ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
ისტორია

ისტორია

თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად დასახლებული იყო ადრეული ქვის ხანიდან  მოყოლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ადრეული ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისდა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას.ამ პერიოდს უკავშირდება მითი არგონავტების შესახებ, რომლებიც იაზონის მეთაურობით ჩამოვიდნენ კოლხეთის სამეფოში და მის მეფე აიეტს - უძლეველობის სიმბოლო ”ოქროს საწმისი” მოსტაცეს, რაშიც მათ მეფის ასული მედეა დაეხმარა. 
          

ქრისტიანობა  გაბატონდა III საუკუნიდან;   ქვეყანა გაერთიანებული მონარქია გახდა 1008 წელს.
1089 წელს აფხაზთა და ქართველთა მეფის ტახტზე ავიდა 16 წლის ჭაბუკი, მეფე დავითი, შემდგომში აღმაშენებლად წოდებული. მან ჩაიბარა თურქთა თარეშითა და ერთწლიანი მიწისძვრებით იავარქმნილი ქვეყანა,ხოლო მისი მეფობის ბოლოს 1125 წელს საქართველო მსოფლიოს პოლიტიკურ ზესახელმწიფოდ იყო ქცეული. დავით აღმაშენებლის გამეფებამდე საქართველოს არც ერთი რეგულარული საჯარისო ნაწილი არ ჰყავდა. ძირითად სამხედრო ძალას ფეოდალური ლაშქარი წარმოადგენად. მან თავისი მოღვაწეობა რეფორმებით დაიწყო. პირველ რიგში სამხედრო რეფორმა გაატარა.
დავითის შემდეგ საქართველოს ისტორიში ყველაზე ნათელი პერიოდი თამარ დედოფლის მმართველობას უკავშირდება, ამ დროს საქართველოში ჰყვაოდა ვაჭრობა, ხელოვნება და ხუროთმოძღვრება. ამ პერიოდში შეიქმნა ქართული ლიტერატურის მრგალიტი- შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”.
საქართველომ აღორძინებისა და დაცემის რამდენიმე პერიოდი განვლო სანამ XVI საუკუნეში რამდენიმე მცირე პოლიტიკურ ერთეულად დაიშლებოდა. 1783 წელს ისლამურ სახელმწიფოებთან ჭიდილით დაღლილმა მეფე ერეკლე მეორემ , ერთმორწმუნე რუსეთს სთხოვა დახმარება , რის გამოც ტრაქტატი გააფორმა მასთან. რომელიც ისტორიაში გეორგიევსკის ტრაქტატის სახელითაა შესული. აქედან იწყება საქართველოს დამოუკიდებლობის ეტაპობრივი დაკარგვა. იმპერიულმა რუსეთმა  ქართული მიწები ნაწილ-ნაწილ დაიპყრო 1801—1866 წლებში.
                                  
 

 

 

საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება დამყარებული იყო თავისი დროისათვის განვითარებულ მრავალდარგოვან ეკონომიკაზე. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მიუთითებს სარწყავი არხების რთული სისტემის შექმნა. მაგალითად, თამარ მეფის დროს გაყვანილი მარტო ერთი ასეთი არხი სიგრძით 119 კმ იყო და 53 ათას ჰა ფართობს რწყავდა. არხების მშენებლობას თან სდევდა მემინდვრეობისა და მებაღეობა-მევენახეობის შემდგომი განვითარება. საქართველოში მოჰყავდათ აგრეთვე ბრინჯი, სელი, ბამბა, გავრცელებული იყო მეაბრეშუმეობა. სოფლის მეურნეობის მეორე მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენდა მეცხოველეობა.

ვაჭრობა-ხელოსნობის ძირითად ცენტრებს ქალაქები წარმოადგენდნენ. თბილისში XIII ს-ის დამდეგს 100 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. მნიშვნელოვანი ქალაქები იყო აგრეთვე ქუთაისი, რუსთავი, გორი, დმანისი და სხვ. საქართველო ვაჭრობდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიასთან, რუსეთთან.


XI-XIII ს-ის დასაწყისში ფეოდალურმა ქართულმა კულტურამ თავისი აყვავების უმაღლეს წერტილს მიაღწია. განვითარდა ფილოსოფიური აზროვნება, ისტორიოგრაფია, ფილოლოგია, საეკლესიო და საერო ლიტერატურა, ხელოვნება. XII ს-ის დასასრულს განეკუთვნება დიდი ქართველი მგოსნის, შოთა რუსთაველის შემოქმედება, რომლის პოემა "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი შედევრია.

XII ს-შია შექმნილი აგრეთვე ქართული საისტორიო თხზულებათა ოფიციალური კრებული "ქართლის ცხოვრება". მასში ისე იქნა გაერთიანებული VIII-XII სს-ის ავტორთა ქრონიკები, რომ გამოსულიყო საქართველოს ისტორიის უწყვეტი აღწერა უძველესი ხანიდან კრებულის შედგენის დრომდე. შემდეგ, XVIII ს-მდე პერიოდულად ხდებოდა "ქართლის ცხოვრების" შევსება ახალ-ახალი თხზულებებით. ასე ჩამოყალიბდა ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ძირითადი წერილობითი წყარო, რომელიც მეტად მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს აგრეთვე კავკასიის სხვა ქვეყნების შესახებ.


განსახილველ პერიოდში შექმნილი ქართული არქიტექტურის მონუმენტური ძეგლებიდან აღსანიშნავია ბაგრატის, სვეტიცხოვლისა და ალავერდის ტაძრები (XI ს.), გელათის მონასტერი, მეფის სასახლე გეგუთში, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია (XII ს.), ფიტარეთისა და ბეთანიის ეკლესიები (XIII ს-ის დასაწყისი) და სხვ. ეკლესია-მონასტრებმა შემოინახეს ქვის მხატვრული დამუშავებისა და კედლის მოხატულობის ბრწყინვალე ნიმუშები. განვითარების მაღალ დონეზე იდგა აგრეთვე ხელნაწერი წიგნების გაფორმება, ოქრომჭედლობა, ტიხრული მინანქრის წარმოება და სხვ.

მაგრამ ქართველს წიგნისა და განათლებისათვის მუდამ როდი ეცალა, აგრესიულად განწყობილ სახელმწიფოთა რკალში მოქცეულს ყოველდღიურ საზრუნავად ჰქონდა გადაქცეული ერის ფიზიკური გადარჩენა.

თემურლენგის ლაშქრობებმა ფეოდალურ საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს: კატასტროფულად დაეცა ეკონომიკა, შემცირდა მოსახლეობა, ქვეყანა კულტურული დაქვეითების გზას დაადგა. ქართველები ჩართულნი აღმოჩნდნენ იმ გაუთავებელ ომებში, რომლებსაც თემურლენგის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული სახელმწიფოები აწარმოებდნენ; ბოლო არ უჩანდა მომთაბარე ტომების შემოსევებს.

XVIII ს-ის 50-70-იან წლებში აღმოსავლეთ საქართველოში გარკვეული აღმავლობა შეინიშნება. გლეხთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიცა მთელი რიგი კანონები, რითიც შედარებით გაუმჯობესდა სოფლის მეურნეობის წარმოების პირობები. აღმოსავლეთ საქართველოში აღდგა სამთამადნო მრეწველობა, გაიხსნა ახალი საწარმოები, სადაც უკვე ფართოდ იყენებდნენ დაქირავებულ შრომას, ჩამოყალიბდა პირველი მანუფაქტურები. ერეკლე II ყველანაირად ცდილობდა საქართველო განვითარების ევროპულ გზაზე დაეყენებინა. მისი მმართველობის ხანაში ქართლ-კახეთის სამეფოში უკვე შეიმჩნევა ფეოდალური ურთიერთობების რღვევა: გლეხთა ნაწილი თავისუფლდება ბატონყმობის უღლისაგან და თავისუფალი მწარმოებელი ხდება, იზრდება მდიდარი თბილისელი ვაჭრების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაბალი წრეებიდან გამოსული ცალკეული პირები სახელმწიფო თანამდებობებზე წინაურდებიან.

80-იანი წლების დასაწყისიდან აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა კვლავ გაუარესდა. ამისი ერთ-ერთი მიზეზი იყო დაღესტნელთა განუწყვეტელი თავდასხმები. მოთარეშე მთიელები ძარცვავდნენ მოსახლეობას, იტაცებდნენ ტყვეებს, რომლებიც შემდეგ ოსმალეთისა და ჩრდილო კავკასიის მონათა ბაზრებზე ხვდებოდნენ. დაღესტნელთა თავდასხმებისაგან აღმოსავლეთ საქართველოში მთელი რაიონები დაცარიელდა.

ასეთ პირობებში ერეკლე II-მ გადაწყვიტა ისევ რუსეთთან დაახლოებით განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა. 1783 წ. რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის ძალითაც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო რუსეთის მფარველობაში შევიდა.

ასე დაიწყო საქართველოში რუსული მმართველობის ერა. თუმცა, 1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ მალევე 1921 წლის დამდეგისათვის საქართველო, თავისი სახმელეთო საზღვრების პერიმეტრის 78 პროცენტით უკვე საბჭოთა რესპუბლიკების ალყაში იყო მოქცეული.

80-იანი წლების დამდეგისათვის ყველასათვის ნათელი გახდა, რომ ძირმომპალ საბჭოთა წყობილებას მომავლის პერსპექტივა არ ჰქონდა. 1985 წელს ქვეყნის სათავეში მოსულმა მ. გორბაჩოვმა სცადა კარდინალური რეფორმებით დაეძლია კრიზისი. დაიწყო "გარდაქმნა", მაგრამ ამ პროცესთან დაკავშირებული ლიბერალიზაცია და საჯაროობა საბჭოთა კავშირისათვის ბოთლიდან ამოშვებული ჯინი აღმოჩნდა. გარდაქმნის არქიტექტორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ რკინითა და სისხლით ნაგებ საბჭოთა სისტემას დემოკრატიული თავისუფლებებისადმი "იმუნიტეტი" არ გააჩნდა და, როგორც შედეგი, დაიწყო ამ სისტემის სწრაფი რღვევა.

1990 წლის 28 ოქტომბerს არჩევნებში (პირველი მრავალპარტიული არჩევნები საქართველოში 1921 წლის შემდეგ) დამაჯერებელი გამარჯვება (ხმათა 62%) მოიპოვეს ეროვნულმა ძალებმა, მისი ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი დისიდენტი, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. ასე მშვიდობიანად მოეღო ბოლო საქართველოში კომუნისტების მმართველობას.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მაგრამ საქართველოს იურიდიული აღიარება, აქ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო შედარებით გაჭიანურდა. მაგრამ ამ მხრივ გარღვევა მოხდა ქვეყანაში ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედუარდ შევარდნაძის დაბრუნების შემდეგ (1992 წ., მარტი). ე. შევარდნაძე 70-80-იანი წლების პირველ ნახევარში საქართველოს ხელმძღვანელი იყო, კარგად იცნობდა ადგილობრივ სიტუაციას. სამშობლოში მისი დაბრუნება საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედს უნერგავდა, რომ ბოლო მოეღებოდა გაჭიანურებულ ანარქიასა და ქვეყანა სტაბილიზაციის გზას დაადგებოდა.

ე. შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება და გარდამავალი პერიოდის დროებითი უმაღლესი სახელისუფლებო ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს სათავეში ჩადგომა, მსოფლიოსათვის გახდა სიგნალი იურიდიულად ეცნოთ ქვეყნის დამოუკიდებლობა. უკვე 1992 წლის 23 მარტს ეს გააკეთეს ევროკავშირის ქვეყნებმა, იმავე წლის 31 ივლისს კი საქართველო მიღებული იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, მის 179-ე სრულუფლებიან წევრად. ამრიგად, საქართველო კვლავ ჩადგა თავისუფალ სახელმწიფოთა რიგებში.

2003 წლის 23 ნოემბერს, საქართველოში, მოხდა ხავერდოვანი ე.წ. "ვარდების რევოლუცია". პრეზიდენტი ე. შევარდნაძე გადადგა. გაიმარჯვა საერთო სახახლო მანიფესტაციამ, რომელსაც სათავეში ედგა "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები". 2004 წლის 4 იანვარს, ქვეყანაში დანიშნული ხელახალი საყოველთაო არჩევნების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტი გახდა 36 წლის იურისტი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი , რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად ითვლება. მთავრობის საქმიანობას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი (150 წევრი), რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ირჩევა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით.

ეროვნული დღესასწაული: 26 მაისი  სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე .

ქვეყანა ამჟამად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია, მათ შორის გაეროს , ევროპის საბჭოს , სუამის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა  და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის .


                                           

აჭარა

გურია

სამეგრელო-ზემო სვანეთი

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი

მცხეთა -თიანეთი

იმერეთი

შიდა ქართლი

კახეთი

ქვემო ქართლი

სამცხე-ჯავხეთი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 უკან დაბრუნება