ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
აბასთუმანი

აბასთუმანი

 
  აბასთუმანი ზღვის დონიდან 1250 -1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტია, ის არა მარტო კლიმატური, არამედ ბალნეოლოგიური კურორტიცაა. თბილისიდან 260 კმ-ია. ზაფხული ზომიერად თბილია, ზამთარი თოვლიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა +16°C, იანვრის-6°C. აბასთუმანში სეზონი აპრილში იწყება და ოქტომბრის ბოლოსათვის სრულდება, თუმცა იქ თოვლიანი პერიოდის გატარებაც არანაკლებ სასიამოვნო და საინტერესოა. კურორტი განკუთვნილია ფილტვების ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალოდ. ჰაერი აქ სუფთა და გამჭიარვალეა და გაჯერებულია წიწვის არომატით, რაც სასიკეთოდ მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე. გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშვალებაა ფილტვებისთვის. ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის რომელთაც სუსტი ფილტვები აქვთ. აბასთუმანში გამორჩეულ ჰაერთან ერთად, სამკურნალო თერმული წყლებიც არის. კურორტში არსებობს 3 წყარო : “გოლიათის”, “გველისა” და “საყმაწვილო”. მინერალური წყლების აბაზანები გამოიყენება საყრდენ - სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. აბასთუმნის მთავარი ღირსშესანიშნაობა ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც 1932 წელს დაარსდა. მისი მდებარეობა შემთხვევით არაა შერჩეული, აქ 365 ღამიდან 200 მოწმენდილია, რაც დაკვირვების მეტ შესაძლებლობას იძლევა. მეცხრამეტე საუკუნეში აბასთუმანი რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის საყვარელი დასასვენებლი ადგილი იყო,მას ’’კავკასიის მარგალიტს” უწოდებდნენ.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება