ონლაინ დახმარება

ფეისბუკი

ვალუტის კურსი

USD 2.7060 0.0170
EUR 3.1766 0.0049
GBP 3.5827 0.0147
RUB 4.5532 0.0148

ამინდის პროგნოზი

Georgian VersionEnglish VersionRussian Version
დაზღვევა

პოლისი - სამოგზაურო

მოგზაურობა დაზღვევის გარეშე წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში კლიენტს უნდა შევთავაზოთ ყველაზე ხარიასხიანი და მიწვდომადი პროდუქტი - სწორედ ამიტომ აირჩია პარტნიორად ჩვენმა კომპანიამ  ”ჯი-პი-აი ჰოლდინგი”.  
ამ კომპანიასთან თანამშრომლობა მრავალი წელია ნაყოფიერად ვითარდება და მომავალშიც იგივე მიმართულებით გავაგრძელებთ ურთიერთობას.

 რა უპირატესობები აქვს სამოგზაურო დაზღვევას?

სამოგზაურო დაზღვევა ეფექტური საშუალებაა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი მსხვილი ხარჯების თავიდან ასაცილებლად. ის მოიცავს როგორც სამედიცინო, ისე ადმინისტრაციული და სხვა სახის ხარჯებისაგან დაზღვევას. “ჯიპიაი ჰოლდინგის” სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენის შემთხვევაში, თქვენ თავიდან აიცილებთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც შეიძლება საქმიანი მივლინების ან სხვა სახის მოგზაურობის დროს შეგხვდეთ.

როგორია “ჯიპიაი ჰოლდინგის” სამოგზაურო დაზღვევის პირობები?

მრავალჯერადი სადაზღვევო პოლისი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს საქმიანი მივლინებით ან სხვა მიზნით საზღვარგარეთ მოგზაურობა. “ჯიპიაი ჰოლდინგის” მრავალჯერადი დაზღვევის პროგრამა მთელს მსოფლიოზე ვრცელდება. პოლისი ძალაშია ერთი წლის მანძილზე იმ პირობით, რომ თვითეული მოგზაურობის ხანგრძლივობა 28 დღეს არ აღემატება.

მრავალჯერადი დაზღვევის პოლისი მოიცავს შემდეგი სახის დაფარვებს:

  • სასწრაფიო სამედიცინო სამსახურით ტრანსპორტირება;
  • ჰოსპიტალიზაცია;
  • სამედიცინო ხარჯები;
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური დახმარება;
  • საქართველოში სამედიცინო ევაკუაცია;
  • თანმხლები პირის დაბრუნება;
  • მოგზაურობის გაუქმება;
  • გამგზავრების შეფერხება;
  • ბარგის მიწოდების შეფერხება;
  • ბარგის დაკარგვა, დაზიანება და განადგურება;
  • უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა.

“ჯიპიაი ჰოლდინგი” თანამშრომლობს ჯანმრთელობის დამზღვევ ლიდერ კომპანიებთან მთელს მსოფლიოში, რაც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წერტილში აღმოგიჩინოთ კვალიფიციური დახმარება.


 უკან დაბრუნება