის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა უწყვეტად.
 
 
 
   სხვავას საყინულე არის ბუნებრივი გამოქვაბული სოფ. შუასხვავში. გამოქვაბულის ფსკერზე პატარა ტბაა, ყინულივით ცივი წყლით. გამოქვაბულმაც სახელი ყინულის გამო მიიღო, ყინული კი შესასვლელის პირდაპირ შვეულ კედლებზე ჩამოღვენთილი წყლით ჩნდება და თითქმის მთელი წლის განმავლობაში არის. საყინულეში არის საუკუნოვანი ყინულის სვეტები, ზოგი სვეტის სიმაღლეა 8, ხოლო გარშემოწერილობა 20 მ აღემატება. ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 0 c-ზე დაბალია. მყინვარს აქ მღვიმის ბოლოში ჩამოსული თოვლი წარმოშობს.
 
 
 
  ხოტევის მთავარანგელოზის ეკლესია — XVII საუკუნეის ეკლესიაა. შემორჩენილია აგრეთვე ხოტევის ციხის ნანგრევები. ციხესიმაგრე, რაჭის ქედის ჩრდილო კალთაზე მდებარეობს, ციხე რაჭისკენ მიმავალ გზას კეტავდა და მტრისათვის მტკიცე და საკმაოდ ძნელად ასაღები იყო. ამ ეტაპზე ციხე ნაწილობრივ დანგრეულია, აქა-იქ შემორჩენილია სათოფურები.
 
 
 
 
 
  ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს მდინარე რიონისა და ლუხუნის შესართავთან. ის ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესია რაჭისთვის. ფასადზე უხვადაა ჩუქურთმები, რომლებიც XVIII ს-ის ქართული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშია. ტაძრის საფასადო მორთულობა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგადაა შესრულებული. აღსანიშნავია ისიც რომ ორნამენტები სუფთა ქართული ხასიათისაა და ირანული გავლენის კვალი რაც ამ პერიოდის ძეგლებს ძირითადად ახასიათებს ბარაკონში არსად გვხვდება.
 
 
 
 
  მთისკალთის (მრავალძალი) XI ს. წმ. გიორგის სახელობის ტაძარი დარბაზული ტიპის ხუროთმძღვრების ძეგლია. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული(მათ შორის ჯალალ-ედ-დენის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1991 წელს მომხდარმა მიწისძვრამ იგი მნიშვნელოვნად დააზიანა. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება