ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
წყალტუბო

წყალტუბო

 
  წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დასვენება და სამკურნალო-გამაჯანაღებელი პროცედურების ჩატარება. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, მოკლე ზამთრით და ცხელი ზაფხულით. ჰაერის ტემპერატურის მხრივ წყალტუბო ერთ-ერთი თბილი კუთხეა საქართველოში. საშუალო წლიური ტემპერატურა 15 °C. ყველაზე ცხელი აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 28-30 °C. ყველაზე ცივი თვეების იანვარ-თებერვლისა 5 °C. წყალტუბო თბილისიდან 250 კმ.-ითაა მოშორებული, უახლოესი კოპიტნარის აეროპორტი 30 კმ.-ია. იგი ზღვის დონიდან 95-120 მ-ზე მდებარეობს. წყალტუბოს ძირითადი მინერალური რესურსია ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომლის შემადგენელი ნაწილების სასურველი პროპორცია საუკეთესო სამკურნალო ეფექტს იძლევა. ყველა წყაროს ქიმიური შემადგენლობა ერთი და იგივეა, ის არ იცვლება წლის სხვადასხვა დროს და არ არის დამოკიდებული ატმოსფერულ ნალექებზე. ამავე დროს წყლის ტემპერატურა უახლოვდება სხეულის ტემპერატურას. წყალი არ საჭიროებს დამატებით გაცხელებას ან გაცივებას. სასიამოვნო ტემპერატურა, აზოტის, რადონის, რადიუმის, სხვა კეთილშობილი გაზების არსებობა, რასაც ემატება ანთების საწინააღმდეგო აქტიური იონები და მძიმე წყლები ქმნის სამკურნალო აბაზანის თავისებურ კომფორტს. წყალტუბოს მინერალურიწყალიკურნავს სამოცამდე დაავადებას, როგორიცაა: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიურ და სხვა სნეულებებს. წყალტუბოში ეფექტურად მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერემბრალური დამბლით დასნეულებულ ბავშვებს. მკურნალობის ვადა 20-24 დღეა. ყოველდღიური ოცწუთიანი თერმული აბაზანის გარდა ავადმყოფებს, საჭიროების მიხედვით, ენიშნებათ წყლის ვარჯიშები, წყალქვეშა მასაჟი, გაჭიმვა, ცირკულარული და აღმავალი შხაპი “შარკო“, გინეკოლოგიური ირიგაციები, ელექტრო-თერაპია და სხვა პროცედურები.განსაკუთრებით ცნობილია №-6 აბაზანა, რომელიც ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილია, ის უშუალოდ წყაროზეა აგებული და თავის დროზე სპეცილურად სტალინისთვის აშენდა, რომელიც ხშირად სტუმრობდა სხვა ცნობილ გენერლებთან ერთად. მასში მოთავსებულია 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანა. მართალია წყალტუბოს წყალი უნიკალურია, მაგრამ მისი საკურორტო პოტენციალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. წყალტუბოში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი წარმატებით გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ასთმატური ბრონქიტის, ჰიპერტონიისა, ნევროზებისა და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ. არსებული ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით აქ სამკურნალო, ფიტო, სპელეო და პალეონტოლოგიური ტურების მოწყობაა შესაძლებელი. მსურველებს შეუძლიათ პრომეთეს და სათაფლიას მღვიმის მონახულება. ბუნების მიერ გამოთლილი გასაოცარი სილამაზის ნაღვენთი ფორმები, რომელთა შექმნასაც მილიონობით წელი სჭირდება, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს ვიზიტორებზე. წყალტუბოს გააჩნია ულამაზესი ცენტრალური პარკი, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს საფეხმავლო და ველობილიკების, ამფითეატრის, ღია კაფის, ჩოგბურთის კორტების, მინი გოლფის ხელოვნურ და გრუნტის საფარიანი მოედნების, სამი სხვადასხვა ფორმის აუზის მშენებლობა, პროექტის მიხედვით ამ ტერიტორიას მოცეკვავე შადრევნებიც გაალამაზებენ.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება