ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
აჭარა

აჭარის ტური

ტური: კულტურული ტური

სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპოტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.

სანახავი ობიექტები: ბათუმი, ბათუმის ბულვარი, პორტი, აჭარისწყლის ხეობა, თამარ მეფის თაღოვანი ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი, გონიოს ციხე, აჭარული ღვინის სახლი, ბოტანიკური ბაღი, აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დელფინარიუმი.

ტურის პროგრამა:

I დღე:

დილით საუზმე და ბათუმისკენ გამგზავრება, დაბინავება ბათუმის სასტუმროში,სადილი, ქალაქის დათვალიერება: ძველი და ახალი ბულვარი, პორტი, ფერიას მთა, მოცეკვავე შადრევნები, აჭარული სამზარეულოს საუკეთესო კერძების დაგემოვნება რესტორანში, საღამოს ქალაქი, ღამისთევა სასტუმროში.

II დღე:

საუზმის შემდეგ გამგზავრება ზემო აჭარაში, გზად მოინახულებთ თამარ მეფის თაღოვან ხიდს, მახუნცეთის ჩანჩქერს, შემდეგ ქედის ეთნოგრაფიულ მუზეუმი, სადილი, დაბრუნება ბათუმში, გონიოს ციხის მონახულება, „აჭარული ღვინის სახლი“-ს მონახულება, ადგილობრივი ჯიშის ყურძნის ღვინის დეგუსტაცია ქართულ მარანში და ვახშამი.

III დღე:

საუზმის შემდეგ მოინახულებთ ბოტანიკურ ბაღს, აჭარის მხარეთ მცოდნეობის მუზეუმს, სადილი, შემდეგ დელფინარიუმს და დაბრუნდებით თბილისში, გზაზე შეისვენებთ და ივახშმებთ.

 
  ბათუმი საქართველოს უძველესი და სტრატეგიული ქალაქია, რომელსაც დაახლოებით ორიათასი წლის ისტორია აქვს. ბათუმს შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მოხერხებული საზღვაო ნავსაადგური აქვს. ის მნიშვნელოვანი საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ამავე დროს ბათუმი ერთ–ერთი პოპულარული დასასვენებელი ადგილია შავი ზღვის სანაპიროზე. აქ უაამრავი მაღალი კლასის თანამედროვე სასტუმროა. ქალაქი განთქმულია ბოტანიკური ბაღით, დელფინარიუმით, ბულვარით, მოცეკვავე შადრევანით და მუდმივად მწვანე დასასვენებელი პარკებით. ქალაქი ყოველ სეზონზე იზიდავს მნახველს სადაც უამრავი დასვენებელი და გასართობი კომპლექსია, მრავლადაა მუზეუმები, სადაც მრავალი ისტორიული და ხელოვნების ნიმუში ინახება. რეგურალურად იმართება გამოფენები, კონცერტები და ფესტივალები. ამ პატრა ქალაქში სხვადასხვა აღმსარებლობის რამოდენიმე სალოცავი და ტაძარია. განახლებული ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილია საქართველოში.

  ბათუმის ბულვარის ისტორია იწყება 1881 წლიდან. ბოლო დროა ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეის მდგომარეობით მისი სიგრძე 7 კმ-ს აღწევს. თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი. ბულვარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მრავალი ეგზოტიკურ რესტორანი და კაფე-ბარი, აკვაპარკი, სხვადასხვა ტიპის ატრაქციონი, სპორტული კომპლექსი, მოცეკვავე ფერადი შადრევნები, ასევე ფეშენებელური ქორწინების სახლი. ბულვარში მრავლადაა თანამედროვე და ძველი ქანდაკებები. ბულვარის სანაპირო ზოლზე მდებარეობს სუფთა პლიაჟი. ბულვარს აქვს უმდიდრესი მცენარეული საფარი, საჩრდილობელი ხეივანი მრავალწლიანი ნარგავებით, სადაც ცხელ ამინდშიც გრილა. ბოლო წლებში ინტესიურად მიმდინარეობს ბულვარის გაზრდა და განაშენიანება.

  ბათუმის ნავსადგური 1878 წელს აშენდა. ბათუმის ბაქოსთან რკინიგზით დაკავშირებამ ნავსადგური საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია. დღეისთვის პორტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და ტექნოლოგიებით. პორტს გააჩნია ნავთობტერმინალი, საკონტეინერო ტერმინალი და სანავმისადგომო კომპლექსი ბორნების მომსახურებისათვის, მშრალი ტვირთების ტერმინალი, სამგზავრო ტერმინალი - საზღვაო ნავსადგური, რომელიც 1962 წელს აშენდა. ბათუმის საზღვაო ნავსადგური ისტორიულად ითვლებოდა კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად. პორტის მდებარეობა, მომსახურეობის მაღალი ხარისხი და დაბალი ტარიფები განაპირობებს საერთაშორისო გადამზიდავების დიდ ინტერსს.
 
