ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ინფორმაცია

პრაქტიკული ინფორმაცია

სავიზო და საბაჟო ინფორმაცია

საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს:

1. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების
2. ამერიკის შეერთებული შტატების
3. კანადის
4. იაპონიის
5. შვეიცარიის კონფედერაციის
6. ლიხტენშტეინის
7. ნორვეგიის
8. ისრაელის სახელმწიფოს
9. წმინდა საყდრის
10. ანდორას
11. სან-მარინოს
12. ისლანდიის
13. არაბეთის გაერთიანებული საემიროების
14. ქუვეითის სახელმწიფოს
15. სამხრეთ კორეის რესპუბლიკის
16. კატარის სახელმწიფოს
17. ბაჰრეინის სამეფოს
18. ომანის სასულთნოს


ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ორმხრივი შეთანხმებები დიპლომატიური, სამსახურეობრივი ან სპეციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ:

აზერბაიჯანი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

ბულგარეთი - უვიზო მიმოსვლა მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის 90 დღემდე

უნგრეთის რესპუბლიკა – დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების ფლობელთათვის 30 დღემდე

ეგვიპტე - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა 30 დღემდე;

თურქმენეთი - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა 30 დღემდე;

ირანი - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლა 30 დღემდე;

მოლდოვა - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

სომხეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

ტაჯიკეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

უზბეკეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

უკრაინა- უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

ყირგიზეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

ყაზახეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა - ორდინალური პასპორტების მფლობელები საჭიროებენ ვიზას, სხვა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის და ტურისტული ჯგუფებისთვის უვიზო მიმოსვლა;

ბელორუსია- უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის;

თურქეთი - უვიზო მიმოსვლა ყველა ტიპის პასპორტების მფლობელთათვის 90 დღემდე.

რუმინეთი- უვიზო მიმოსვალა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის 90 დღემდე


I. ვიზები და ბინადრობის ნებართვები

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური ვიზები გაიცემა ერთჯერადი, ორჯერადი ან მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით, საცხოვრებელი ვიზა-ერთჯერადი შემოსვლის უფლებით.

ა) დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაიცემა 90 დღის ყოფნის ვადით, ამასთან ვიზის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 180 დღეს.

გამონაკლის შემთხვევაში დიპლომატიური ან სამსახურებრივი ვიზა შესაძლებელია გაიცეს ერთ წლამდე ყოფნის ვადით.

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები საქართველოში პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე, თუ საერთაშორისო ვალდებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბ) ორდინალური ვიზა გაიცემა მოქმედების განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს.

ორდინალური ვიზით დადგენილი საქართველოში ყოფნის ვადა მისი 6 თვით გაცემის შემთხვევაში არის 90 დღე, ხოლო 1 წლის ვადით გაცემის შემთხვევაში - 180 დღე. ამასთანავე, თითოეული შემოსვლისას უწყვეტი ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.

2. სავიზო მოსაკრებელი

-ერთჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე ყოფნის ვადით - 30 აშშ დოლარი;
- ორჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე ყოფნის ვადით - 45 აშშ დოლარი;
- მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 90 დღემდე ყოფნის ვადით – 50 აშშ დოლარი
- ორჯერადი ორდინალური ვიზა 180 დღემდე ყოფნის ვადით – 60 აშშ დოლარი
- მრავალჯერადი ორდინალური ვიზა 180 დღემდე ყოფნის ვადით – 100 აშშ დოლარი
- ერთჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 5 აშშ დოლარი
- ორჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 10 აშშ დოლარი
- მრავალჯერადი ორდინალური ვიზა სატრანზიტო გავლის უფლებით – 30 აშშ დოლარი
- საცხოვრებელი ვიზა – 50 აშშ დოლარი
- ვიზის გადატანა ახალ პასპორტში – 5 აშშ დოლარი

გ) საცხოვრებელი ვიზა გაიცემა საქართველოში შემოსვლისათვის უცხოელზე, რომელსაც აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ნებართვის მოპოვებისას იმყოფება საზღვარგარეთ.

საცხოვრებელი ვიზა გაიცემა 1 წლის მოქმედების ვადით (ყოფნის ვადა არის 180 დღე).

საცხოვრებელი ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

3. - საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ვიზა/სამთვიანი შემოსვლის ნებართვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ.

საქართველოს ვიზის გაცემისას სამგზავრო დოკუმენტის ვადა სულ ცოტა 3 თვით უნდა აღემატებოდეს ვიზის მოქმედების ვადას.

4. საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლებია ვიზა ან ბინადრობის (დროებითი ან მუდმივი) ნებართვა, თუ აღნიშნული კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიური ან სამსახურებრივი კატეგორიის ვიზების ვადის გაგრძელება, რაც ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

ამასთან გასათვალისწინებელია რომ ორდინალური ვიზის მფლობელებმა ვიზით განსაზღვრულ ვადაზე მეტი პერიოდით საქართველოს ტერიტოიაზე დარჩენის შემთხვევაში, კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი და მუდმივი ბინადრობის მოწმობების გაცემა და მათი მოქმედების ვადის გაგრძელება აღნიშნული კანონით გათვალისწინებული კატეგორიის უცხოელებზე ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ.

II. უცხოელთა საქართველოდან გასვლა

- თუ უცხოელი საქართველოს ტერიტორიას დატოვებს მისი კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 10 დღის განმავლობაში, მას არ დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.

- უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვემდე ვადის განმავლობაში იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია, ამასთანავე, იგი ვალდებულია გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მასზე არ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა მანამ, სანამ არ აანაზღაურებს აღნიშნულ დავალიანებას.

უცხოელს, რომელიც კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვიდან 3 თვეზე მეტ ხანს უკანონოდ იმყოფება საქართველოში და საკუთარი ნებით სურს ქვეყნიდან გასვლა, უფლება აქვს დაუბრკოლებლად დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ამასთანავე, იგი ვალდებულია განსაზღვრული ოდენობის ჯარიმა ქვეყნიდან გასვლამდე ან გასვლის შემდეგ. 1 წლის განმავლობაში მასზე აღარ გაიცემა საქართველოს ვიზა და საქართველოში შემოსვლის ნებართვა.

საქართველოში უკანონოდ ყოფნის ფაქტის გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში უცხოელი ვალდებულია დატოვოს საქართველოს ტერიტორია.

საქართველოდან უცხოელის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან სასამართლო.

საქართველოდან გაძევებულ უცხოელს 1 წლის განმავლობაში არ მიეცემა საქართველოს ვიზა, საქართველოში შემოსვლის ნებართვა ან ბინადრობის ნებართვა.

 

დამატებიტი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს -- http://www.mfa.gov.ge/

საბაჟო და სააქციზო მოსაკრებელის შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სპეციალურ ინტერნეტ-პორტალზე - http://www.eti.ge/

 უკან დაბრუნება