ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.3983 0.0000
EUR 2.7923 0.0000
GBP 3.1183 0.0000
RUB 4.0713 0.0000

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
სამზარეულო

ქართული სამზარეულო

  ხაჭაპური

მომზადება:
ცომი იზილება მაწვნით და კვერცხით. ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ გასაფუებლად. როცა აფუვდება გააბრტყელეთ და ზედ მოათავსეთ ოდნავ მარილიანი დაფშვნილი ყველი. მოუკარით თავი და შედგით აერღუმელში.
 მასალა:

  • 1 კგ. პურის ფქვილი;
  • 2 ჩაის ჭიქა მაწონი;
  • 700-800 გრ. ყველი (თუ ცხიმიანი არ არის დაუმატეთ კარაქი);

 

  ხინკალი

მომზადება:
დაჭერით ხორცი და ხახვთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი, ძირა, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს (დაახლოებით ½ ჩაის ჭიქა) და კარგად აზილეთ.

პურის ფქვილი მოაგროვეთ გორაკად, შუა ადგილზე ჩააღრმავეთ და ჩაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოზილეთ.

ცომი გააბრტყელეთ თხელ ფენად (მიახლოებით 1 სმ სისქის) და გამოჭერით ჭიქით, და გააბრტყელეთ სადესერტო თეფშისოდენა მრგვალ ნაჭრებად.

თითოეულ ნაჭერზე დაადეთ ერთი სუფრის კოვზი ფარში, შემოუკეცეთ ნაპირები, მოგრიხეთ, დატკეპნეთ და მიეცით ლეღვისებური ფორმა. შემდეგ მოათავსეთ ზომიერ მარილიან მდუღარე წყალში და ხარშეთ. დროდადრო ფრთხილად ურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკრას. როდესაც ხინკალი ამოტივტივდება, იგი მზად არის.
მასალა:

  • მსუქანი ცხვრის ხორცი - 300გრ;
  • ღორის ხორცი - 200გრ;
  • ხახვი - 3 თავი;
  • პურის ფქვილი - 500გრ;
  • ძირა, პილპილი, მარილი - გემოვნებით;

     

  ქათმის ან ვარიის ჩახოხბილი

მომზადება:

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრინველი დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში და მოვშუშოთ. როცა წვენს გამოყოფს, გადავასხათ სხვა ჭურჭელში და შევინახოთ. ხახვი დავჭრათ სიგრძეზე, დავაყაროთ მოშუშულ ხორცს, დავუმატოთ კარაქი ან ერბო და ვხრაკოთ, სანამ ხორცი კარგად არ შეწითლდება. ხანგამოშვებით კოვზით კარგად ვურიოთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეწვას. მოხრაკულ ფრინველს დავასხათ მისივე წვენი, შევაზავოთ წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილით (ქინძი, ოხრახუში, კამა), პილპილითა და მარილით.

მასალა:

  • ქათამი ან ვარია;
  • ხახვი - 4-5 მოზრდილი თავი;
  • კარაქი ან ერბო - 100-150 გრამი;
  • მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით;
 
   

ტყემლის საწებელა

წითელი და ყვითელი, კარგად დამწიფებული ტყემალი 3/1 შეფარდებით, იხარშება ყვავილოვან ქინძთან ერთად. გაგრილების შემდეგ იწურება, ემატება გატარებული ხმელი უცხო სუნელი და ქინძი 2/1 შეფარდებით, ომბალო, მწარე წიწაკა, ნიორი, მარილი გემოვნებით და ისევ ადუღებენ 7-8 წთ. მზა ტყემალს ასხამენ სტერილურ, ჰერმეტულ მინის ჭურჭელში და გრილ ადგილას ინახავენ.

მასალა:

1 კილო ტყემალი;

1 კონა ყვავილოვანი ქინძი;

1 კონა ომბალო;

თითო-თითო ჩაის კოვზი უცხო სუნელი და ხმელი ქინძი;

3-4 კბილი ნიორი;

წიწაკა და მარილი გემოვნებით;
 
 
 

  ქათამი იმერულად


მასალად საჭიროა:
ქათამი -1 კილოგრამის წონის,
ხახვი - 150 გრამი,
ხმელი სუნელი - 1 სუფრის კოვზი,
ნედლი ქინძი დაჭრილი - 1\2 ჩაის ჭიქა,
ძმარი -1\2 ჩაის ჭიქა,
ნიგოზი - 100 გრამი,
წიწაკა - 1 ცალი,
ნიორი და მარილი - გემოვნების მიხედვით.

1 კილოგრამი კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ და მოვშუშოთ თავდახურულ ქვაბში. ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვხრაკოთ მანამ, სანამ კარგად არ შეწითლდება. ცალკე დანაყილი უნდა გვქონდეს 1 სუფრის კოვზი ხმელი სუნელი, 1\2 წიწაკა, ნიორი და 1 ჩაის კოვზი მარილი. ამას მივანაყოთ ნიგვზის ნახევარი, მეორე ნახევარი კი, დავნაყოთ ნედლ ქინძთან ერთად.
ყველაფერი ეს ავლესოთ 1\2 ჩაის ჭიქა ძმარსა და 1 1\2 ჩაის ჭიქა წყალში და დავასხათ მოხრაკულ ქათამის ხორცს. 5-6 წუთის შემდეგ კერძი მზად იქნება.
 
 

  ძროხის ან ცხვრის ხორცის ბასტურმა

მასალად საჭიროა:
რბილი ხორცი -1200 გრამი,
ხახვი - 200 გრამი,
შავი პილპილი - 20 მარცვალი,
დაფნის ფოთოლი - 4 ცალი,
მარილი - გემოვნების მიხედვით.


ხორცი დავჭრათ სამწვადე ნაჭრებად. ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დანაყილი შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი და მარილი. ავურიოთ ერთმანეთში, ჩავდოთ ქოთანში ან ბადიაში (ქილაში) და დავდგათ ცივ ადგილას. როდესაც საჭირო იქნება, ამოვიღოთ, ავაგოთ შამფურზე ჩვეულებრივად და შევწვათ. ამნაირად მომზადებული ხორცი 3-4 დღეს გაძლებს.
 
 

  მწვადი

მასალა:
ცხვრის ხორცი - 600 გრამი,
ცხვრის ელენთა და ღვიძლი - 400 გრამი,
ცხვრის დუმა - 150 გრამი,
ხახვი - 100 გრამი,
კოწახური - 3/4 ჩაის ჭიქა,
მარილი და მწვანილი - გემოვნების მიხედვით.


მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ პატარ-პატარა ნაჭრებად. იმავე ზომაზე დავჭრათ ღვიძლი, ელენთა და დუმა. ყველაფერი ეს მარილმოყრილი წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ. სუფრაზე მივიტანოთ შემწვარი მწვადის ნაჭრები, ალყად დაჭრილი ხახვით, წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და კოწახურით ან ბროწეულის მარცვლებით მოყრილი.
 
 

  ჩაქაფული

მომზადება:

ბატკნის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ჩაყარეთ ქვაბში და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე თავდახურულად. როდესაც ხორციდან გამოსული წვენი დაშრობას დაიწყებს, დაუმატეთ წრილად დაჭრილი ხახვი, დაასხით ნახევარი ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, მოაყარეთ მარილი და გააგრძეთ მოშუშვა ისე, რომ ხორცი არ მოიხრაკოს.

დროდადრო სუფრის კოვზით დაასხით მდუღარე წყალი. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ტარხუნა, და როდესაც მწვანილი ჩაითუთქება, შეაზავეთ დანაყილი წიწაკით, დაამატეთ მთელ-მთელი ტყმალი, ოდნავ მოშუშეთ და ერთი-ორი წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.

მასალა:

600 გრამი ბატკის ხორცი;

5 ძირი ქინძი;

2 კონა ტარხუნა;

1 ჩაის ჭიქა ტყემალი;

300 გრამი მწვანე ხახვი;

წიწაკა, მარილი;
 
 

  ბოზბაში

მასალა:
ცხვრის ხორცი - 800გრამი,
ერბო - ერთი სუფრის კოვზი,
ხავი - 1-2 თავი
მუხუდო - 5 სუფრის კოვზი,
ვაშლი 300 გრანი,
ტომატი - ½ ჩაის ჭიქა,
მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნების მიხედვით.


ცხვრის ხორცს დავასხათ 15 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ხარშვის დროსმოვხადოთ ქაფი. შემდეგ ამავე სუპში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და კანგაცლილი 150 გრამი მუხუდო ან ცერცვი და განვაგრძოთ ხარშვა. 10 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ერბოში და ჩავუშვათ სუპში. ჩავყაროთ აგრეთვე 300 გრამი დახეხილი ან წვრილად დაჭრილი ვაშლი. ჩავასხათ ტომატი, შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. შემდეგ ჩავყაროთ შემწვარი ან მოხარშული ცხვრის ხორცის იმდენი ნაჭერი, რამდენი კერძიც უნდა იქნეს მიტანილი სუფრაზე.
 
 

მეგრული ხარჩო

მომზადება:

ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და თავდახურულ ქვაბში მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ მომზადებამდე. ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვილად დაჭრილი პამიდორი. დანაყილი ნიგოზი, ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა მოათავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და კარგად გაგლისეთ, შემდეგ ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ.

1 ქათამი;

4 თავი ხახვი;

4-5 ცალი პამიდორი;

1,5 ჭიქა ნიგოზი;

2 კბილი ნიორი;

1 ჩაის კოვზი დანაყილი ზაფრანა;

რამდენიმე ძირი ქინძი, მარილი;
 
 

  ჩიხირთმა ქათმის

მასალა:
ქათმის ხორცი - 800 - 900 გრამი
კვერცხი - 4 ცალი,
ძმარი - 2 სფრის კოვზი
ხახვი - 4-5 თავი,
პურის ფქვილი - 3 ჩაის კოვზი,
ზაფრანა (ყვითელი ყვავილი) - 1 ჩაის კოვზი,
წვრილად დაჭრილი ქინძი - ½ ჩაის ჭიქა,
მარილი გემოვნების მიხედვით.

800-900 გრამი მსუქანი ქათმის ხორცი დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში, შევდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ხორცი ოდნავ შევარდისფერდება. ჩავუმატოთ ხახვი და ქინძი. კერძი უნდა იხრაკოს ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოვაყაროთ მარილი, დავასხათ წყალი დაახლოებით 10 ჩაის ჭიქა, იდუღოს მანამ, სანამ ხორცი საკმაოდ არ მოიხარშება. შევასქელოთ იმავე ბულიონში ალესილი პურის ფქვილით და ვადუღოთ. ათი წუთის შემდეგ 4 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ თეთრი ღვინის ძმარი, კიდევ ვთქვიფოთ ცოტა ხანს და ჩავასხათ ცეცხლიდან უკვე გადმოდგმულ ბულიონში.
 
 

ცხვრის მწვადი ბადრიჯნით


მასალად საჭიროა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი,
ცხვრის დუმა - 200 გრამი,
ბადრიჯანი - 6 ცალი,
ნიორი - 1 თავი,
ხახვი - 3 თავი,
ცოტა ოხრახუში,
მარილი - გემოვნების მიხედვით.


ერთი კილოგრამი ცხვრის ხორცი დავჭრათ 12 ნაჭრად, 200 გრამი დუმა კი, 18 ნაჭრად. 6 ცალი ბადრიჯანი ჩავჭრათ და თითოეულში მოხერხებულად ჩავაწყოთ 3 ნაჭერი მარილმოყრილი დუმა და 2 კბილი ნიორი; ავაგოთ შამფურზე რიგრიგობით: 2 ნაჭერი ხორცი, 1 ცალი ბადრიჯანი და ასე ბოლომდე. როცა კარგად შეიწვება, დავაწყოთ დიდ თეფშზე, ზედ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში, მოვასხუროთ ცოტა ძმარი და ცხლად მივიტანოთ სუფრაზე.
 
 

  საცივი

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად ვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს, ჩავასხათ ბულიონში. ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.

ყვითელი ყვავილი ზაფრანა კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავერიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.

ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.

დავუმატოთ ერთი სუფრის კოვზი ძმარი. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური ან ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. როცა მზად იქნება, საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

მასალა:

ქათამი ან ინდაური - 1 ცალი;

ნიგოზი - 500 გრამი;

ხახვი - 5 თავი;

მიხაკი - 4 ცალი;

დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი;

ქინძი - გემოვნებით;

ნიორი - 4 კბილი;

წიწაკა - გემოვნებით;

ზაფრანა - 2 ჩაის კოვზი;

ძმარი - 1 სუფრის კოვზი;

მარილი - გემოვნებით;
 
 

  წითელი ლობიო ნიგვზით

მომზადება:

მოხარშეთ ლობიო ისე, რომ არ ჩაიშალოს, ლობიოს წვენი გადაწურეთ ცალკე ჭურჭელში, დანაყეთ ნიგოზი, ნიორი, მწვანე წინძი, ნიახური, ქონდარი, დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი და აგლისეთ ლობიოს წვენში. ეს საკმაზი და ბროწეულის მარცვლები კოვზით ფრთხილად შეურიეთ ლობიოს.

მასალა:

500 გრამი ლობიო;

1 ჩაის ჭიქა ნიგოზი;

4 კბილი ნიორი;

3-3 ძირი ქინძი, ნიახური, ქონდარი;

ნახევარი ჩაის კოვზი უცხო სუნელი;

1 ცალი ბროწეული, წიწაკა და მარილი;


 უკან დაბრუნება