ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ნუნისი

ნუნისი

 
  ნუნისი ბალნეოლოგიური კურორტია, ის მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 750 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 150 კმ. დაშორებით. კლიმატი სუბტროპიკულია, ზამთარი – რბილი, თითქმის უთოვლო, ზაფხული კი თბილი, ზომიერად ნოტიო. საშუალო ტემპერატურა იანვრის 0,3°C, აგვისტოსი კი 21°C. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტი 1856 წლიდან არსებობს. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც კანის და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. ნუნისის წყალი უხდება კანის დაავადებებს – ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტს, იმპეტიგოს, ასევე – ძვალ-სახსართა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებს. მკურნალობის ძირითადი მეთოდი მინერალური წყლის აბაზანებია. კურსი 15-20 აბაზანისგან შედგება. აბაზანები პირველ დღეებში დღეგამოშვებით ინიშნება, მერე კი ყოველდღე. ვინაიდან წყლის ბუნებრივი ტემპერატურა 27 გრადუსია, აბაზანისთვის მას 36 გრადუსამდე ათბობენ. პროცედურა 15-20 წუთს გრძელდება. გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევა, ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს. კურორტზე დასვენება გვიანი გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ჯობია, თუმცა მინერალური წყლების ეფექტურობაზე გარემოს ტემპერატურა გავლენას არ ახდენს, ამიტომ შეიძლება კურორტს ნებისმიერ დროს ესტუმროთ.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1


 უკან დაბრუნება