ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
რელიგია

რელიგია

ისტორიული ცნობებით მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად 337 წელს გამოცხადდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანა-ს ზეობის დროს, თუმცა ქრისტიანული გადმოცემით ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა მოციქულმა წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, ხოლო შემდგომ კი მოციქულებმა წმინდა სვიმონ კანანელმა, წმინდა მატათემ და წმინდა ბართლომემ იქადაგეს.
წყაროები მოგვითხრობენ, რომ მეფე მირიანის მეფობისას კაბადოკიიდან (თანამედროვე ცენტრალური თურქეთი) ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა ქალწული წმინდა ნინო; სწორედ მის დროს გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად, ხოლო მას კი ქართველთა განმანათლებელი ეწოდა. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ საქართველოში შემოსვლისთანავე წმ. ნინომ ვაზის რტოებისგან ჯვარი გააკეთა და საკუთარი თმებით შეკრა. ეს ჯვარი ამჟამად თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება და უდიდეს სიწმინდედ ითვლება, ხოლო წმ. ნინო კი, დაკრძალულია კახეთში ბოდბის დედათა მონასტერში.
საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელია პატრირქი რომელიც წმინდა სინოდის რიგებიდან ირჩევა. ამჟამად საქართველოს ეკლესიას ხელმძღვანელობს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე (შიოლაშვილი-ღუდუშაური).
                             
საქართველო გამორჩეულია თავისი ქრისტიანული საეკლესიო არქიტექტურით, მისი თვითმყოფადობითა და სიძველით. პირველი ტაძრები მე-5 საუკუნიდან გვხვდება (ბოლნისი, ურბნისი), ხოლო ოქროს ხანა კი, მე-11-13 საუკუნეებზე მოდის.

დღეის მდგომარეობით საქრთველოში რელიგიური შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მართლმადიდებელი ქრისტიანები— 84.00%, მუსლიმანები— 9.9%, სომეხი გრიგორიანელები— 3.9%, კათოლიკეები— 0.8%, იუდეველები— 0,1% და სხვები.

            

 უკან დაბრუნება