 
  თამარ მეფის თაღოვანი ხიდი იმდროინდელი ნოვატორული საინჟინრო ნაგებობაა. ხიდს აქვს ძლიერ დამრეცი კამარა. კამარის მალი 17,5 მ-ია. აგებულია დუღაბის გამოყენებით. ბურჯები ამოყვანილია კლდეზე. განვლილი 800 წლის მიუხედავად ხიდი დღემდე ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, ამ ხიდით მოსახლეობა დღესაც სარგებლობს. ამგვარივე ძველი უნიკალური ხიდები საკმაო რაოდენობითაა აჭარის წყალზე, მახუნცეთის ხიდის მახლობლად მდებარეობს დანდალოს და სხალთის ხიდები.
 
 
 
 

  გონიოს ციხე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ციხის სანახაობასთან ერთად ვიზიტორებს იზიდავს ლეგენდა არგონავტების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით ოქროს საწმისისთვის სწორედ აქ შეებრძოლენ კოლხები ბერძნებს და ბრძოლაში დაღუპული კოლხეთის უფლისწული აფსირტე ციხის აღმოსავლეთ კედელთან დაკრძალეს. ამიტომ ციხეს აფსაროსი ეწოდებოდა მე-12 საუკუნიდან კი გონიო. გონიო კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები და ა.შ მიმდებარე ტერიტორიაზე 1994 წელს დაარსდა მუზეუმ-ნაკრძალი, განახლებული სამუზეუმო სივრცეში წარმოდგენილია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდის მასალა. მუზეუმს გააჩნია სპეციალიზებული ბიბლიოთეკა.

  "აჭარული ღვინის სახლი" აჭარის მთიანეთში დაკრეფილი ჩხავერისა და ცოლიკაურისაგან ამზადებს ღვინოს ქართული და ევროპული ტექნოლოგიებით. ვაზი აჭარაში ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა (ზედა ზღვარი) გაშენებული. აქ წარმოებული ღვინოები "ცოლიკაური" და "ჩხავერი" დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებლებში. აღსანიშნავია ადგილობრივი ჯიში ჩხავერი, რომლისგანაც მზადდება ღია ვარდისფერი ღვინო, მეტად ნაზი, ჰარმონიული ბუკეტით და გამოირჩევა ჯიშური არომატით. გარდა სუფრის მშრალი ღვინისა, შეიძლება დაყენდეს ნახევრდატკბილი სუფრის ღვინო. ჩხავერი სტალინის ერთ-ერთი საყვარელი ღვინო იყო.
 
 

  ბოტანიკური ბაღი ბათუმის ჩრდილოეთით მდებარეობს, სადაც თავმოყრილია ტროპიკული და სუბტროპიკული ფლორის მდიდარი კოლექცია. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან, ამათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო 1540 ტაქსონი საზღვარგარეთის სხვადასხვა ფლორის წარმომადგენელია. ბოტანიკური ბაღის დაარსებიდანვე შეიქმნა ბაღის ჰერბარიუმი, რომელიც შეტანილია საერთაშორისო საჰერბარიუმო სისტემაში (Index Herbariorum). ბაღი გაწევრიანებულია მრავალ საერთაშორისო ასოციაციაში სამეცნიერო და სზოგადოებრივ ორგანიზაციაში, მათ შორის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოში (BGCI). დღეისათვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თესლების გაცვლითი პროგრამით ურთიერთობა აქვს 278 ბოტანიკურ ბაღთან, ბოტანიკურ ბაღში ფუნქციონირებს დამხმარე სანერგე მეურნეობა, სადაც სარეალიზაციოდ გამოჰყავთ მრავალი სახეობის ეგზოტური მცენარე. ბაღს გააჩნია მდიდარი ტრადიციების მქონე სამეცნიერო ბიბლიოთეკა. ბოლო დროს მიმდინარეობს ერთიანი ელექტრონული ბანკის შექმნა, რომელიც მუდმივად განახლებადი იქნება. იგი მსურველს ამომწურავ ინფორმაციას მიწვდის და ამავე დროს ხელს შეუწყობს ბაღის განვითარებას და მოვლას.

  აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1908 წელს, ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით. მუზეუმში დაცულია 180-ათასამდე ექსპონატი: ძვ. წ. XII – IX სს-ის და VII - IV სს. უნიკალური არქეოლოგიური მასალები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი. ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63000 წიგნი სხვადასხვა ენებზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. მუზეუმში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის გამოფენები, რომელიც მუზეუმს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს ხდის დამთვალიერებლისათვის.
 
  დელფინარიუმი მაყურებელს საოცარ სანახაობას სთავაზობს. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი: სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და მრავალი სხვა შთამბეჭდავი ნომერი. დელფინარიუმი ზღვისპირა ქალაქში 1975 წელს გაიხსნა. იგი შედგება ფეხფარფლიანთა და მცირე ვეშაპისნაირთა საცხოვრებელი ავზებისაგან, დელფინარიუმის ამფითეატრი გაყოფილია 4 სექტორად და გათვლილია 703 მაყურებელზე. მსურველებს ცალკე აუზში დელფინებთან ცურვის ანუ ინტერაქტივის შესაძლებლობაც ეძლევათ (ხანგრძლივობა - 15 წთ.). სწორედ დელფინარიუმის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ბათუმის სიმბოლოდ დამკვიდრება.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1


 უკან დაბრუნება