ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ახტალა

ახტალა

 
  ახტალა საქართველოში ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტია. თბილისიდან 130 კმ-ზე, გურჯაანის რაიონში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 412 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ზაფხული აქ ცხელია, ზამთარი კი თბილი და მშრალი. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1°C , აგვისტოსი – 23°C. კურორტი 1924 წლიდან არსებობს. საკურორტო სეზონი მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 10-12 პროცედურისგან შედგება. ტალახი 250 მეტრი სიღრმიდან ამოდის. მომსახურეობაში შედის: ტალახის პროცედურა, მასაჟი, ფიზიოტერაპია. ახტალის ტალახით მკურნალობენ ძვალ-სახსროვან, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიურ, დერმატოლოგიურ, უროლოგიურ და სხვა დაავადებებს. ახტალის ტალახი ფართოდ გამოიყენება შეხორცებითი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: ჭრილობების და დამწვრობის შემდგომი კელოიდური ნაწიბურები. ახტალის ტალახი წარმატებით გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა: რევმატიული ართრიტები და პოლიართრიტები, სპეციფიური და არასპეციფიური ართრიტები, მადეფორმირებული ოსტეოართროზები, მარილოვანი წანაზარდები სასახსრე ზედაპირებზე; თუ აქაურობას შემოდგომაზე ესტუმრეთ, ხელიდან ნუ გაუშვებთ რთველში მონაწილეობის შანსს – ეს არასოდეს დაგავიწყდებათ.
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება