ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ბორჯომი

ბორჯომი

 
  ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, თბილისიდან 160 კმ.-ში მდებარეობს, ზღვის დონიდან 800-900 მ. სიმაღლეზე. ბორჯომის ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა -7,5°C, აგვისტოს 15°C. ბორჯომის დაარსება იქ აღმოჩენილმა მინერალურმა წყალმა განაპირობა. წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან, ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით, რომელიც გზადაგზა მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალით. აღსანიშნავია, რომ ბორჯომის ხეობაში მდებარე ყველა ჭაბურღილი თვითდენის რეჟიმში ფუნქციონირებს. დღეს, ბორჯომში ორი ჩამომსხმელი ქარხანა მუშაობს, რომელთაც მინიჭებული აქვს ISO 22000 საერთაშორისო სერთიფიკატი. ამჟამად ბორჯომი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ბორჯომის წყალი ძალზე მარგებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების და მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. რეკომენდებულია ქრონიკული კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ქოლეცისტიტის, ჰეპატიტის, სიმსუქნის, პოდაგრის, პიელიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებების სამკურნალოდ. აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები. დადებითად მოქმედებს ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლაზე, დიაბეტზე, აძლიერებს იმუნიტეტს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს. ბორჯომს გარს აკრავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკი, სადაც შესაძლებელია ლაშქრობა, როგორც ფეხითა და კარვით, ასევე ველოსიპედით და ცხენებით. ეროვნულ პარკში 11 ტურისტული ბილიკია. ხელუხლებელი ტყეები სიმაღლისა და ამინდის ცვლილებასთან ერთად ტერასულად იცვლება. განსაკუთრებით ლამაზია აქაურობა გაზაფხულზე და შემოდგომაზე, რასაც თან ირმის მყვირალობა ერთვის. გარდა ამისა ირგვლის უამრავი ისტორიული ძეგლია, რის გამოც რეგიონს უამრავი ტურისტი სტუმრობს.
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1

 უკან დაბრუნება