მისია
ჩვენი მისია |
ტურისტული კომპანია
World Tour
საქართველოს ტურისტულ ბაზარზე გამოჩნდა 2004 წლის დასაწყისში. იგი ფლობს მდიდარ პროფესიულ გამოცდილებას ტურიზმის სფეროში. კომპანია ნამდვილად ითვლება ერთ-ერთ წამყვან ოპერატორად და მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ ბაზარზე მხოლოდ მაღალ ხარისხიან ტურპროდუქტს.
ჩვენი სააგენტო
პატივს სცემს პარტნიორებისა და კლიენტების აზრს და ყოველთვის მზადაა თანამშრომლობისათვის. თბილისში ამჟამად ფუნქციონირებს 2 მაღალტექნოლოგიური
World Tour
-ის ოფისი.
World
Tour
-ის მუდმივი პარტნიორების რიცხვში არის 25 სააგენტო, 20-ზე მეტი ავიაკომპანია და ათასეულობით სასტუმრო მთელს მსოფლიოში.
World Tour
კლიენტებს სთავაზობს:
-ავიაბილეთების დაჯავშნას ნებისმიერი მიმართულებით, საინფორმაციო მომსახურეობას ფრენების შესახებ.
-დასასვენებელი, საოჯახო, გამაჯანსაღებელი, სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურების სრულ პაკეტს საქართველოში.

-ჯგუფური და ინდივიდუალური ტურების ორგანიზებას, როგორც აზიის ქვეყნებში ისე ევროპაში (თურქეთი, ეგვიპტე, გაერთიანებული არაბთა ემირატები, ჩინეთი, ტაილანდი, ისრაელი, ბულგარეთი, ჩეხეთი, გერმანია, ლატვია, ჰოლანდია, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და სხვა.)

-
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 250 000-ზე მეტ სასტუმროში ადგილების დაჯავშნას.
-სამოგზაურო დაზღვევას და სავიზო მხარდაჭერას.
-ანგარიშსწორების ნებისმიერ ფორმას, ავიაბილეთების და ტურპაკეტების ადგილზე მიტანას.
კომპანიის საქმიანობის მთავარი მიზანია ქვეყნის მოსახლეობის ყველა კატეგორიისათვის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, პროდუქტის შექმნა რათა კლიენტი ყოველთვის კმაყოფილი იყოს
World Tour
-ის სამარკო ნიშნით.








