მსოფლიო
ცხელი ტურები ეგვიპტეში |
ეგვიპტე დღეს განსაკუთრებით ხიბლავს დამსვენებლებს, რაც შედარებით დაბალი ფასებისა და კარგი საექსკურსიო ზონის დიდი დამსახურებაა. თუ თქვენ დაივინგის მოყვარული ბრძანდებით, ამასთანავე, გიყვართ ექსკურსიები, სიძველეთა სამყაროში მოგზაურობა და თბილი ზღვა, ეგვიპტეზე უკეთეს ადგილს ვერ შეხვდებით და ეს ყველაფერი არც ისე ძვირი სიამოვნებაა.

ხურგადაში და საერთოდ, ეგვიპტეში დასვენებას გარკვეული არასასიამოვნო მოვლენებიც ახლავს. უნდა უფრთხილდეთ სუვენირების გამყიდველებს, რადგან როგორც ცნობილია, ისინი გჩუქნიან საინტერესო ნივთს და 5-10 წუთის შემდეგ გთხოვენ ფულს და მილიციის გამოძახებით გემუქრებიან. აქედან გამომდინარე, საჭიროა წინასწარ კარგად ინფორმირებულნი იყოთ იმ სიტუაციის შესახებ, რაც ეგვიპტეში დაგხვდებათ.
ხურგადა არის შედარებით ძველი კურორტი ვიდრე შარმ-ელ-შეიხი. ხურგადა პირველი იყო მთელს ეგვიპტეში, რომელმაც დაიწყო უცხოელი ტურისტების მიღება. ეს მართლაც საუკეთესო ადგილია მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის. ამ ადგილს ხშირად სტუმრობენ ბავშვებთან ერთად შემოდგომაზე, რადგან კლიმატი ამ დროს განსაკუთრებით რბილი და სასიამოვნოა.ეს ის კურორტია, სადაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უამრავ პენსიონერს შეხვდებით. მოგეხსენებათ, ასაკოვანი ადამიანები როგორ გაურბიან სიცივეს და მუდმივად მზე და სითბო სჭირდებათ.ხურგადაში სამ და ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები ჭარბობს. პლაჟები ქვიშისაა და ძალიან კარგი სანაპიროა.

შარმ-ელ-შეიხი ეგვიპტის ყველაზე ევროპიზირებული კურორტია. თავდაპირველად მის ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტი არ არსებობდა, კურორტი ცარიელ სანაპიროზე გააშენეს. აქ ადგილობრივი მოსახლეობა თითქმის არ ცხოვრობს. ძირითადად, სასტუმროების თანამშრომლები ან ტურიზმის სფეროში მოღვაწე ადამიანები არიან. გართობა, კვება, სუვენირები-ყველაფერი ეს აქ ორჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ეგვიპტის სხვა კურორტებზე. დასვენება შარმ-ელ-შეიხში -ეს არის საუცხოო სერვისი და არაჩვეულებრივი ზღვა. ნაამის ყურე მისი ყველაზე ძველი და ფეშენებელური ნაწილია. პლაჟის გასწვრივ სამი კილომეტრის სიგრძის გზაა, სადაც მდებარეობს მყუდრო რესტორნები, კაფეები, დისკოთეკები და მაღაზიები. ნაამის ყურის გარდა, სასტუმროების მშენებლობა სხვა ყურეებშიც მიმდინარეობს. შარმ-ელ-შეიხის ყველაზე სასიამოვნო საბანაო პლაჟები ნაამის ყურეში მდებარეობს. აქ ქვიშაა და ზღვაში კარგი ჩასასვლელია, სხვა ადგილებისგან განსხვავებით, სადაც უამრავი მარჯანია.
ეს კურორტი, ეგვიპტის სხვა ადგილებთან შედარებით, განთქმულია დაივინგის მოყვარულთა სიმრავლით. წითელი ზღვა არსად ისეთი ლამაზი არ არის, როგორიც ამ ადგილას. ჯგუფები საგანგებოდ მიდიან, რომ ულამაზესი წყალქვეშა სამყარო დაათვალიერონ. აქ ჩვეულებრივ ტურისტებსაც შეუძლიათ ტურიზმის ამ სახეობით დაკავდნენ.