ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.4727 0.0064
EUR 2.9561 0.0094
GBP 3.3473 0.0039
RUB 4.2894 0.0105

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
გეოგრაფია

გეოგრაფია

საქართველო— ქვეყანა ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ჩრდილოეთიდან რუსეთი, სამხრეთიდან თურქეთი და სომხეთი, და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი. ტრანსკონტინენტური ქვეყანა სამხრეთაღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გასაყარზე მდებარეობს, თუმცა სოციოპოლიტიკურად და კულტურულად ევროპის ნაწილია.
                                

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით— რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით— აზერბაიჯანი, სამხრეთით— სომხეთი და თურქეთი.

ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე— 1771 კმ-ს, მათ შორის სახმელეთო— 1.461კმ (სომხეთი 164, აზერბაიჯანი 322, რუსეთი 723, თურქეთი 252) და საზღვაო— 310კმ.

ეთნიკური შემადგენლობა (საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით): ქართველები— 83,8%, აზერბაიჯანელები— 6,5%, სომხები— 5,7%, რუსები— 1,5%, ოსები— 0.9%, იეზიდები— 0.4%, ბერძნები— 0.3%, ქისტები— 0.2%, უკრაინელები— 0.2%, აფხაზები— 0,1%;


დედაქალაქი -თბილისი - 1.500.000 მოსახლეობა.

41,43N – 44,47E

ქვეყნის მოსახლეობა - 4.700.000, (66 ად\კვ.კმ)

დროის სარტყელი CET + 04.00

დღესასწაულები

1 იანვარი ახალი წელი
7 იანვარი მართლმადიდებლური ქრისტესშობა
19 იანვარი ნათლისღება
3 მარტი დედის დღე
9 აპრილი ხსოვნის დღე
5-6 მაისი მართლმადიდებლური აღდგომა
26 მაისი დამოუკიდებლობის დღე
24 აგვისტო კონსტიტუციის დღე
28 აგვისტო მარიამობა
14 ოქტომბერი სვეტიცხოვლობა
23 ნოემბერი გიორგობა

ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია— სუბტროპიკებიდან კავკასიონის მყინვარებამდე; უმაღლესი მწვერვალია მთა შხარა 5.068მ, უდაბლესი წერტილი— შავი ზღვა (0 მ); სახნავ-სათესი მიწა— 16%, საძოვრები— 25%, ტყეები— 34%. მთავარი მდინარეები მტკვარი და რიონი.

        
საქართველო 102 კურორტს ითვლის. ბორჯომის ხეობის კლიმატური კურორტები: წყალტუბო, აბასთუმანი, ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ლიკანი, ბაკურიანი. შავი ზღვისპირეთის კლიმატური კურორტები: ბათუმი, ქობულეთი, მახინჯაური, ციხისძირი, გონიო, ურეკი და სხვ. ბალნეოლოგიური კურორტები: ნაბეღლავი, სკური, ზვარე, სულორი, ასპინძა, ცაიში, ნუნუსი, უწერა და სხვ. გარდა კურორტებისა ასევე რეგისტრირებულია 340 საკურორტო ადგილი.
საქართველოში არსებობს ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი, ნაკრძალები, ტბები, ჩანჩქერები, მღვიმეები, მწვერვალები, მყინვარები, მდიდარი ისტორიული ძეგლები და სამთო-სათხილამურო ცენტრები. ტურისტებსა და სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის ძალზედ პოპულარულია ბაკურიანი და გუდაური.
საქართველოში ალპინიზმი ძალზედ პოპულარული სპორტია. საქართველოს ყველაზე ცნობილ მწვერვალებს წარმოადგენს ყაზბეგი (5033მ), თეთნულდი (4853 მ), შხარა (5068 მ), უშბა (4700 მ), ჯანგითაუ (5059 მ) და სხვ. საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა.
        
კლიმატური თვალსაზრისით საქართველოს ახასიათებს განსაკუთრებული მრავალფეროვნება, დაწყებული დიდი კავკასიონის მაღალმთიანი ზონის მუდმივი თოვლისა და მყინვარების ჰავიდან დამთავრებული, შავიზღვისპირეთის ნოტიო სუბტროპიკული და აღმოსავლეთ საქართველოს სტეპური კონტინენტური ჰავებით.

დასავლეთ საქართველო ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავით. მის დიდ ნაწილზე შეიმჩნევა რბილი ზამთარი, შედარებით ნაკლებად ცხელი ზაფხული, ნალექების სიუხვე, მაღალი ტენიანობა, სჭარბობს ზღვის ან ნოტიო კონტინენტური ჰაერის მასები.

აღმოსავლეთ საქართველო ხასიათდება ზომიერი სუბტროპიკული ჰავით. სჭარბობს შუა განედების კონტინენტური და ტრანსფორმირებადი ზღვის ჰაერის მასები. აქ ჰაერის ტენიანობა უფრო დაბალია, ნალექების რაოდეობა გაცილებით ნაკლები, ზამთარი უფრო ცივი და შესაბამისად ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა უფრო დიდია, ვიდრე დასავლეთ საქართველოში.

(რუკა)


 უკან დაბრუნება