ექსკურსიები და შოპ-ტურები არაბთა გაერთიანებულ ემირატებში |
ამ დევიზით ტარდება ყოველწლიურად 11 ივნისიდან 14 აგვისტომდე დუბაის ტრადიციული სავაჭრო ფესტივალი, რომლის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინოთ გასული წლის საქონელი და გაეცნოთ ახალ მოდელებს, არჩევანი კოლოსალურია დაწყებული ფრანგული პარფიუმერიიდან დამთავრებული იტალიური ავეჯითა და ტანსაცმლით, ამ აქციების მთავარი საიდუმლო ის არის რომ ადგილობრივი სავაჭრო ფირმები განთავისუფლებულნი არიან გადასახადებისაგან , ხოლო იმპორტის გადასახადი მხოლოდ 4%-ია.
თქვენს განკარგულებაში ათეულობით თანამედროვე სავაჭრო ცენტრია რომლებშიც ფასები და ხარისხი ნებისმიერ კატეგორიის კლიენტზეა გათვლილი. ფესტივალის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ სასტუმროები და რესტორნები. რომელთა შერჩევასა და დაჯავშნაში ჩვენი ფირმის ოფისებში დაგემარებიან კვალიფიციური მენეჯერები.
დუბაის მომსახურეობის ინდუსტრია ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში და მასში დასაქმებული ყოველი ადამიანი ცდილობს - რათა სტუმარმა მცირე დროში მოასწროს ბევრის ნახვა და გაგება.
რაც შეეხება მგზავრობას -
ყოველ ოთხშაბათას დაფრინავს ავიაკომპანია ”აირზენას” პირდაპირი რეისი თბილისი- დუბაი 19:00 - ფრენის ხანგძლივობა 3 საათი. თბილისი და დუბაი იმყოფებიან დროის ერთი და იგივე სარტყელში.

არაბეთის გაერთიანებული ემირატები 7 სახელმწიფოსგან შემდგარ ფედერაციას წარმოადგენს, ეს სახელმწიფოებია: აბუ-დაბი, აჯმანი, დუბაი, რას ალ ხაიმა, უმმ ალ ქუვეინი, ფუჯეირა, შარჯა. მზე წელიწადის ყველა დროს, აბსოლუტური უსაფრთხოება, მომსახურების უმაღლესი დონე, დასავლეთის დონის სერვისი, რომელიც ასე იზიდავს უცხოელ სტუმრებსა და საქმიან ადამიანებს. სულ ერთია, თუ რომელ ქვეყანაში დასვენებას არჩევთ, რადგან თითოეული მათგანი განუმეორებელია. დასასვენებლად არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ჩასვლა და დღეების პლაჟზე გატარება წარმოუდგენელია. ირგვლივ იმდენი გასართობი ექსკურსია და გასართობია. ექსკურსია ემირატებში თქვენს წინაშე აღმოსავლეთის საოცარ და იდუმალებით აღსავსე სამყაროს გადაშლის. ექსკურსიების ფართო არჩევანი დიდ ქალაქებში, აქლემებითა და არაბული ნავით გასეირნება, შთაბეჭდილებების გარეშე ნამდვილად არ დაგტოვებთ.
აბუ-
დაბი
აბუ-დაბი სახელმწიფოს ოფიციალური დედაქალაქი, ემირატების ადმინისტრაციული ცენტრი და პრეზიდენტის რეზიდენციაა. ის შვიდ ემირატს შორის, ყველაზე დიდია (67000 კვ.კმ). უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, დედაქალაქმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. თანამედროვე აბუ-დაბი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქალაქია არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში. როგორც ნავთობის ინდუსტრიის ცენტრს თავისი ცათამბჯენებით, აბუ-დაბს ახლო აღმოსავლეთის მანჰეტენს უწოდებენ. აბუ-დაბის ისტორია 4000-ზე მეტი წლის წინ დაიწყო. ჩვენს ერამდე 3 ათასი წლის წინ უმ ალ ნარის კუნძულზე ქვის სახლებიანი სოფელი აშენდა. აღნიშნულზე 50 ქვის სამარხი მეტყველებს, რომელიც დიდ კლდოვან ფერდობზე მდებარეობს. თანამედროვე აბუ-დაბი 1760 წელს აშენდა.
დუბაი
დუბაი ეს ქალაქი-ფენომენია. დუბაიში მოქმედებს გადასახადებისა და ბიუროკრატიისგან თავისუფლების ფენომენი. ეს ქალაქი სპარსეთის ყურეში ყველაზე ცნობილია და საუკეთესო პირობებს ქმნის შოპინგისა და ზღვაზე დასვენებისათვის. ვერსად შეხვდებით ამდენ სავაჭრო ცენტრს და ასეთ დაბალ ფასებს მსოფლიო მარკების პროდუქციაზე. დუბაი ჯუმეირას რაიონი პლაჟზე დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია. ეს მრავალკილომეტრიანი ქვიშიანი პლაჟია ყველაზე მაღალი კლასის სასტუმროებით, მათ შორის შვიდვარსკვლავიანი "ბურჯ ალ არაბითა” და ექვსვარსკვლავიანი "ჯუმეირა ბიჩით”. "შარჯში კულტურაა, დუბაიში კი გართობა”-ამბობენ არაბეთის გაერთიანებული ემირატების მოქალაქეები. მათ ტერიტორიაზე არის ჩოგბურთის კორტები, სატრენაჟორო დარბაზები, აუზები. ქალაქის ხმაურისგან დასვენება პარკებში შეიძლება, რომელიოც ძირითადად, ოჯახთან ერთად დასვენებისა და პიკნიკებისთვის არის განკუთვნილი. დროდადრო პარკებში წარმოდგენები და კონცერტები იმართება. Wonderland-ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია ახლო აღმოსავლეთში. ის სამ ნაწილად იყოფა. Main Street
ეს არის კარიბის ქალაქის ქუჩა. ამ ქუჩაზე ისმის ცოცხალი მუსიკა, დადიან კლოუნები, არის ორი კაფეტერია, არის რამდენიმე ატრაქციონი, როგორც ბავშვების, ისე დიდებისთვის. თჰემე პარკ-ში თავმოყრილია ატრაქციონები უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის. იქვეა ატრაქციონი ყველაზე თამამებისთვის, ერთადერთი ატრაქციონი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში- შპაცე შჰოტ (ნახტომი კოსმოსში). აკვაპარკი შპლასჰლანდ 9 წყლის ატრაქციონს სთავაზობს. ამ ტერიტორიაზე სამი აუზია: საბავშვო ატრაქციონით, მოზრდილთათვის და სპორტული სპორტის წყლის სახეობებისთვის. მსურველებისთვის ფუნქციონირებს სწრაფი მომსახურების რესტორანი და პიცერია. დუბაის კლიმატი მშრალი, სუბტროპიკულია. ზაფხულის პერიოდის გამოკლებით, დუბაის კლიმატი თითქმის იდეალურია. მზე წელიწადში 360 დღეა. ქუჩაში აუცილებელია თავსაბურავის ტარება, თვალები სპეციალური სათვალით უნდა დაიცვათ, მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანებისთვის კი რეკომენდირებულია ლინზების ტარება. თუ გსურთ კარგად დაისვენოთ და დადებითი ემოციით დაიმუხტოთ, აუცილებლად ესტუმრეთ დუბაის. ადგილობრივი კლიმატი და პირველი კლასის სპორტული აღჭურვილობა ემირატებს იდეალურს ხდის მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება ხიბლავს. ის საუკეთესოა სპორტის წყლის სახეობის მოყვარულთათვის.








