ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ანაკლია

ანაკლია

 
  ანაკლია ისტორიულად შავი ზღვისპირეთის მნიშვნელოვან საპორტო დასახლებას წარმოადგენდა, სადაც არსებობდა ასევე კარგად გამაგრებული ციხესიმაგრე, რომლის ნანგრევები დღემდე არის შემორჩენილი. კურორტი ანაკლია არის მცირე ზომის საკურორტო ქალაქი განვითარებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით. ანაკლიაში აშენდა რამდენიმე ახალი სასტუმრო, გაშენდა ევროპული დონის ბულვარი, აკვაპარკი, იახტკლუბი, ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო მოედნები, ამფითეატრი და ევროპაში ერთ-ერთი დიდი საფეხმავლო ხიდი (540 მ), რომელიც ანაკლიას და განმუხურს ერთმანეთთან აკავშირებს. ანაკლიაში ყოველ წელს ახალგაზრდული საერთაშორისო ბანაკები ეწყობა, სადაც უამრავი ახალგაზრდა ისვენებს სხვადასხვა ქვეყნიდან. 2014 წელს ანაკლიაში მსოფლიოში პოპულარული ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი კაზანტიპი ჩატარდა რამაც კიდე უფრო შეუწყო ხელი კურორტის პოპულარობას და განვითარებას. ანაკლია მშენებარე, დიდი პერსპექტივის მქონე კურორტია. საქართველოს ხელისუფლება ანაკლიაში დამსვენებლებთან ერთად ინვესტორებსაც ეპატიჟება ,რომლებსაც ტურიზმის განვითარებისთვის განსაკუთრებულ პირობებს უქმნის.
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
მის: თბილისი 0108, რუსთაველის გამ. 26

ტელ: + 995 032 292 37 37; + 995 597 92 37 37.

ელ-ფოსტა: tour@worldtour.ge
სკაიპი: worldtour.ge1


 უკან დაბრუნება