ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
საირმე

საირმე

 
  საირმე - ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტია.ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, საკურნალო წყაროებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ულამაზესი ბუნებით. ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს. ჰავა რბილია. იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვარში საშუალო ტემპერატურა -1,0°C) და ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0°C). 1930-იან წლებში საირმეს კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აშენდა პირველი სანატორიუმები. თავიდან მინერალური წყალი პრიმიტიულად ისხმებოდა, საირმის ქარხნული წესით ჩამოსხმა 1945 წელს დაიწყო და დღეისთვის მსოფლიოს 17 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს. მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 შესაბამისობის სერტიფიკატი. გაზირებული მინერალური წყალი მიზანშეწონილია ნივთიერებათა ცვლის ბალანსის რეგულირებისთვის. პროდუქტი გაჯერებულია კალციუმის ბიკარბონატით, რომელიც ძვლოვან სისტემას ამაგრებს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შეჩერებას. მინერალური წყალი გამოიყენება ღვიძლის, შარდსადენი გზების, თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის დარღვეული ფუნქციების აღსადგენად; საირმე ცნობილია თერმული აბაზანებითაც. თერმული წყარო მიწიდან 1500 მეტრის სიღმიდან ამოედინება და მისი ტემპერატურა 43°C შეადგენს. თერმული აბაზანები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, ნერვული სისიტემის დაავადებები , შაქრიანი დიაბეტი , კუჭ-ნაწლავის დაავადებები , ქრონიკული შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები , დერმატოლოგია, ინვაზირება და მრავალი სხვა. თერმული აბაზანები (სპა ცენტრი) აღჟურვილია გერმანული კომპანია ,,კრაფტის,, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით. იმისთვის, რომ საირმეში დასვენება უფრო კომფორტული გახდეს, მოეწყო ე.წ. ბიუვეტები - ადგილი, სადაც დამსვენებელმა მინერალური წყალი უნდა მიიღოს. ღილაკზე თითის დაჭერით, მინერალური წყალი ერთდოულად შეუძლია მიიღოს ათმა დამსვენებელმა. აღსანიშნავია, რომ ბიუეტის დოზატორი საშუალებას გაძლევთ, სწორედ იმ რაოდენობის წყალი ჩამოასხათ, რაც ექიმის დანიშნულებით არის განსაზღვრული. საირმეში ამ ეტაპზე 3–ვარსკვლავიანი და ეკონომ კლასის სასტუმროები მუშაობს. პარალელურად მიმდინარეობს სასტუმროების და გასართობი ცენტრების მშენებლობა.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება