ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
კახეთი

კახეთის ტური

ტური: კახეთის ტური.
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი.

სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.

ხანგრძლივობა: 3 დღე

კვება: ორჯერადი

ტური შეიძლება შეიცვალოს თქვენი სურვილის მიხედვით.
სანახავი ობიექტებია: დავით გარეჯის, ბოდბის დედათა მონასტერი, სიღნაღი, გრემი, ალავერდი, წინანდალი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ - მუზემი.
ტურის პროგრამა:

I დღე

  თბილისიდან გასვლა გარეჯის მიმართულებით; დავით გარეჯის მონასტრისა და კელიების დათვალიერება; პიკნიკი; ბოდბის დედათა მონასტრის დათვალიერება; სიღნაღში გასეირნება და მუზეუმის დათვალიერება; გზის გაგრძელება გურჯაანის მიმართულებით; სადილი საოჯახო მარანში; ღამისთევა საოჯახო სასტუმროში.

II დღე

  საუზმე საოჯახო სასტუმროში; გრემის დათვალიერება; ალავერდის დათვალიერება; წინანდლის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათვალირება და პარკში გასეირნება; სადილი რესტორანში; თბილისში დაბრუნება.   

  დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბნოზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
  მონასტერი VI საუკუნეში დაარსა 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა - წმინდა დავით გარეჯელმა. წმინდა დავითი გარეჯის მთის ბუნებრის გამოქვაბულში დასახლდა და აქ შექმნა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმინდა დავითის ლავრა ეწოდა. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა დაარსეს კიდევ ორი სამონასტრო განშტოება: დოდომ - დოდოს რქა, ხოლო ლუკიანემ - ნათლისმცემელი.
 
  ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის  მიზეზი ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმინდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმინდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. იმ დროიდან მოყოლებული წმინდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის. მოციქულთა სწორის საფლავი იმდენად პატივცემული იყო, რომ მონღოლებმა, რომლებმაც მიწასთან გაასწორეს მთელი ქვეყანა, დაუნგრეველ-აუოხრებელი დატოვეს მხოლოდ ბოდბის ტაძარი.ბოდბის მონასტერი ოდითგანვე არა მარტო სულიერ, არამედ კულტურულ-საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. XVII საუკუნიდან აქ მოქმედებდა სასულიერო სასწავლებელი, რომელშიც გარდა საღვთისმეტყველო საგნებისა, საერო მეცნიერებებიც ისწავლებოდა. აქვე იყო საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი წიგნთსაცავი.

  სიღნაღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე, საიდანაც გადაჰყურებს ალაზნის ველს. სიღნაღის ციხეს ორმოცი ჰექტარი უჭირავს, ის აგებულია 1762 წელს. სიღნაღი - თურქული წარმოშობის სიტყვაა და „აუღებელს“ ნიშნავს. მისი ძველი სახელია ქიზიყი. ქალაქის მდებარეობა შემაღლებულ ადგილას მოსახერხებელი იყო თავდაცვითი მიზნებისთვის. ქალაქის გალავანში მოწყობილი იყო კარიბჭეები მის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სწრაფი შეხიზნისთვის.

  როგორც ცნობილია, სიღნაღი ქალაქის სხეს ღებულობს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. სიღნაღის მუზეუმში აცულია ეთოგრაფიული, არქეოლოგიური და შუა საუკუნეების მასალა. მუზუემში ექსპონირებულია კახეთის სახვადასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებზე აღმოჩენილი საყოფაცხოვრებო და საკულტო დანიშნულების ნივთები ქვის ხანიდან.

  გრემი - ვარაუდობენ, რომ გრემის ტერიტორიაზე მოახლეობა გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში უნდა გაჩენილიყო. გრემი ფეოდალური ხანის კახეთის ერთ-ერთი სავაჭრო - ეკონომიური და კულტურული ცენტრი იყო. 1466 წელს კახეთის სამეფო დედაქალაქი გახდა. გრემთან გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები. 1614-16 წლებში შაჰ აბას I-ის ლაშქრობის შედეგად გრემი გაპარტახდა. ქალაქს ეკავა დაახლოებით 50 ჰა. შედგებოდა 3 მთავარი ნაწილისაგან: მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელშიც შედიოდა მთავარანგელოზთა ეკლესია, სამ სართულიანი სასახლე, სამრეკლო და სამეურნეო ნაგებობანი . ქალაქის ამ ნაწილს შეეძლო დამოუკიდებლად ეცხოვრა. შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით. ჰქონდა ქვით ნაგები საიდუმლო გასასვლელი მდინარე ინწობისკენ. სამეფო რეზიდენცია, რომელშიც განლაგებული იყო სამეფო სასახლეები, შადრევნიანი შენობა, რვაკუთხა კოშკი, აბანო და სხვა. სავაჭრო უბანი, რომლის ცენტრში მდებარეობდა ბაზარი. 

  ალავერდის მონასტერი - „ალავერდი“ თურქულ-არაბული წარმოშობის სიტყვაა და „ღვთისგან ნაბოძებს“ ნიშნავს. VI საუკუნეში იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დაემკვიდრა. წმინდა მამასთან სიახლოვის სურვილით აქ ბევრი მორწმუნე დასახლებულა. როცა მამა იოსებ ალავერდელი გარდაიცვალა, მოწაფეებმა იგი მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაკრძალეს. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში აშენდა. ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7x26,4, სიმაღლე 50 მ-მდე). კომპლექსში შედის ტაძარი. გალავანი, სამრეკლო, პალატი, სასახლე, მარანი და აბანო. ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა. ალავერდის კათედრალი საქართველოს ერთ-ერთი მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ალავერდის მონასტერში არსებობდა საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა, სადაც ინახებოდა როგორც იქ გადაწერილი, აგრეთვე სხვაგან შექმნილი ხელნაწერი წიგნები.

  წინანდლის სასახლე ევროპული და ქართული კულტურის საუცხოო ნაზავია. წინანდლის პარკს ნაგებობებით და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ 1835 წელს ევროპიდან ჩამოიყვანა დეკორატიული ბაღის სპეციალისტები და წინანდლის მამულში დაიწყო ბაღის გაშენება. ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა, ქართული ღვინო ევროპული წესით დაამუშავა და დასავლეთისათვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი ღვინის მარანი დღესაც აგრძელებს არსებობას. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ბოთლში პირველად ჩამოსხმული 1839 წლის მოსავლის საფერავი იხილოს; ამას გარდა აქ 16500 ბოთლი სხვადასხვა სახეობის ღვინო ინახება.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება