ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
რეგიონები

დედაქალაქი და რეგიონები


თბილისი
- მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380—600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით— ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთითკი — თრიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 450 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. ქალაქი ისტორიული აბრეშუმის დიდი გზის ერთ-ერთ მარშრუტზე მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო/სატრანზიტო ცენტრის პოზიცია უჭირავს რუსეთის, ჩრდილო კავკასიას, თურქეთსა და ტრანსკავკასიის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების გადაკვეთაზე სტრატეგიული მდებარეობით.
     

ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვოვნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“— „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი— აბანოთუბანია.

XIX საუკუნის დამდეგიდან თბილისი ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის ხელისუფლების ადმინისტრაციული ცენტრი, სწრაფად ვითარდება და იზრდება. ისპობა ქალაქის გალავანი და კარები.

მდინარის მარჯვენა მხარეს ყალიბდება ქალაქის მთავარი არტერია გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის) პროსპექტი და ოლქის ქუჩა (ახლანდელი კოსტავას ქუჩა), მარცხენა მხარეს კი მოგვიანებით (XIX საუკუნის შუა წლები) ქალაქის მეორე გრძივი მაგისტრალი - მიხეილის (ახლანდელი დ. აღმაშენებლის) პროსპექტი.

ადმინისტრაციულად თბილისი დაყოფილია რვა რაიონად, რომელთაც საკუთარი წარმომადგენლები ჰყავთ საკრებულოში და ადგილობრივი მმართველობა, შეზღუდული იურისდიქციით.

ძველი თბილისი

ვაკე-საბურთალო

გლდანი-ნაძალადევი

ისანი-სამგორი

დიდუბე-ჩუღურეთი

რაიონებს სახელი ქალაქის ისტორიული უბნების მიხედვით ქალაქს ბუნებრივად მდინარე მტკვარი ყოფს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებად. უძველესი უბნების სახელები სათავეს ადრეული შუასაუკუნეებიდან იღებს. უახელსი უბნები ბოლოდროს გაშენებული საცხოვრებელი კვარტლების სახელს ატარებს.

თბილისის დაძმობილებული ქალაქები არიან:

ზაარბრიუკენი, გერმანია (1975)

ნანტი, საფრანგეთი (1979)

ლუბლიანა, სლოვენია (1979)

ინსბრუკი, ავსტრია (1982)

ერევანი, სომხეთი (1996)

ატლანტა, აშშ (1987)

პალერმო, იტალია (1987)

ბრისტოლი, ინგლისი (1988)

ბილბაო, ესპანეთი (1989)

ანკარა, თურქეთი  (2006) 

კიევი, უკრაინა (1999)

ასტანა, ყაზახეთი (2005)

 
საქართველოში 10 რეგიონია
აჭარა                                                                                                                                                                                                        

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. რომელსაც სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი, დასავლეთით კი შავი ზღვა.ფართობი შეადგენს - 2900 კვ.კმ-ს, (ქვეყნის საერთო ტერიტორიის 4,2%)

აჭარის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია გვიანი ანტიკური ხანა (ახ. წ. I-IX სს.). ამ პერიოდში დაწინაურებულ საქალაქო ცენტრად იქცა გონიო-აფსაროსი, რომელსაც ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობით, თეატრონი და იპოდრომიც ჰქონდა

.XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომაც რეგიონში XVII საუკუნის მიწურულიდან დაიწყო მუსლიმანური რელიგიის გავრცელება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ ძირითადად შეინარჩუნა ეროვნული ტრადიციები, მშობლიური ქართული ენა, ყოფისა და კულტურის ძირძველი ელემენტები. მხარის ოსმალთაგან გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ოსმალთა გავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომაც რეგიონში XVII საუკუნის მიწურულიდან დაიწყო მუსლიმანური რელიგიის გავრცელება. მიუხედავად ამისა, მოსახლეობამ ძირითადად შეინარჩუნა ეროვნული ტრადიციები, მშობლიური ქართული ენა, ყოფისა და კულტურის ძირძველი ელემენტები. მხარის ოსმალთაგან გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი 1921 წლიდან აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში

აჭარა მდიდარია მინერალური და სამკურნალო წყლებით, სააგურე თიხით, მოსაპირკეთებელი ქვებით, ხე-ტყით, სპილენძით, ოქროთი, თუთიითა და ფერადი ლითონებით.

რეგიონში მოქმედებს 30-მდე ეკლესია და 8 მეჩეთი, საკურორტო სეზონზე კერძო სასტუმროები, დასასვენებელი სახლები და ინდივიდუალური სახლების მეპატრონეები 100 000-მდე დამსვენებელს მასპინძლობენ.

ბათუმი-აჭარის დედაქალაქი.წრმოადგენს მნიშვნელოვან საზღვაო-სატრანსპორტო კვანძს,გამომდინარე იქედან, რომ აჭარის დედაქალაქს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ, ყველაზე ღრმა და მოხერხებული ნავთსაყუდელი აქვს რომელშიც დიდი წყალწყვის გემები შემოდიან, 1983 წელს, ბაქოსთან დამაკავშირებელი რკინიგზის გაყვანამ, ნავსადგური საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.   ვრცლად > >

 
გურია

გურია მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, სამხრეთით აჭარა ესაზღვრება, დასავლეთით-შავი ზღვა, ჩრდილოეთით-რიონი და აღმოსავლეთით-იმერეთი. ბუნებრივ კლიმატური პირობებით ტენიან სუბტროპიკულ ზონას მიეკუთვნება. ფართობი: 2,0333კვ.  

გურიის ტერიტორია მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. სოფელ ხვარბეთში აღმოჩენილია 250 000 წლის წინანდელი, უძველესი ნამოსახლარები. რეგიონის სხვადასხვა სოფლებში კი დაფიქსირებულია ახალი ქვის ხანის, ნეოლითის დროინდელი, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანის ძეგლები

გურიაში 2 ძირითადი კურორტია:

ბახმარო აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2 050 მეტრზე, ჩოხატაურის რაიონში მდებარეობს საქართველოს და პოსტსაბჭოთა სივრცეში, თავისი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებით განთქმული, ალპური კურორტი ბახმარო, მისი ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. სააგარაკო სეზონი აქ ივლისის დასაწყისიდან იწყება და აგვისტოს ბოლოსკენ, ფერისცვალების დღესასწაულზე გამართული დოღით მთავრდება.
გურიაშია ასევე სოფელი ნაბეღლავი სადაც, უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე, მჟავე წყალი "ნაბეღლავი" ამოედინება. ვრცლად > >

 
სამეგრელო-ზემო სვანეთი

ეს ორი გეოგრაფიულად მეზობლად მდებარე და ლანდშაფტურად განსხვავებული მხარე, კოლხეთი და სვანეთი ადრინდელ საუკუნეებში ერთი სამეფოს შენმადგენელ ნაწილებს წარმოადგენდა.ისტორიულ წყაროებში კოლხას სამეფო მთელს ანტიკურ სამყაროში ცნობილ სახელმწიფოდ გვევლინება. კოლხეთის სამეფოს კულტურულ-ეკონომიური ძლიერებაზე მოგვითხრობს ცნობილი ლეგენდა ოქროს საწმისისა და არგონავტების შესახებ,რაც შეეხება სვანეთს, ეს კუთხე სუკუნეების მანძილზე კოლხეთის, შემდეში კი ეგრისის უშუალო შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა.  

დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის რაიონების ტერიტორიას.
სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მთიანი დასახლებული რეგიონია ევროპაში. კავკასიის 10 უმაღლესი მწერვალიდან ოთხი სვანეთშია. მათ შორისაა, საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი შხარა (5,201 მეტრი) და სხვა ცნობილი მწვერვალები; თეთნულდი (4,974მ), შოთა რუსთაველი (4,960მ), უშბა (4,710მ), აილამა (4,525მ); ფართობი 7441 კვ.კმ.

რეგიონში მრავლადაა უძველესი პერიოდის არქიტექტურულ-ხურორთმოძღვრული ძეგლების ნიმუშები,მოთ შორის ერთ-ერთი უძველესთაგანია ისტორიული ქალაქი ციხეგოჯი-(ნოქალაქევი) (ძვ.წ. III საუკუნე). მდებარეობს სენაკის რაიონში, მდ. ტეხურის სანაპიროზე. ისტორიული წყაროების მიხედვით იგი ეგრისისა და სვანეთის ერისთავს ქუჯის აუგია. აღნიშნული ძეგლი უფრო გვიანდელ ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება "არქეოპოლისის" სახელით, რაც რაც თარგმანში ნოქალაქევს ნიშნავს, ცაიშის ტაძარი - ცაიშის ეპარქიაში იყო ერთერთი უძველესი საეპისკოპოსო საქართველოში. ეპარქიის საკათედრო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ზუგდიდის რაიონში მდებარეობს. ნაგებობა X-XI საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი ორსართულიანი სამრეკლო XIII საუკუნეში აუშენაბია ეპისკოპოს გრიგოლ ჩიქოვანს. დადიანების სასახლე-სამეგრელოს მთავართა საგვარეულო სასახლე, სადაც დაცულია მართლმადიდებლური სიწმინდეები, ღვთისმშობლის კვართი,წმიდა გიორგის მუხლის ძვლის ნაწილი, წმიდა მარინეს მკლავი, ოქროსა და ვერცხლის სასწაულთმოქმედი ხატები.
სვანეთი ორიგინალურია არქიტექტურული ძეგლებითა და ლანდფშატით. რეგიონში რამდენიმე მართმადიდებლური ეკლესიაა. ზემო სვანეთის არქიტექტურული ძეგლები გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული ისტოროული სოფელი უშგული -ცნობილი სვანური კოშკების სამფლობელო, (IX-XIII საუკუნეები). კოშკები ძირითადად სათავდაცვო დანიშნულებით შენდებოდა და მათში საუკუნეთა მანძილზე აფარებდნენ თავს, სვანეთისთვის ტრადიციად ქცეულ მოსისხლეობას გარიდებული ადგილობრივი მაცხოვრებლები. დღეს-დღეობით ამ ნაგებობებს საცხოვრებლად ნაკლებად იყენებენ. მათში ძირითადად სამზადები და თონეები აქვთ განთავსებული სვანის დიასახლისებს.
მესტიის მუზეუმში დაცულია ადრექრისტიანული და შუაქრისტიანული საუკუნის ხატები, ოთხთავები, რომლებიც წარმოადგენენ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს და შესრულებულია ძირითადად ოქროსა და ვერცხლში. ვრცლად > >



რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.
ლეჩხუმი მდებარეობს მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის შუაწელის გასწვრივ ტერიტორიაზე და მდინარე ლაჯანურის მთელ ხეობაში. ლეჩხუმს აღმოსავლეთით საზღვრავს რაჭა, დასავლეთით - სამეგრელო, ჩრდილოეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი.  
რაჭა განთქმულია მეღვინეობის უძველესი ტრადიციებითა და ყურძნის უნიკალური ჯიშებით.
ისტორიულად ლეჩხუმი ცნობილი იყო თაკვერის სახელით, რომელსაც ბიზანტიელები სკვიმნიას უწოდებდნენ. ლეჩხუმში არის დაკრძალული წმიდა მაქსიმე აღმსარებელი.

ნიკორწმინდის ტაძარი მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის რაიონში. ნაქერალას უღელტეხილის მახლობლად, სოფელ ნიკორწმინდაში.უმშვენიერესი ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ქართული ხურორთმოძღვრების სხვა ძეგლთაგან უხვი და ოსტსტურად შესრულებული საფასადო მორთულობით გამოირჩევა.რელიეფებს შორის ქრისტიანულ სიუჟეტებთან ერთად გვხვდება ხალხური, წინარექრისტიანული რწმენიდან მომ დინარე სიმბოლოებიც, რომელთაც სათანადო განმარტებაც დაერთვით თან, მაგალითად: ”ფასქუნჯი”, სირაქლემი”, ”ქათამ-ვეშაპი”, ”ხარი ზებუ” და სხვა. გამომდინარე იქედან, რომ ტაძრის დასავლეთ შესასვლელის ქტიტორულ წარწერაში გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III მოიხსენიება, მკვლევარები ძეგლს XI საუკუნით ათარიღებენ.
ბარაკონის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ონის რაიონში, სოფელ წესის მახლობლად. ტაძარი 1753 წელს რაჭის ერისთავის, როსტომის ბრძანებით ააგეს. ამის შესახებ ნაამბობია შესასავლელის ტიმპანებზე მოთავსებულ გრძელ და მაღალფარდოვან წარწერებში, ცნობილია ტაძრის ხურორთმოძღვარიც, ვინმე ავთანდილ შულავრელი. შენობის გეგმა ტრადიციული სწორკუთხედის ფორმას ემყარება, საკურთხევლის აფსიდი ორი თვისუფლად მდგომი გუმბათქვეშა ბოძით. ტაძრის საფასადო მორთულობა ტექნიკური თვალსაზრისით საკმაოდ კარგადაა შესრულებული, მაგრამ ხისტი და დაქუცმაცებულია. აღსანიშნავია ისიც რომ ორნამენტები სუფთა ქართული ხასიათისაა და ირანული გავლენის კვალი რაც ამ პერიოდის ძეგლებს ძირითადად ახასიათებს ბარაკონში არსად გვხვდება. ვრცლად > >

 
მცხეთა -თიანეთი

მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, ხევის, გუდამაყრის, ქსნისხევის ტერიტორიებს. მხარეში გადის საქართველოს სამხედრო გზა. რომელიც ამჟამად რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ერთადერთი მაგისტრალია. სამრეწველო ობიექტები თავმოყრილია მცხეთასა და დუშეთში. მხარეში მდებარეობს ქვეყნის მთავარი სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური.

მცხეთა-მთიანეთის მხარე მოიიცავს 85 დასახლებულ პუნქტს,მათ შორისაა ქალაქები მცხეთა, დუშეთი. დაბები: ზაჰესი, ახალგორი, ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, ყაზბეგი.  

არმაზის ციხე (XIII-XV საუკუნეები), არმაზისხევი (თარიღდება ახ.წ. აღ. პირველი საუკუნეებიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდით) წარმოადგენს მცხეთის მუზეუმ-ნაკრძალის ღია ექსპოზიციას. ბებრისციხე (ბელტისციხე) ადრეფეოდალური ხანის სათავდაცვო ნაგებობა.
ბებრის ციხე მდებარეობს ქალაქ მცხეთის ჩრდილო ნაწილში. მდინარე არაგვის, მარჯვენა სანაპიროს კლდისთავზე. მას უძველეს დროს ერქვა ბელტა. იგი ანტიკურ ხანაშია აგებული. ამ რეგიონიში მდებარეობს ქართული ხურორთმოძღვრების სიამაყე XI საუკუნის პირველ ნახევარში აგებული სვეტიცხოვლის უმშვენიერესი საკათედრო ტაძარი,სვეტიცხოვლისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს,ქართული ხურორთმოძღვრების კიდევ ერთი შესანიშნავი ძეგლი სამთვროს საეპისკოპოსო ტაძარი (1811 წლიდან დღემდე დედათა მონასტერია) XI საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აქვეა წმიდა ნინოს მაყვლოვანი და მისივე სახელობის მცირე ეკლესია. ტაძრის ეზოში დაკრძალულია სასწაულებრივ კურნებათა მადლით განთქმული სალოსი ბერი გაბრიელი,რომლის საფლავიდან წამოღებული კანდელის ზეთი არაერთი მორწმუნის საოცარი გამოჯანმრთელების საფუძველი გამხდარა. მამა გაბრიელის საფლავს დღესაც უამრავი მლოცველი სტუმრობს.

მცხეთის კიდევ ერთ სიამაყეს წარმადგენს ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ზოგადად მსოფლიო ხუროთმოძღვრების მარგალიტი, მტკვრისა და არაგვის შესართავთან წამომართული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, მცხეთის ჯვრის ტაძარი, რომელიც 586-604 წლებით თარიღდება. მასთან არაერთი ლამაზი ლეგენდაა დაკავშირებული. ამ რაიონშივე, მცხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, არგვის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის იოანეს მიერ დაარსებული ზედაზნის სამონასტრო კომპლექსი და იოანე ზედაზნელის მოწაფის,კიდევ ერთი ღირსი ასურელი მამის შიოს მიერ დაარსებული შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი რომელიც ასევე VI საუკუნით თარიღდება. მცხეთის რაიონში მდებარეობს ძალისის ნაქალაქარი (ძვ.წ.აღ.II და ახ. წ.აღVIII საუკუნეები) და ძეგვის ეკლესია (X საუკუნე) ასევე წილკნის ტაძარი (VI-VII საუკუნეები). გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა მცხეთა-მთიანეთის ტერიტორია მდიდარია ქართული ხურორთმოძღვრების ისეთი მარგალიტებით, როგორიცაა: ლარგვისი მდინარე ქსნის ხეობის ზედა ნაწილში, ორი მდინარის ქსნისა და ჭურთის შესართავთან მდებარეობს. ძეგლი 1721-1741 წლებში აუგია ვინმე შანშე ერისთავს, ლარგვისის მონასტერი არაერთხელ გამხდარა მტრის შემოსევებისა და წყლდიდობების მსხვერპლი. იგი ქართული ხურორთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუშს წარმოადგენს. ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი გვიანი ფეოდალური ხანის ქართული ხურორთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუში.მთავარი ტაძრის კედელზე არსებული ქტიტორული წარწერის თანახმად, მისი შენება 1689 წელს დაუმთავრებია მსაჯულთუხუცეს ბარძიმს. ანსამბლი არაგვის ერისთავთა მძლავრ სათავდაცვო ობიექტს წარმოადგენდა და შესაბამისად მისი ისტორია მრავალ სისხლიან ფურცელს ითვლის. ციხე სოფელი შატილი გვაინი შუა საუკუნეების ნაგებობაა,უნიკალურია, როგორც თავისი არქიტექტურით, ასევე სტრტეგიული და ისტორიული ფუნქციით.დღესდღეობით იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს. გერგეტის ყოვლად წმიდა სამების ტაძარი ქართული ხურორთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლი,მდებარეობს სტეფანწმინდა-ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით, მდ. თერგის შენაკადის-ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, მყინვარწვერის ფერხთით, გერგეტის სამება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მთის მწვერვალზე ულამაზეს ადგილასაა აგებული. ტაძარი XIV საუკუნეში, საქართველოს ეკლესიის აღმავლობის ხანაშია აგებული. სამონასტრო კომპლექსში ასევე შედის სამრეკლო და სამხრეთ ფასადზე მიშენებული საბჭეო, სადაც მთის უძველესი ტრადიციის თანახმად უხუცესთა საბჭო იკრიბებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

სიონი მდებარეობს ყაზბეგის რაიონში. ზღვის დონიდან 1900 მეტრზე. გასტრეოენტერული პროფილის მქონე კლიმატური ტიპის კურორტი.
ფასანაური მდებარეობს დუშეთის რაიონში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. კლიმატო-ბალნეოლოგიური ტიპის კურორტი.
ყანჩაეთი მდებარეობს ახალგორის რაიონში, ზღვის დონიდან 960 მეტრზე, კლიმატო - ბალნეოლოგიური ტიპის, ართროლოგიურ-ჰელმონოლოგიური პროფილის მქონე კურორტი.
ყაზბეგი მდებარეობს ყაზბეგის რაიონში, ზღვის დონიდან 1744 მეტრზე. განეკუთვნება კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტის ტიპს.  ვრრცლად > >

 
იმერეთი

იმერეთის რეგიონი აღმოსავლეთით შემოსაზღვრულია ლიხის ქედით, დასავლეთით - ცხენისწყლით, ჩრდილოეთით - კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე. იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო.
იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლების მიხედვით, ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია.  
უძველესი ქალაქების არქეოლოგიური ნაშთები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდათ. ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო, ე.წ. აბრეშუმის დიდი გზა, რომლითაც დასავლეთის სამყარო უკავშირდებოდა აღმოსავლეთის ქვეყნებს.

იმერეთის რეგიონი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მოიპვება მანგანუმი, ბარიტი, მარმარილოსებრი კირქვა, ქვანახშირი, სააგურე თიხა და სხვა. სასოფლო სამეურნეო დარგებიდან იმერეთის მხარეში განვითარებულია მევენახეობა, მეხილეობა და მებოსტნეობა.

ბაგრატის ტაძარი მდებარეობს ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. მისი მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დასრულდა 1003 წელს, სახელი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III საპატივცემულოდ ეწოდა. ტაძარი გეგმის მიხედვით ე.წ "ჩახაზული ჯვრის ტიპს" განეკუთვნება. ნაგებობა პროპორცების გასაოცარი დახვეწილობით, დეკორის მრავალფეროვნებითა და კონსტრუქციის სიმსუბუქით აღფრთოვანებას იწვევდა მნახველში. სამწუხაროდ 1692 წლს ეს უნიკალური ნაგებობა თურქების მიერ იქნა აფეთქებული ბარბაროსულად დამახინჯებული და დღეს-დღეობით მისი დიდებულების უგუმბათ-უკამარო ნაშთიღაა შემორჩენილი.
კაცხის სვეტი კლდოვანი სვეტი კაცხურის ხეობაში. მისი სიმაღლე 40 მეტრი, ზედა ბაქნის ფართობი კი 10X17 მეტრია. სწორედ ამ ბაქანზეა განთავსებული ორი მცირე ზომის ეკლესია, ორივე ერთ-ნავიანი. მათგან ერთერთი (V საუკუნე) იქვე მოპოვებული უხეში ქვითაა ნაგები, აფსიდი კლდეში აქვს გამოკვეთილი. მეორე ტაძარი (VI საუკუნე) კი კრიპტაზე ანუ ძვალთშესანახზე დგას და ტუფის დიდი კვადრებითაა ნაშენი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქუთაისიდან აღმოსავლეთით 12 კილომეტრზე, მონასტრის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა და 1130 წელს მისმა ძემ, დემეტრე I-მა დაასრულა. ლეგენდის მიხედვით, დავითი თავადაც უშუალო მონაწილეობას იღებდა ტაძრის მშენებლობაში და ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ეკლესიამდე მარტოს ამოუტანია. მთავარი ტაძარი გეგმით ცენტრალურგუმბათოვან ნაგებობათა ტიპს განეკუთვნება, შედარებით გვიან XIII- XIV საუკუნეებშია აგებული, კომპლექსში შემავალი წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის სახელობის მცირე ეკლესიები და სამრეკლო. გელათი ამაყობს რალიგიური და აქტიტორული ხასიათის უმშვენიერესი ფრესკებით, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს ასევე ჭედურობისა და მინანქრის უნიკალური ექსპონატებით. გელათის კარიბჭის შესასვლელში დაცულია დავით აღმაშენებლის საფლავის ქვა, რომელსაც მონასტერში შემსვლელებმა დიდი ხელმწიფის ანდერძის თანახმად ფეხი უნდა დაადგან.
მოწამეთა - ქუთაისის აღმოსავლეთით, მდინარე წყალწითელას ულამაზეს ხეობაში მდებარეობს მოწმეთის მონასტერი. იგი XI სუკუნეში აუგია ბაგრატ მე-III-ეს,ადრინელ ნაეკლესიარზე. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, აღსანიშნავია რომ ტაძარს საკურთხეველი ტრადიციულად აღმოსავლეთით კი არა ჩრდილოეთით აქვს, რაც ალბათ იმ გარემოებამ გნაპირობა, რომ მოწმეთაში ტაძრის ამ საპატიო აღმოსავლეთ მხარეს, დაკრძალულნი არიან სამშობლოსა და რწმენისთვის თავდადებული ქართველი გმირები, არაბთა სარდლის "მურვან ყრუს" მიერ სასტიკად ნაწამები დავით და კონსტანტინე მხეიძეები.
ვანის ნაქალაქევი- მდებარეობს ვანის რაიონში, ეს არის უძველესი ნაქალაქევი რომელიც ოთხი სხვადახვა ქრონოლოგიური ფენისაგან შედგება.მათგან უადრესი ჩვ. წ. აღრიცხვამდე VIII საუკუნით თარიღდება,მკვლევართა აზრით, ვანი ძველი კოლხეთის სამეფოს კულტურული ცენტრი უნდა ყოფილიყო. ნაქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა წარმართული სამსხვერპლოსა და მდიდრული სამარხების ნაშათები.
სათაფლია - სათაფლიის კარსტული მღვიმე, მდებარეობს ქუთაისიდან 7 კილომეტრზე, სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალში. იგი 1925 წელს აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა და დაარსებიდან ძალზე მოკლე პერიოდში მოიზიდა მან მილიონობით ტურისტი და მეცნიერი. მღვიმე სავსეა ულამაზესი, ფანტასტიკური ფორმისა და სიდიდის სტალაქტიდ-სტალაგმიტებით, მათ შორის მოქმედიდან ნაჟური წყალი ამოედინება, მღვიმის შიდა ტემპერატურა უცვლელად 11 გრადუსია, გამოქვაბულის საერთო სიგრძე 600 მეტრია, სიმაღლე-სიგანე 15/5 მეტრი.

იმერეთის რეგიონშიმდებარეობს სამკურნალო-მინერალური წყლებით ცნობილი ისეთი კურორტები როგორიცაა: ბაღდათის რაიონში, ზღვის დონიდან 915-950 მტრზე მდებარე კურორტი საირმე, 920 მეტრზე მდებარე კურორტი ნუნისი, (აქაური წყლებით მკურნალობენ კანის სხვადასხვა სნეულებებს), სულორი ვანის რაიონში მდებარე ასევე მინერალური წყაროებით მდიდარი კურორტი,ყოფილი სსრკ-ს მასშტაბით განთქმული, გამაჯანსაღებელი, სამკურნალო აბაზანებით ცნობილი კურორტი წყალტუბო. ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარე კურორტი ზვარე და ა.შ.     ვრცლად > >

 
შიდა ქართლი

შიდა ქართლი არის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი. შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით - კავკასიონით, დასავლეთით - ლიხის ქედით, სამხრეთით კი თრიალეთის ქედით. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე. წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ისეთი ქალაქების ჩამოყალიბებას როგორიცაა: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა.
ფართობი 6200 კვ.კმ  

შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში მდებარეობს უფლისციხის ისტორიული მუზეუმ- ნაკრძალი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი, ი. ბ. სტალინის სახლ-მუზეუმი.
უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. არსებობდა ძვ. წ. IV საუკუნეებში, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით ათ კილომეტრში.
ატენის სიონი ძველი ქართული საეკლესიო ხურორთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში. აგებულია VII საუკუნის პირველ ნახევარში. იგი გორის რაიონში, მდ. ატენთან ახლოს, კლდეზეა აღმართული. გეგმით ეს არის ცენტრალურ გუმბათოვანი ნაგებობა. რომელიც დიდწილად მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ სქემას იმეორებს. ტაძრის ფასადები შემკულია მდიდრული რელიეფებით.
გორის ციხე ისტორიული ციხესიმაგრე გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ისტორიულ წყაროებში იგი პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება.გორის ციხე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა.საუკუნეთა მანძილზე ნაგებობა არაერთხელ გადააკეთეს და დღევანდელი სახე მან 1633 წლიდან მიიღო.
ყინწვისის მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ანსამბლიდან შემორჩენილია წმიდა ნიკოლოზის სახელობის, XII საუკუნით დათარიღებული, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი.ყინწვისის მონასტერი თავისი ულამაზესი ფრესკული მოხატულობით გამოირჩევა.
სამთავისი-სამთავისის საეპისკოპოსო ტაძარი, ქართლში კასპის რაიონში მდებარეობს, ქართული ხურორთმოძღვრების ეს ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლითაგანი, XI საუკუნეში აუგია სამთავნელ ეპისკოპოსს, ილარიონ ყანჩაელს, რომელიც მიხსენიებულია აღმოსავლეთ ფასადის ქტიტორულ წარწერაში. სამწუხაროდ სამთავისის ტაძარი დროთა განმავლობაში ძლიერ დაზიანდა, ყველაფერს ატყვია XIX საუკუნის დროინდელ შეკეთებათა კვალი. გვიანი პერიოდის მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი.

სურამი მდებარეობს ხაშურის რაიონში, ზღვის დონიდან 900-1000 მეტრზე. კლიმატური ტიპის კურორტი, სულფიდური მინერალური წყლებით.
ქვიშხეთი მდებარეობს ხაშურის რაიონში, ზღვის დონიდან 730 მეტრზე, კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტების ტიპს განეკუთვნება, მდიდარია წყაროსა და მინერალური წყლებით.
ბიისი კლიმატო- ბალნეოლოგიური კურორტი, მდებარეობს გორის რაიონში, მდ. თანის მარჯვენა სანაპიროზე,ატენის ხეობაში, ზღვის დონიდან 1080 მეტრზე, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტითა და უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლით.
ფელი მაღალი მთის კურორტი, მდეაბარეობს გორის რაიონში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე.ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი - მაღალი მთის ჰავა. ეფექტურია ასთმის, სხვადასხვა ალერგიული, გულის დაავადებების, დაბალი არტერიული წნევის სამკურნალოდ.
ხოვლე ბალნეოლოგიური კურორტი, ართროლოგიური სამედიცინო პროფილით, მდებარეობს კასპის რაიონში. ზღვის დონიდან 780 მეტრზე.
რკონი მდებარეობს კასპის რაიონში, ზღვის დონიდან 950 მეტრზე, მაღალი ჰაერის გამო სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.
გარიყულა კასპის რაიონშია. ზღვის დონიდან 470 მეტრზე მდებარეობს, გარიყულას ჰაერი განსაკუთრებით სასარგებლოა ასთმით დაავადებულთათვის. 

 
კახეთი

კახეთი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით საზღვრავს კავკასიონის მთა, სამხრეთით - მტკვარი, დასავლეთით - არაგვი. ფართობი 11.310 კვ.კმ. ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფით კახეთი ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის,ლაგოდეხის, საგარეჯოს, რაიონებად: მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი მხარეში 285 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქები: ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი, ყვარელი, წნორი. ამას გარდა 276 სოფელი. კახეთი ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის, მქონე მხარეა აღმოსავლეთ საქართველოში. 

კახეთის რეგიონი ოდითგანვე ცნობილია უძველესი და უნიკალური ვაზის ჯიშებითა და ღვინის ნაირსახეობებით. კახეთის მხარე სასოფლო-სამეურნეო რეგიონია, რომლის ძირითად საქმიანობას სწორედ მევენახეობა წარმოადგენს.

ალავერდის ტაძარი -კახელთა უმთავრესი სალოცავი, ალავერდი,რომლის სახელწოდებაც თურქულ-არაბული სიტყვიდან წარმოსდგება და თარგმანში ’’ღვთისაგან ნაბოძებს” ნიშნავს, გარეკახეთში მდებარეობს. ტაძარი ღირსი ასურელი მამის, იოსებ ალავერდელის მიერ VI საუკუნეში აგებული მცირე ეკლესიის ადგილას აუშენებია კვირიკე კახთა მეფეს XI საუკუნეში. დროთა განმავლობაში, ალვერდის ტაძარი არაერთგზის დაზიანდა მომხდურთა მიერ, თუმცა სრულ საბოლოო განადგურებას მაინც გადაურჩა. სამონასტრო კომპლექსში გარდა მთავარი ტაძრისა, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებიც შედის.
გურჯაანის ყველაწმინდა, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ("გარდამავალი ხანის") უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. "ყველაწმინდა". ქ. გურჯაანიდან 2 კმ-ზე. გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია საქართველოში ეს თემა დამახასიათებელია შემოქმედებითი ძიების ხანისთვის თუმცა შემდგომში განვითარება ვეგარ ჰპოვა. ტაძარი ნაგებია რიყის. ქვის სწორი რიგებით, კუთხეები და დეკორატიული ნაწილები - შირიმის თლილი კვადრებით. თაღები, კამარები, და საყრდენბი ბოძები ამოყვანილია კვადრატული აგურით. რთული გეგმის ნაგებობის ზოგი ნაწილი ორ სართულადაა განლაგებული. ნავები გაყოფილია ბოძების ორი წყვილით. ორფერდა სახურავით გადახურული შუა მაღალი ნავი, რომელიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდით ბოლოვდება, დაყოფილია სამ კვადრატად. განაპირა კვადრატებზე შეკრული კამარებით დაგვირგვინებული დაბალი, რვაწახნაგა გუმბათის ყელებია აღმართული. მთავარ ნავს სამხრეთ და ჩრდილოეთიდან ეკვრის კამარებით გადახურული გვერდის ნავები, მათ თავზე მოთავსებული ფართო გარსშემოსავლელი სამი მხრიდან ერტყმის ცენტრალურ ნავს. თუმცა გარედან შენობა მარტივადაა დამუშავებული, წინა ხანის ძეგლებთან შედარებით მაინც იგრძნობა დეკორატიული ტენდენციების გაძლიერება, სხვაგვარია (უფრო აზიდულია) შენობის პროპორციებიც.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი-მდებარეობს გარე კახეთში,კერძოდ საგარეჯოს რაიონში, კომპლექსი გარეჯის უდაბნოს ტერიტორიაზე 25 კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. მონასტერი აქ, VI საუკუნეში დაუარსებია ღირს ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, დავით გარეჯელს.მისი კედლის მხატვრობა და ისტორიულ პირთა ფრესკული პორტრეტები კი, რომელზეც ასახული არიან დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ლაშა-გიორგი, დემეტრე თავდადებული და სხვები XI-XIII საუკუნით თარიღდება.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ყვარლის რაიონში, სოფელ შილდიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილი, ნატეხი ქვით ნაგები სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც მკვლევარები IV საუკუნით ათარიღებენ, დღესდღეობით ქართული ხურორთმოძღვრების ყველაზე ადრეულ ნიმუშად ითვლება. ამას გარდა ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში შედის: დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა (VII საუკუნისა), გუმბათოვანი ტაძარი (VIII-IX საუკუნისა), საეპოსკოპოსო სასახლის ნანგრევები, მცირე სამლოცველოები და სხვადასხვა საცხოვრებელ-სამეურნეო შენობათა ნაშთები.
იყალთოს მონასტერი- ქართული ხურორთმოძღვრების თვალსაჩინო ნიმუში, მდებარეობს თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კილომტრზე. სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, ზენონმა VI საუკუნეში. იყალთო ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, XI-XII საუკუნეებში არსენ იყალთოელს აქ აკადემია დაუარსებია. კომპლექსში შედის სამი ეკლესია, მათ შორის უმთავრესია ფერისცვალების სახელობის ტაძარი ”ღვთაება”, რომელიც კომპლექსის დამაარსებლის, მამა ზენონის საძვალეზეა აგებული და VIII-IX საუკუნით თარიღდება.
გრემი- ნაქალაქარი გრემი მდებარეობს ალაზნის გადაღმა მდ.ინწობის ნაპირზე, გრემი XVI საუკუნეში საჰ-აბასის სასტიკ დარბევამდე, კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ნაქალაქარის მთავარი სიამაყეა, ლევან კახთა მეფის მიერ1565 წელს აგებული მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია და მეფის კოშკისებრი სასახლე, რომელიც მთის ქედის ერთ-ერთ ტერასაზეა აღმართული.
შუამთა-ძველი ქართული ხურორთმოძღვრების ერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლი, მდებარეობს თელავის რაიონში. საომონასტრო კომპლექსში შედის; V საუკუნის ბაზილიკა და VII საუკუნის ორი, მცირე და დიდი გუმბათოვანი ტაძარი. XVI საუკუნიდან როცა შუამთის მონასტერი დაცარიელდა, მის მახლობლად ლევან კახთა მეფის მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა, შუამთის ახალი მონასტერი დააარსა.
ბოდბე-ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში და იგი ქართველთა განმანათლებელის, მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს დაკრძალვის ადგილასაა აგებული. საბოლოო ბაზილიკური სახე ტაძარმა VIII-XI საუკუნეებში მიიღო. მონასტრის ტერიტორიაზე ამოედინება სასწაულთმოქმედი წყარო, რომელიც არაერთი მორწმუნის გამოჯანმრთელების საწინდარი გამხდარა. დღესდღეობით ბოდბეში დედათა მონასტერია.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი-ცნობილი ქართველი პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მდებარეობს თელავის რაიონში, სოფელ წინანდალში, ჭავჭავაძეების საზაფხულო რეზიდენციად ცნობილ სასახლეში, რომელიც 1830 წელსაა აგებული. მუზეუმში თავმოყრილია პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები.აგრეთვე მდიდარი ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი. სახლ-მუზეუმს გარშემო აკრავს გერმანელი პეიზაჟისტ-არქიტექტორის, არნოლდ რეგელის მიერ შექმნილი, ულამაზესი დეკორატიული პარკი, რომელშიც უნიკალური და იშვათი ჯიშის მცენარეები ხარობს.   ვრცლად > >



ქვემო ქართლი

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მხარეს გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. ფართობი 6528 კვ. კმ 

ქვემო ქართლის რაიონი მდიდარია ბუნებრივი წიაღისეულით, მოიპოვება: ბაზალტი, გრანიტი, ტუფი, საკირე ქვა, ტორფი, საკრამიტე თიხა, ოქრო, სპილენძი და სხვა.

ბოლნისის სიონი-მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, მდ. ფოლადაურის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ბოლნის-ხაჩინის ტერიტორიაზე. ტაძარი აშენდა 478-493 წლებში, საქართველოს პოლიტიკური და კულტურული აღმავლობის ხანაში, ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაში. ბოლნისის ტაძარი სამნავიან ბაზილიკათა ტიპს განეკუთვნება.

ფიტარეთი- მდებარეობს თეთრი წყაროს რაიონში, დასახლებულ ადგილთაგან მოშორებით, განმარტოებით. ქართული ხურორთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლთაგანი. განეკუთვნება ჯვარგუმბათოვანი ტიპის ტაძართა რიცხვს. ფიტარეთის მთავრი ღირსება, მისი გასაოცარი ოსტატობით შესრულებული, მდიდრული და ორნამენტაციის მხრივ მრავალფეროვანი საფასადო მორთულობაა.

დმანისის ნაქალაქარი მდებარეობს თბილისიდან 100 კილომეტრზე, სამხრეთ- დასავლეთით, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას, კლდოვნ კონცხზე. როგორც ქალაქი, დმანისი წარმოიშვა არა უადრეს IX საუკუნისა, XII- XIII საუკუნეებში კი, აყვავების ხანას მიაღწია. იგი იყო შუა საუკუნეებში ერთ-ერთი უძლიერესი ქალაქი, რომელიც სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა.

ციხე-ქალაქი სამშვილდე- მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში. სამშვილდე ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია საქათველოში, ეს მძლავრი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, რომელიც ხშირად მოიხსენიება ქართულ მატიანეებში. ჯერ კიდევ ძვ. წ. აღრიცხვის პირველ ათასწლეულში ჩაისახა და XVIII საუკუნემდე იარსება.

წუღრუღაშენი - წუღრუღაშენის ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონში, თავად ბოლნისის სიონიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით, მდ. ფოლადაურის მარჯვენა ნაპირას , მთის ფერდზე. ძეგლი 1213-1222 წლებით თარიღდება. ვრცლად > >

 
სამცხე-ჯავხეთი

საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარე,რომელიც მოიცავს სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიებს. ფართობი შეადგენს 6413 კილომეტრს. სამცხე ისტორიული მესხეთის ნაწილია.

ვარძიის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ტუფის შვეულ კლდეში დაახლოებით 900 მეტრის სიგრძეზე. სიმაღლეზე კი რანდენიმე სართულია (ზოგან შვიდიც ). კომპლექსი 1156-1203 წლებში დაარსდა, ხოლო 1185 წელს თამარის მეფობის ხანაში მოხდა მისი კურთხევა. ვარძიის მონასტერი მძლავრ კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა საქართველოში. მთავარი ეკლესია და მისი მხატვრობა 1184-1186 წლებით თარიღდება.  

ხერთვისის ციხე აღმართულია კლდოვან კონცხზე, იქ სადაც ჯავახეთის მტკვარი არტაანის მტკვარს ერთვის, ვარძიიდან 14 კილომეტრის, ხოლო რაიონის ცენტრ ასპინძიდან 16 კილომეტრზე, ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც საქართველოს ერთი უძველესი ციხეთაგანი, მისი აგების სავარაუდო თარიღად X საუკუნეა მიჩნეული.

ზარზმის მონასტერი მდებარეობს ძველი მესხეთის ტერიტორიაზე, მდ. ქვაბლიანის ხეობაში, რაიონის ცენტრ ადიგენიდან 6-7 კილომეტრის დაშორებით,ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო XIV საუკუნის პირველ წლებშია აგებული ძველ ნაეკლესიარზე,რომელიც აქ საუკუნეების წინ არსებობდა.

საფარის მონასტერი-საფარის მონასტერი ოდესღაც სამცხის მფლობელ ჯაყელთა რეზიდენცია და საგვარეულო საძვალე, ახალციხიდან 10-12 კილომეტრზე მდებარეობს.მთაში საცხოვრებელი ადგილებისგან მოშორებით,კომპლექსში ყველაზე ძველი X საუკუნის ერთნავიანი ეკლესიაა. მიძინების სახელობისა. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა წმ. საბას სახელობის ტაძარია, რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.

ციხე-ქალაქი თმოგვი ციხე-ქალაქი თმოგვი და მისი უმთავრესი სათავდაცვო ნაგებობა თმოგვის ციხე, მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. თავად ციხე ერუშეთის მთის მაღალ თხემზე იდგა. მისგან ოდნავ ქვემოთ კი გაშენებული იყო ქალაქი. ციხე- ქალაქი 1089 -1283 წლების ძლიერი მიწისძვრების დროს განადგურდა და დაცარიელდა საბოლოოდ.


 უკან დაბრუნება